“შახტარმა” ისევ მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა

უკრაინის პრემიერლიგის 26-ე ტურში „შახტარმა“ გასვლაზე ლნზ 3:0 დაამარცხა და ჩემპიონატზე ზედიზედ მეთორმეტე გამარჯვება მოიპოვა. დონეცკურ გუნდში ირაკლი აზაროვი და გიორგი გოჩოლეიშვილი სათადარიგოები იყვნენ. „შახტარს“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 61 ქულით ლიდერია და 1-ელ აპრილს კიევში „ჩერნომორეცს“ დაუპირისპირდება. ეს მატჩი ოდესაში უნდა გამართულიყო, მაგრამ “მეშახტეთა” ბრაზილიელმა ლეგიონერებმა რუსეთის ავიადარტყმების საშიშროების შესაძლებლობის გამო თამაშის სხვა […]

ნებრასკის შტატში ტორნადომ ასობით სახლი დააზიანა

აშშ-ის რამდენიმე შტატში ტორნადომ ასობით საცხოვრებელი სახლი დააზიანა, დაშავდა რამდენიმე ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. ყველაზე მეტად დაზიანდა ნებრასკის შტატი, სახლები დაინგრა ტეხასსა და აიოვაშიც. ქალაქ ომაჰაში დროებით შეჩერებული იყო აეროპორტის მუშაობა. ტორნადოს გარეშე ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 10 000-მდე აბონენტი, თუმცა მათ ნაწილთან ელექტრომომარაგება უკვე აღდგა.

შეტაკება მოხდა სომხეთის პოლიციასა და სოფლის მცხოვრებთა შორის, რომელიც აზერბაიჯანს უნდა გადაეცეს

სომხეთის პოლიციასა და სოფლის მცხოვრებთ შორის, რომელსაც სომხეთი აზერბაიჯანს გადასცემს ერევანსა და ბაქოს შორის საზღვრების დემარკაციის თაობაზე შეთანხმებით, 26 აპრილს მოხდა შეტაკება. ცნობით, საპროტესტო გამოსვლის მონაწილეები კირანცში, ერთ-ერთ საზღვრისპირა დასახლებულ პუნქტში, ცდილობდნენ გაეჩერებინათ ავტომანქანა, რომელშიც ეგონათ, რომ დემარკაციის შეთანხმების პირობების გასატარებლად აზერბაიჯანელი მოხელეები ისხდნენ. ამ სოფლისო მოსახლეობა ღელავს მოსალოდნელი გადასახლების გამო. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა […]

„უარს ვამბობთ უცხოური გავლენის რეესტრში რეგისტრაციაზე!“ – სოციალური მუშაკები

სოციალურ მუშაკთა გაერთიანება რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს – ორგანიზაცია უარს ამბობს უცხოური გავლენის რეესტრში რეგისტრაციაზე. „ჩვენი პროფესია, სოციალური მუშაობა, დასავლეთის წიაღში წარმოიშვა და ის დღემდე მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე ჰუმანურ, ეთიკურ ადამიანის დამხმარე პროფესიად. საქართველოში სწორედ დასავლელი დონორების მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი ამ პროფესიის დაფუძნება, განვითარება და საკანონმდებლო რეგულაცია. ჩვენ ყოველდღიურად ვიბრძვით გასაჭირში მყოფი ჩვენი მოქალაქეების […]

გიორგი ვაშაძე – საქართველოს ეკონომიკური განადგურება ემუქრება და ამ ყველაფერს საფრთხის წინაშე დღეს „ქართული ოცნება“ აყენებს, რუსული კანონის მიზანიც ესაა – წარმოუდგენელია დავუშვათ პრეცედენტი, რომ საქართველო იზოლაციაში მოექცეს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ერთი მხრივ, ამერიკელი სენატორების წერილში, მეორე მხრივ კი, ევროპარლამენტის რეზოლუციაში აღნიშნული საკითხების ერთდროულად ამოქმედების შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკური განადგურება ემუქრება, რისი საფრთხის წინაშეც ქვეყანას „ქართული ოცნება“ აყენებს ვაშაძემ სენატორების მხრიდან გავრცელებულ წერილთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ „რუსული კანონის“ მთავარი მიზანი საქართველოს ევროპასთან დაშორება და „ქვეყნის კიდევ უფრო გაკოტრება და […]

ლიეტუვის პრეზიდენტი – საქართველო ევროპულ იდეებს შორდება, ამაზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ

საქართველო ევროპულ იდეებს შორდება, ამაზე უნდა მოვახდინოთ რეაგირება. ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ პოლონელ კოლეგა, ანჯეი დუდასთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. „სამწუხაროდ, მოვლენები, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები, ნათლად აჩვენებენ, რომ ჩვენი ახლო ქვეყანა, საქართველო, კი არ უახლოვდება, არამედ, პირიქით, შორდება ევროპულ იდეებს… ეს ნამდვილად უქმნის წინაღობებს ევროპული ინტეგრაციის გზის მშვიდად გაგრძელებას. ამიტომ ამაზე უნდა მოვახდინოთ […]

„ჰეზბოლას“ გენერალური მდივნის მოადგილე – სრულმასშტაბიანი ომი ჩრდილოეთ ისრაელის მოსახლეობის საკუთარ სახლებში დაბრუნებას არ გამოიწვევს

სრულმასშტაბიანი ომი ჩრდილოეთ ისრაელის მოსახლეობის საკუთარ სახლებში დაბრუნებას არ გამოიწვევს, – ამის შესახებ განცხადებას „ჰეზბოლას“ გენერალური მდივნის მოადგილე, ნაიმ ყასემი ავრცელებს. „გალანტი გვემუქრება, რომ თუ ჩვენ თავდასხმებს არ შევწყვეტთ, ის ლიბანს თავს დაესხმება, რათა ჩრდილოეთის მოსახლეობა თავიანთ სახლებში დააბრუნონ. მე გალანტს ვეტყვი, რომ ეს ომი არა მხოლოდ ხელს შეუშლის სიონისტების თავიანთ სახლებში დაბრუნებას, არამედ, ჩრდილოეთ […]

გორის მუნიციპალიტეტის მერია და „საქართველოს კარიტასი“ ეკო და აგროტურიზმის განვითარების მიზნით ერთობლივ პროექტს განახორციელებენ

გორის მუნიციპალიტეტის მერია და „საქართველოს კარიტასი“ ეკო და აგროტურიზმის განვითარების მიზნით ერთობლივ პროექტს განახორციელებენ. გორის მერიის ინფორმაციით, პროექტის განხორციელების გეოგრაფიული არეალი მოიცავს ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიასა და საოკუპაციო ზოლის მოსაზღვრე სოფლებს. „შეხვედრას, სადაც პროექტის განხორციელების ეტაპებსა და მიმართულებებზე იმსჯელეს, გორის მუნიციპალიტეტის მერთან ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან ერთად ესწრებოდნენ, გორის მერიის, გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოსა და […]

ნანიკო ხაზარაძეს მამა გარდაეცვალა

ნანიკო ხაზარძემ სოციალურ ქსელში მამის გარდაცვალების შესახებ დაწერა. „გარდაიცვალა მამაჩემი, პანაშვიდი ხვალ, ზეგ ვაკის სამება 5 სთ დან, დაკრძალვა სამშაბათს, ისევ ვაკის სამებიდან 2 სთ. ქელეხი არ იქნება“ – წერს ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში. დავით ხაზარაძეს რამდენიმე წლის წინ დემენციის დიაგნოზი დაუსვეს.