ევროპის მასშტაბით თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯები 16%-ით გაიზარდა

2022 წლიდან 2023 წლამდე, ევროპის მასშტაბით თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯები 16%-ით გაიზარდა და $588 მილიარდი შეადგინა. ხოლო პოლონეთმა 2014 წელთან შედარებით, გააორმაგა. აღნიშნულ ინფორმაციას, სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, euronews.com-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ნატოს სამი წევრი ქვეყნის გარდა (საბერძნეთი, იტალია, რუმინეთი), ყველამ გაზარდა სამხედრო ხარჯები. როგორც ლორენცო სკარაზატომ, SIPRI-ის მკვლევარმა […]

ბუნდესტაგის წევრის თქმით, თუ ოცნება რუსულ კანონს მიიღებს, თანამშრომლობას გადახედავენ

ბუნდესტაგის წევრი, ანიკო გლოგოვსკი-მერტენი ქართული ოცნების მიერ ინიციირებულ რუსულ კანონს ეხმაურება და მას დემოკრატიაზე თავდასხმად აფასებს. გლოგოვსკი-მერტენი აღნიშნავს, რომ კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია და თუ მას მიიღებენ, პარტნიორებს საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვა მოუწევთ. ბუნდესტაგის წევრი ამბობს, რომ [რუსული] კანონის მიზანია დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის დისკრედიტაცია. “საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება კიდევ ერთხელ ცდილობს შეზღუდოს სამოქალაქო ჩართულობა. 2023 […]

რუსეთის რაკეტა დაეცა პოლონეთის საზღვრის მახლობლად

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, ერთ-ერთი რაკეტა, რომელიც რუსეთის მიერ იყოს გატყორცნილი, უკრაინის ტერიტორიაზე, პოლონეთის საზღვრიდან 15 კილომეტრში დაეცა. X-ით გავრცელებულ განცხადებაში, ტუსკი წერს, რომ უკრაინის ლვოვის ოლქში 27 აპრილს “აათეულობით ბომბი და რაკეტა ჩამოვარდა“. იქვე ტუსკმა გააკრიტიკა თავისი წინამორბედი, პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მატეუშ მორავეცკი: „ამ დროს მორავეცკი ამუშავებს ერთობლივ ანტიევროპულ სტრატეგიას პუტინის მომხრე ულტრამემარჯვენე […]

“მივმართავ სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირებს და მათ, ვინც სხვადასხვა სოციალურ სერვისებს იღებთ” – თეონა ჭალიძე

სტრატეგია აღმაშენებლის პოლიტსაბჭოს წევრი, სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე: მე, როცა 2014 წელს ისნის რაიონის გამგეობიდან, სამსახურიდან უკანონოდ გამიშვეს. არ მქონდა ადვოკატის დაქირავების არანაირი საშუალება. სწორედ მაშინ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ და მათი იურისტი ანზორ ხატიაშვილი დამიდგა გვერდით და ის საქმე 4 წლის შემდეგ სამივე ინსტანციის სასამართლოში მოვუგეთ ქართული ოცნების ხელისუფლებას. რომ არა ეს […]

„ჰუსიტებმა“ ინდოეთში მიმავალ ტანკერზე ბალისტიკური რაკეტებით მიიტანეს იერიში

იემენელმა „ჰუსიტებმა“ რუსეთის ქალაქ პრიმორსკიდან ინდოეთის ქალაქ ვადინარში მიმავალ ტანკერზე ბალისტიკური რაკეტებით მიიტანეს იერიში. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. როგორც ირკვევა, თავდასხმა იემენის ქალაქ მოკას მახლობლად მოხდა. პანამის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერზე, რომელსაც ნედლი ნავთობი გადაჰქონდა, ბალისტიკური რაკეტებით სამი დარტყმა განხორციელდა. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰუსიტებმა“ აიღეს და განაცხადეს, რომ ბრიტანული ხომალდი „ანდრომედა […]

“ერთხელ და სამუდამოდ, აიღეთ ხელი ამ კანონზე” – ბუნდესტაგის წევრი საქართველოს მთავრობას მიმართავს

ბუნდესტაგის წევრი ანიკო გლოგოვსკი-მერტენი საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და საქართველოს ხელისუფლებას, დეპუტატებს მოუწოდებს, ერთხელ და სამუდამოდ თქვან უარი რუსული კანონის მიღებაზე. გერმანიის პარლამენტის წევრის განცხადებას ავრცელებს “ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასიაში”. “ძვირფასო მეგობრებო და კოლეგებო საქართველოდან, გადაუდებელი ვითარებიდან გამომდინარე, უნდა ვისაუბროთ საქართველოში ე.წ. „უცხოური აგენტების კანონზე“. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება კიდევ ერთხელ ცდილობს შეზღუდოს სამოქალაქო […]

Forbes-ის ჟურნალისტი რუსეთის სასამართლომ შინაპატიმრობაში მოათავსა

27 აპრილს რუსეთის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, მოათავსონ ჟურნალ Forbes-ის რუსული გამოცემის ჟურნალისტი სერგეი მინგაზოვი შინაპატიმრობაში. მინგაზოვი პოლიციამ 26 აპრილს შორეულ აღმოსავლეთში, ქალაქ ხაბაროვსკში დააკავა, რუსი სამხედროების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით. მისმა ადვოკატმა, კონსტანტინ ბუბონმა თქვა, რომ მისი კლიენტი დააკავეს სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული პოსტების გამო უკრაინის ქალაქ ბუჩის შესახებ, სადაც 2022 წლის აპრილში რუსეთის არმიის […]

ირაკლი ღარიბაშვილი: „სენატორების წერილის პათოსი არასწორი აღქმებიდან გამომდინარეობს“

საქართველოს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა 14 ამერიკელი სენატორის წერილს, რომელიც მათ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გაუგზავნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს. „არასწორი აღქმებიდან გამომდინარე არის ამ წერილის შინაარსი და პათოსი განსაზღვრული. საჭიროა გაგრძელდეს დიალოგი და კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან და მეგობრებთან, – უთხრა ჟურნალისტებს ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი შეფასებით, […]

ფინანსთა მინისტრი – ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი საყრდენი არის ქვეყანაში სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერება

საქართველო პოზიციონირებს როგორც ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მყოფი სახელმწიფო – ასე რომ, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი საყრდენი არის ქვეყანაში სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დღეს ქვეყანაში ხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე პროექტები, რომელთა მიზანია რეგიონული თანამშრომლობის განვითარება. „ჩქაროსნული მაგისტრალები, სადაც ჩვენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით, მილიარდობით დოლარის ინვესტიციას […]

ლაშა ხუციშვილი – საქართველო ამზადებს თავის ეკონომიკას და სისტემებს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის და ამავდროულად, ინარჩუნებს სტრატეგიულ თანამშრომლობას რეგიონში

საქართველო ამზადებს თავის ეკონომიკას და სისტემებს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის და ამავდროულად, ინარჩუნებს სტრატეგიულ თანამშრომლობას რეგიონში, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა აზიის განვითარების ბანკის პერიოდული გამოცემა ADB Insight-ის მიერ ორგანიზებული დისკუსიის დროს განაცხადა, რომელშიც მონაწილეობენ ADB-ის პრეზიდენტი მასა ასაკავა, EBRD-ის პრეზიდენტი ოდილ რენო-ბასო. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დისკუსიას უძღვებოდა ნიშა პილაი, რომელიც წლების განმავლობაში BBC World […]