“ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა დაიწყო

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის გაფართოებული სხდომა მიმდინარეობს. მმართველი პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის გაფართოებული სხდომა საყოველთაო სახალხო შეკრების საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით ტარდება. სხდომას “ქართული ოცნების” ლიდერები ესწრებიან. არსებული ინფორმაციით, უმრავლესობის გაფართოებული სხდომის დასრულების შემდეგ, მედიისთვის კომენტარი გაკეთდება. ცნობისთვის, “ქართული ოცნება“ 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, “საყოველთაო-სახალხო შეკრებას” გეგმავს.
ლადო მგალობლიშვილი – ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა საფრთხეშია – საქართველოსგან ითხოვენ ანჩურიის რესპუბლიკის შექმნას და ქართველების გადაკეთებას ანჩურიელებად

დღეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა საფრთხეშია. საქართველოსგან ანჩურიის რესპუბლიკის შექმნას ითხოვენ და ქართველების ანჩურიელებად გადაკეთებას, – ასე ეხმაურება აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ლადო მგალობლიშვილი 29 აპრილს თბილისში დაგეგმილ აქციას. მისივე შეფასებით, უცხო ძალები, ქართველი ხალხის მიერ არჩეულ საქართველოს პარლამენტს კანონის მიღებას უკრძალავენ. „ამერიკელმა მწერალმა ო. ჰენრიმ დიდებული ნაწარმოები „კომბოსტო და მეფეები”დაწერა, სადაც ფიგურირებს გამოგონილი […]
დავით კაჭარავა 29 აპრილის აქციაზე: ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ დაინახოს, როგორი მხარდაჭერა აქვს ჩვენს გუნდს

ეს მკაფიო მესიჯი იქნება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ – ხალხი სწორედ იმის გარშემო უნდა გადაერთდეს, რამაც დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა დავით კაჭარავამ მედიასთან საუბარში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა 29 აპრილს დაანონსებულ აქციას. მისი თქმით, საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ქვეყანას ევროპული კურსი აქვს აღებული. როგორც კაჭარავამ აღნიშნა, ის, […]
ეს ევროპა კი არ არის, ეს დაცილებულია ევროპულ ქრისტიანულ ღირებულებებს – მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი

ეს ევროპა კი არ არის, ეს დაცილებულია ევროპულ ქრისტიანულ ღირებულებებს – მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში რთული პროცესები მიმდინარეობს. მან ყურადღება გაამახვილა ევროპარლამენტის რეზოლუციაში არსებულ იმ ჩანაწერზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონმდებლობის გაუქმებისკენ მოუწოდებს. ეპისკოპოსის თქმით, ქართული საზოგადოება […]
ნაცგობლინები ვითომ ამუნათებენ დათო ევგენიძეს მართალი სიტყვისთვის, რადგან სექტის მონებში პატრიოტიზმი ნულს ქვემოთაა

ნაცგობლინები ვითომ ამუნათებენ დათო ევგენიძეს მართალი სიტყვისთვის, რადგან სექტის მონებში პატრიოტიზმი ნულს ქვემოთაა ნაცგობლინები ვითომ ამუნათებენ ჩვენს ერთ-ერთ დამსახურებულ თანამემამულეს, დათო ევგენიძეს მართალი სიტყვისთვის, რადგან სექტის მონებში პატრიოტიზმი ნულს ქვემოთაა – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. მისი თქმით, შეუცვლელი მოცემულობაა, რომ დათო ევგენიძეს და საქართველოს სხვა მრავალ ღირსეულ შვილს არ აინტერესებთ უზნეო, სახედაკარგული ნაცქაჯების […]
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით დასავლეთ საქართველოს მიმართულებით დამატებითი რეისები დაინიშნა
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა ბათუმისა და ფოთის მიმართულებით დამატებით რეისების ნიშნავს. საქართველოს რკინიგზა დამატებული რეისების მოძრაობის განრიგს აქვეყნებს. „ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებგვერდის საშუალებით – ticket.railway.ge; სწრაფი გადახდის აპარატებით; საქართველოს რკინიგზის სალაროებში; საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, – აღნიშნულია რკინიგზის ინფორმაციაში.
გაუ-მ ტყიბულში მეორე მატჩიც მოიგო და ორბთან სერია მე-5 გადამწყვეტ მატჩამდე მიიყვანა

სუპერლიგის ორი მეოთხედფინალური სერია მე-5 მატჩამდე მივიდა. თსუ-სა და კავკასიის წყვილში გადამწყვეტი შეხვედრაა დანიშნული და იგივე ამბავია გაუ-სა და ორბის წყვილში. დღეს, ტყიბულში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის გუნდმა გაუ-მ დაძაბულ ბრძოლაში ორბი 73:69 (სტატისტიკა) დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა – 2:2. სერიის საწყისი 2 მატჩი თბილისი არენაზე გაიმართა, სადაც ორჯერვე ორბმა იმარჯვა და ორმაგ მოედნის უპირატესობას დაეუფლა. […]
მფრინავმა მანქანამ ბორტზე მგზავრით პირველი ფრენა შეასრულა

ჰიბრიდულმა მანქანა-თვითმფრინავმა AirCar-მა, რომელიც სლოვაკეთში შეიქმნა, მგზავრთან ერთად პირველი ფრენა შეასრულა. Auto Evolution პორტალის მიხედვით, მანქანა ელექტრონული მუსიკის პიონერმა ჟან-მიშელ ჟარმა გამოცადა. ჰიბრიდულმა სპორტულმა მანქანამ და თვითმფრინავმა საჰაერო ვარგისობის სერტიფიკატი ჯერ კიდევ 2022 წელს მიიღეს. საწვავი საკმარისია 1000 კმ ფრენისთვის, ხოლო დაშვების შემდეგ ფრთები სხეულში იკეცება და შეგიძლიათ ის გზის გასწვრივ მართოთ. AirCar-ს შეუძლია გადაიყვანოს […]
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო

პოლიციამ თბილისში, სამეგრელო – ზემო სვანეთში, იმერეთსა და გურიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო. ღონისძიების შედეგად დაკავებულია 6 პირი, 1 კი მხილებულია. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად წარსულში ნასამართლევი 1984 წელს დაბადებული გ.ნ. დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის […]
“ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის გაფართოებული სხდომა გაიმართება

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის გაფართოებული სხდომა გაიმართება. პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომა 15:00 საათზე არის ჩანიშნული. “ქართული ოცნების” ინფორმაციით, ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის გაფართოებული სხდომა საყოველთაო სახალხო შეკრების საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით ჩატარდება.