ილია დარჩიაშვილი 29 აპრილს ბრიუსელში ჩავა

29-30 აპრილს, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრი ევროკავშირის თავმჯდომარეობის მიწვევით, მონაწილოებას მიიღებს ევროკავშირის საბჭოს ბელგიის თავმჯდომარეობის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებებში, რომლებიც ევროკავშირის გაფართოების ყველაზე მასშტაბური ტალღის 20 წლისთავს ეძღვნება. „გაფართოებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის წევრი და გაფართოების ქვეყნების საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრებთან ერთად მონაწილეობას მიიღბს […]
რუსეთის თქმით, 17 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, რომელთა სამიზნეც ნავთობის ბაზა იყო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, 28 აპრილს რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა უკრაინის მიერ გაშვებული 17 დრონი ჩამოაგდეს, რომელთა სამიზნეც, რეგიონული მაღალჩინოსნის თქმით, კალუგის ოლქში მდებარე ნავთობის ბაზა იყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ Telegram არხზე განაცხადა, რომ გაშვებული დრონებიდან სამი მოსკოვის სამხრეთით, კალუგის ოლქში ჩამოაგდეს. ოლქის გუბერნატორის ვლადისლავ შაპშას თქმით, დრონები ქალაქ ლიუდინოვოს მიმდებარედ, ნავთობის საცავთან ახლოს ჩამოვარდა. […]
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 6 პირი

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია 6 პირი. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, სამეგრელო – ზემო სვანეთის, იმერეთისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს […]
პარიზის სასტუმროებს ჯავშნების სიმცირის გამო ფასების შემცირება უწევთ

2023 წლის ბოლოდან დაიწყო ინფორმაციის გავრცელება იმის შესახებ, რომ პარიზის სასტუმროებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს ფასები ოლიმპიური თამაშების პერიოდისთვის 2024 წლის 26 ივლისიდან 11 აგვისტომდე. ანალოგიური ვითარება შეიქმნა საზოგადოებრივ ტრანსპორტთან და სხვა ტურისტულ სერვისებთან დაკავშირებით. თუმცა, როგორც The Independent აღნიშნავს, შედეგად, ხარბი პარიზელი სასტუმროები კლიენტების გარეშე დარჩნენ – ოლიმპიადის დაწყებამდე სამი თვით ადრე მათი ოთახების მხოლოდ ნახევარი […]
ისრაელმა შეიძლება რაფაჰზე იერიში გადადოს, თუ მძევლების გამო შეთანხმებას მიაღწიეს

გარკვეული წინსვლა შეინიშნება ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებაზე. ამის შესახებ იტყობინება ისრაელის მედია 28 აპრილს და მოჰყავს ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, ისრაელ კაცის ნათქვამი, რომ იერიში ქალაქ რაფაჰზე, ღაღაზის სექტორში, გადადებული იქნება, თუ მიაღწევენ შეთანხმებას მძევლების განთავისუფლების შესახებ. ადრე ჰამასმა (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად მიჩნეული დაჯგუფება) განაცხადა, რომ ამ მომენტში შეისწავლის ისრაელის შემხვედრ წინადადებას. […]
გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში

გთავაზობთ გასული კვირის 22-28 აპრილის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში. საქართველოს მოსახლეობა შემცირდა საქსტატმა 2023 წლის დემოგრაფიული ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2023 წელს საქართველოს მოსახლეობა 1.1%-ით შემცირდა, შედეგად ქვეყნის მთლიანმა მოსახლეობამ 3.69 მილიონი ადამიანი შეადგინა. მოსახლეობის კლება როგორც უარყოფითმა ბუნებრივმა მატებამ განაპირობა, ასევე ქვეყნიდან რეკორდულად გაზრდილმა ემიგრაციამ. კერძოდ, უარყოფითი ბუნებრივი მატება გასულ წელს 2,500-ს შეადგენდა, ემიგრაციის […]
ავარია სომხეთში – ავტობუსი ხევში გადავარდა, დაღუპულია სულ მცირე, ხუთი მგზავრი

ავარია სომხეთში – ავტობუსი ხევში გადავარდა, დაღუპულია სულ მცირე, ხუთი მგზავრი სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა ავარიაში, რომელიც სომხეთიდან ირანში მიმავალმა ავტობუსმა განიცადა 27 აპრილს, სამხრეთ სომხეთში. სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ინციდენტის დროს დაშავდა ცხრა ადამიანი. სომხეთის მედიის თანახმად, ავტობუსი ხევში გადავარდა ერევნიდან 280 კილომეტრში მდებარე სოფელ ხოთანანთან, სიუნიკის რაიონში. სომხური საინტერნეტო გამოცემა news.am-ი […]
“ატლეტიკოს” ფანებმა უილიამსს მაიმუნი უწოდეს, სამ წუთში კი გოლი გაიტანა და ორიგინალურად აღნიშნა [VIDEO]

ლა ლიგის 33-ე ტურში “ატლეტიკომ” “ბილბაოს” უმასპინძლა, მატჩი სიმეონეს გუნდის გამარჯვებით 3:1 დასრულდა. პირველი ტაიმის დასასრულს, სტუმართა შემტევს ნიკო უილიამსს “როხიბლანკოს” გულშემატკივრებმა რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს, მათ ბასკ ფეხბურთელს “მაიმუნი” უწოდეს. ინციდენტიდან 3 წუთში უილიამსმა “ატლეტიკოს” გოლი გაუტანა და ორიგინალურადაც აღნიშნა. რასისტულ ქმედებასთან დაკავშირებით მადრიდულმა კლუბმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და მათი ფანების ქმედება დაგმო.
2023 წელს საქართველოში გემებიდან ზღვის დაბინძურების 16 შემთხვევა გამოვლინდა

2023 წელს საქართველოში გემებიდან ზღვის დაბინძურების 16 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის 2023 წლის ანგარიშშია მოცემული. ამავე ცნობით, 2023 წელს შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს მიერ MARPOL 73-78 კონვენციის შესაბამისად, გარემოსდაცვითი მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, საქართველოს ნავსადგურებში შემოსული 282 გემის ინსპექტირება განხორციელდა. პასუხისმგებელი პირები დაჯარიმდნენ – თითოეული 65 000 ლარით. […]
მედია – აშშ და ისრაელი ჰააგის სასამართლოს მიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერის გაცემის აღკვეთას ცდილობენ

შეერთებული შტატები და ისრაელი ცდილობენ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და სხვა ოფიციალური პირების დაპატიმრების ორდერის გაცემა აღკვეთონ, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საინფორმაციო ვებგვერდ Walla-ზე ანალიტიკოსი ბენ კასპიტი წერს, რომ ნეთანიაჰუ “უჩვეულო სტრესის ქვეშაა” ჰააგის სასამართლოს მიერ მისი და სხვა ისრაელელი ოფიციალური პირების წინააღმდეგ დაპატიმრების ორდერის გაცემის […]