„ოცნების“ აქციის გამო რუსთაველზე ტრანსპორტის მოძრაობა კვირა საღამოდან იზღუდება

კვირა საღამოდან ორშაბათის ჩათვლით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული, „აგენტების კანონის“ მხარდამჭერი დემონსტრაციის გამო ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება. კერძოდ, თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ცნობით, შეზღუდვა: · კვირას დილის 11 საათიდან გავრცელდება რუსთაველის გამზირზე, საავტობუსე ზოლზე; · კვირა საღამოს 8 საათიდან, 29 აპრილის ჩათვლით, რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აიკრძალება. სააგენტოს ცნობით: […]
„ოცნების“ კონტრაქციის გამო რუსთაველზე ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

29 აპრილს „ქართული ოცნების“ დაგეგმილი კონტრაქციის გამო რუსთაველის გამზირზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. თბილისის მერიის ცნობით, ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. მათივე ცნობით, შეზღუდვა დღეს, 11:00 საათიდან მხოლოდ საავტობუსო ზოლზე გავრცელდება, ხოლო 20:00 საათიდან 29 აპრილის ჩათვლით, რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აიკრძალება. „სატრანსპორტო […]
რუსთაველის გამზირზე 29 აპრილს დაგეგმილი შეკრების გამო ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

რუსთაველის გამზირზე 29 აპრილს დაგეგმილი სახალხო შეკრების გამო, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. დედაქალაქის მერიის ცნობით, შეზღუდვა დღეს, 11:00 საათიდან მხოლოდ საავტობუსო ზოლზე გავრცელდება, ხოლო 20:00 საათიდან 29 აპრილის ჩათვლით, რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აიკრძალება. „სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის […]
ერაყის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის ურთიერთობისთვის 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

ერაყის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის ურთიერთობას კრძალავს და სასჯელის სახით თავისუფლების 15 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს. „კანონი მიზნად ისახავს ერაყის საზოგადოების დაცვას მორალური გარყვნილებისგან და ჰომოსექსუალიზმისკენ მოწოდებებისგან, რამაც მთელი მსოფლიო მოიცვა”,- ციტირებს Reuters-ი კანონის შინაარსს. „პროსტიტუციასა და ჰომოსექსუალიზმთან ბრძოლის შესახებ“კანონის თანახმად, ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის ურთიერთობა 10-იდან 15 […]
29 აპრილს ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში ჩავა

ხვალ, 29 აპრილს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში ჩავა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დარჩიაშვილი ბრიუსელში ევროკავშირის თავმჯდომარეობის მიწვევით ევროკავშირის გაფართოების 20 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. „29-30 აპრილს, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა. მინისტრი ევროკავშირის თავმჯდომარეობის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის საბჭოს ბელგიის თავმჯდომარეობის ორგანიზებით გამართულ […]
საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში მიემგზავრება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 28-29 აპრილს ვიზიტით ეწვევა ბრიუსელს, – იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო. სამინისტროს ცნობით, მინისტრი დარჩიაშვილი ევროკავშირის თავმჯდომარეობის მიწვევით მიემგაზვრება ბრიუსელში და „მიიღებს მონაწილეობას ევროკავშირის საბჭოს ბელგიის თავმჯდომარეობის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებებში, რომლებიც 2004 წლის ევროკავშირის გაფართოების ყველაზე მასშტაბური ტალღის 20 წლისთავს ეძღვნება“. სამინისტრო აზუტებს, რომ ილია დარჩიაშვილი „ევროკავშირის წევრი და გაფართოების […]
დერბი დელ სოლე – კვარაცხელია დღეს მიქაუტაძის დაწყებულს დაასრულებს…

ევროპული ჩემპიონატები დასასრულს უახლოვდება, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” კი რთულად, მაგრამ ჯერ კიდევ ინარჩუნებს შანსს, ევროზონაში შევიდეს. უახლოესი მეტოქე “რომაა”(ამ დაპირისპირებას დერბი დელ სოლე ეწოდება), რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად პოზიციების შენარჩუნება სჭირდება, მით უმეტეს, გასულ უქმეებზე მარცხის შემდეგ. შეხვედრა “დიეგო მარადონაზე” დღეს, 28 აპრილს, ჩვენი დროით 20:00 საათზე დაიწყება. ნეაპოლური კლუბი წინა მატჩში ძალიან უსუსურად გამოიყურებოდა […]
2013-2023 წლებში შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით სესხად 6,1 მლრდ ლარი გაიცა

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში 2013-2023 წლებში სესხად 6,1 მლრდ ლარია გაცემული. აქედან სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 929,5 მლნ ლარი იყო. სესხების რაოდენობამ 84 361 შეადგინა, პროგრამით ისარგებლა 46 097-მა ბენეფიციარმა. პროგრამის მიზანია, აგრომეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის გზით, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი წარმოების, აგროპროდუქციის შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი […]
28 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია ბზობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია 28 აპრილს იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას, ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა შესრულდება. დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს, რასაც ქრისტიანები ბაიაობას, ანუ ბზობას უწოდებენ. ის ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება. წმინდა სახარების მიხედვით, მაცხოვრის შესვლა იერუსალიმს ძლევამოსილი […]
პოლონეთში საქართველოდან ჩასული არალეგალები დააკავეს

პოლონეთში საქართველოს 6 მოქალაქე დააკავეს – პოლონეთის პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ისინი ქვეყანაში არალეგალურად ცხოვრობდნენ და საქმიანობდნენ. არსებული ინფორმაციით, 4 ქართველი სილეზიაში მდებარე ერთ-ერთ ბიზნეს ობიექტში, ყოველგვარი საჭირო ნებართვის გარეშე მუშაობდნენ. მიკოლოვში დაკავებულია კიდევ ერთი ქართველი, რომელიც არალეგალურად ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე მუშაობდა. კიდევ ერთი პირი კი კატოვიცეში სოსნოვიეცის სასაზღვრო დაცვის განყოფილების ოფიცრებმა დააკავეს, […]