რუსთველის გამზირზე 29 აპრილს დაგეგმილი შეკრების გამო ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

რუსთაველის გამზირზე 29 აპრილს დაგეგმილი სახალხო შეკრების გამო, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. დედეაქალაქის მერიის ცნობით, შეზღუდვა დღეს, 11:00 საათიდან მხოლოდ საავტობუსო ზოლზე გავრცელდება, ხოლო 20:00 საათიდან 29 აპრილის ჩათვლით, რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აიკრძალება. „სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის […]
რუსთავში, ქმარმა ცოლი დაჭრა

35 წლამდე ქალს მამაკაცმა ცივი იარაღით, სხეულის სხვადასხვა არეში, მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა “კლინიკა რუსთავში” გადაიყვანა. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში განაცხადეს, პაციენტი თავდაპირველად რეანიმაციულ ბლოკში მოათავსეს, თუმცა ახლა უკვე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და თერაპიულ განყოფილებაში გადავიდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
ბზობასთან დაკავშირებით სამების ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა სრულდება

სამების საკათედრო ტაძარში ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა სრულდება. წირვა-ლოცვას საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო(მუჯირი) აღავლენს. შეგახსენებთ, რომ დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს, რასაც მართლმადიდებლები ბაიაობას, ანუ ბზობას უწოდებენ. იგი თორმეტთაგან პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება. სახარების მიხედვით, მაცხოვრის შესვლა […]
„არა რუსულ კანონს“ – კვირა საღამოს პარლამენტთან აქცია გაიმართება

დღეს, კვირას, 28 აპრილს, 19:00 საათზე „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ მორიგი აქციაა დაგეგმილი, ამჯერად არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით. 25 აპრილს საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა და მედიასაშუალებებმა განაცხადეს, რომ არავითარ შემთხვევაში არ დარეგისტრირდებიან „ღირსების შემლახავ რეესტრში“, და კანონის გასაპროტესტებლად საზოგადოება კვირა საღამოს მიიწვიეს რესპუბლიკის მოედანზე. ხელახლა ინიციირებული კანონპროექტი „აგენტების შესახებ“ პირველი მოსმენით 2024 წლის 17 აპრილს დაამტკიცეს. […]
“გამოწვევაა პედაგოგის პოვნა, რომელსაც გამოცდილებასთან ერთად, მიმღებლობის უნარიც აქვს” – საბავშვო ბაღი “ლარდი”

კერძო საბავშვო ბაღის “ლარდის” დამფუძნებელი ნინო მაისაშვილი ამბობს, რომ კვალიფიციური პედაგოგის პოვნა დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული. როგორც გადაცემა “ქალების ნარატივში” სტუმრობისას, მაისაშვილმა აღნიშნა, შესაბამისი პედაგოგის პოვნა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა მათ ინდუსტრიაშიც. „ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და გამოწვევაა ჩვენთვის პედაგოგის პოვნა, რომელსაც გამოცდილებასთან ერთად მიმღებლობის უნარიც აქვს. მე მირჩევნია გუნდში მივიღო გამოუცდელი კადრი, რომელიც ბოლომდე მომყვება და […]
ახმეტელის თეატრმა შვედი არტისტების მასტერკლასს უმასპინძლა

23 – 27 აპრილს, სანდრო ახმეტელის დრამატულ თეატრში, შვედური თეატრის “გილიოტინა” არტისტებმა – კატერინა სისფონტესმა, რიკარდ ბოგარტიმ და ტანა მანევარიმ მასტერკლასები ჩაატარეს. მასტერკლასების თემა ავანგარდული ცეკვის თეატრი – “გილიოტინის” თეატრის ინოვაცია იყო. მასტერკლასებს ახალგაზრდა მსახიობები და დაინტერესებული პირები დაესწრნენ, დაიგეგმა მომავალი თანამშრომლობა და ერთობლივი კოპროდუქციების განხორციელება, რაც თეატრის სიცოცხლისუნარიანობისა და განვითარებისთვის აუცილებელია. 27 აპრილს, ოთხდღიანი […]
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 163 ოჯახს სახლებს შეუსყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 163 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 163 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. „აღნიშნული ოჯახების განსახლების საკითხი კომისიამ გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე განიხილა. ეკომიგრანტი ოჯახები სახლებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩევენ, რისთვისაც მათ […]
„ჰამასმა“ მძევლების, მათ შორის აშშ-ის მოქალაქის, ვიდეოები გაავრცელა

“ჰამასმა” ახალი ვიდეო გაავრცელა, რომელშიც 7 ოქტომბერს გატაცებული ორი ისრაელელი მძევალი ჩანს. ვიდეოში 64 წლის კიტ სიგელი და 47 წლის ომრი მირანი ოჯახებს მოკითხვას უგზავნიან და ასევე გათავისუფლებას ითხოვენ. კიტ სიგელი ისრაელისა და აშშ-ის მოქალაქეა. ის მძევლად მეუღლესთან ერთად აიყვანეს, თუმცა მისი მეუღლე მოგვიანებით, ნოემბერში მიღწეული ხანმოკლე ზავის დროს გაათავისუფლეს. „ჰამასმა“ მძევლების ვიდეოები მანამდეც არაერთხელ […]
მიხეილ სარჯველაძე გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიამ ბანძელაძეს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელთან მარიამ ბანძელაძესთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, უწყების ხელმძღვანელმა მარიამ ბანძელაძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. „შეხვედრაზე მხარეებმა ჯანდაცვის სამინისტროსა და გაეროს მოსახლეობის ფონდს შორის არსებულ მჭიდრო და […]
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო – რუსეთის ტერიტორიაზე 17 უკრაინული დრონი ჩამოვაგდეთ

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით ბრიანსკის, კურსკის, ბელგოროდისა და კალუგის ოლქებში 17 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. „საჰაერო თავდაცვის მორიგე სისტემებმა გაანადგურეს 17 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის ცხრა ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე, სამი კურსკის ოლქის ტერიტორიაზე, ორი ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე და სამი კალუგას ოლქის ტერიტორიაზე”, – […]