კომპანია “ფერი” განცხადებას ავრცელებს და ეხმიანება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს

კომპანია “ფერი” განცხადებას ავრცელებს და ეხმიანება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს კომპანია “ფერი” და მასთან აფილირებული კომპანიების სახელით ვრცელდება განცხადება, რომელიც ეხება ბოლო კვირებისა და დღეების განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. “ჩვენი კომპანია, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე წლებიდან, ჩართულია ქვეყნის ეკონომიკის, კერძოდ, სამშენებლო და ენერგეტიკის სფეროს განვითარებაში. ბოლო 33 წლის განმავლობაში, ჩვენს მიერ განხორციელებულია არაერთი პროექტი, […]
ედო ჯავახიძე – ახლა გვჭირდება მაქსიმალური ძალისხმევა იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქართველი ერის ნება აღსრულდეს და ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი გავხდეთ

ახლა გვჭირდება მაქსიმალური ძალისხმევა იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქართველი ერის ნება აღსრულდეს და ჩვენ ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი გავხდეთ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამოქალაქო ინტეგრაციის მდივანმა, ედო ჯავახიძემ დღევანდელ მარშთან დაკავშირებით განაცხადა. მისი შეფასებით, დღევანდელი ხელისუფლება ევროპას გვაშორებს. „დღევანდელ მარშზე ვიკრიბებით ადამიანები, ვისაც ევროპაში წასვლა კი არ გვინდა, არამედ აქ შემოვიტანოთ ევროპული ცხოვრების […]
ახალგაზრდული ჯგუფები 29 აპრილს არანაირი აქტივობით არვიქნებით წარმოდგენილი რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, ეს პროვოკაციას გამოიწვევს – მაჭავარიანი

ახალგაზრდული ჯგუფები 29 აპრილს არანაირი აქტივობით არვიქნებით წარმოდგენილი რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, ეს პროვოკაციას გამოიწვევს – მაჭავარიანი 29 აპრილს არანაირი აქტივობით არ ვიქნებით წარმოდგენილი რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, გვესმის რომ ეს პროვოკაციას გამოიწვევს. არ დავუპირისპირდებით თანამოქალაქეებს,- ამის შესახებ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიმდინარე საპროტესტო აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლადო მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც მან […]
ისრაელის თავდაცვის ძალები – ღაზაში „ჰამასის“ ათობით ობიექტი გავანადგურეთ

ისრაელის მოიერიშე თვითმფრინავებმა და დრონებმა, გასული დღის განმავლობაში, ღაზაში „ჰამასის“ კუთვნილ ათობით ობიექტს დაარტყეს, – ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. თავდაცვის ძალების ცნობით, სამიზნეები მოიცავდა ინფრასტრუქტურას, რაკეტების გამშვებ პოზიციებს, „ჰამასის“ შეიარაღებულ წევრებსა და სადამკვირვებლო პუნქტებს. ამასთან, ისრაელის საზღვაო ძალებმა ღაზას ცენტრალური სანაპიროს გასწვრივ დარტყმები განახორციელეს. ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ იფთაჰის სარეზერვო ბრიგადამ მათ სამოქმედო არეალში […]
„112“-ს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები ეწვივნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დირექტორმა, გიორგი არსოშვილმა, მოადგილესთან ერთად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს უმასპინძლა. შსს ინფორმაციით, „112“-ის დირექტორი, გიორგი არსოშვილი სტუმრებს ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ ესაუბრა. „დელეგაციის წევრები ადგილზე გაეცნენ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის, ასევე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მოქმედი ვიდეომეთვალყურეობის სისტემისა და ოჯახში ძალადობის […]
ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის გაფართოების 20 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას

29-30 აპრილს, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა. მინისტრი ევროკავშირის თავმჯდომარეობის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის საბჭოს ბელგიის თავმჯდომარეობის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებებში, რომლებიც 2004 წლის ევროკავშირის გაფართოების ყველაზე მასშტაბური ტალღის 20 წლისთავს ეძღვნება. გაფართოებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის წევრი და გაფართოების ქვეყნების საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრებთან ერთად მონაწილეობას მიიღბს ევროკავშირის ზოგად […]
სამინისტრო – ლენტეხის მუნიციპალიტეტში არსებული დარიშხანის შემცველი ნარჩენების უსაფრთხო მართვის მიზნით ტენდერი გამოცხადდა

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტომ დარიშხანის შემცველი ნარჩენების უსაფრთხო მართვის მიზნით სარკოფაგის მშენებლობის პირველი ეტაპისთვის ტენდერი გამოაცხადა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მშენებლობის სამუშაოები ორ ეტაპადაა დაგეგმილი; პირველ ეტაპზე მდინარე ყორულდაშის მონოლითური რკინაბეტონის ნაპირსამაგრი ჯებირი აშენდება, ხოლო მეორე ეტაპზე, დაბინძურებული საიტების გაწმენდისა და სარკოფაგის მშენებლობის სამუშაოები განხორციელდება. „საქართველოს მთავრობის 2022 წლის განკარგულებით, სსიპ […]
ლადო მაჭავარიანი – ახალგაზრდული ჯგუფები და სტუდენტური მოძრაობები 29 აპრილს არანაირი აქტივობით არ ვიქნებით წარმოდგენილი რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, გვესმის, რომ ეს პროვოკაციას გამოიწვევს

29 აპრილს არანაირი აქტივობით არ ვიქნებით წარმოდგენილი რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, გვესმის რომ ეს პროვოკაციას გამოიწვევს. არ დავუპირისპირდებით თანამოქალაქეებს,- ამის შესახებ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიმდინარე საპროტესტო აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლადო მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ახალგაზრდული ჯგუფები და სტუდენტური მოძრაობები მშვიდობიან და მტკიცე პროტესტს გააგრძელებენ. “მინდა გავაკეთო განცხადება ახალგაზრდული ჯგუფების, სტუდენტური მოძრაობების […]
პოლიციამ გურიაში 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთისა და ჩოხატაურის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2 პირი დააკავეს. “სამართალდამცველებმა 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.კ.-ს პირადი ჩხრეკისას, პისტოლეტი, მჭიდი და 7 ვაზნა ამოიღეს. ხოლო, 1964 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ასევე ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით დაკავებული ი.ო.- სგან, […]
ჩინეთში ტორნადოს სულ მცირე 5 ადამიანი ემსხვერპლა 33 კი დაშავდა

ტორნადოსა და წყალდიდობის შედეგად ჩინეთში მინიმუმ ხუთი ადამიანი დაიღუპა 33 კი დაშავდა. ქარბორბალამ სამხრეთ ჩინეთში მდებარე 19 მილიონიან ქალაქ გუანჯოუს შაბათს დაარტყა, – ამის შესახებ CNN-ი წერს. ხელისუფლება აცხადებს, რომ შემთხვევის შედეგად 141 ქარხნის შენობა დაზიანდა, მაგრამ არცერთი საცხოვრებელი სახლი არ დანგრეულა. ადგილობრივი მედიის ცნობით ტორნადო ინტენსივობით 5 ბალიანი სკალით მესამე დონეზეა. ადგილობრივი დროით, საღამოს […]