უკვე მესამე მცდელობაა რევოლუციის, ქართველებმა ჭკუა ვისწავლეთ, ვერავინ მოესწრება მაგას – მეუფე იაკობი

ჩვენ ძლიერი ერი ვართ და მინდა, ყველამ იცოდეს, ჩვენი ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ვერავინ დაგვაჩოქებს, ჩვენ ერთადერთი უფალს ვადიდებთ და უფალს დავუჩოქებთ, მე ყველა იმ ქართველს დავლოცავ, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი დიდი წინაპრის დანატოვარი სამი სიტყვა – მამული, ენა, სარწმუნოება, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა. მეუფე იაკობის თქმით, ქვეყანაში უკვე მესამედ არის რევოლუციის […]

სიკორსკი: ნუ ვარაუდობთ, რომ ტრამპი რუსეთის მხარეს დაიკავებს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ ინტერვიუში უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატისა და ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ხედვებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ტრამპის პოზიცია “არც ისე შავ-თეთრია, როგორც ხალხი მიიჩნევს”. აშშ-ში 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდის ფონზე დისკუსია მიმდინარეობს იმაზე, თუ როგორ წარმართავს დონალდ ტრამპი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში უკრაინის მიმართ აშშ-ს საგარეო […]

ირანმა ახალი “კამიკაძე” დრონი წარადგინა

ირანის სამხედროებმა 28 აპრილს წარადგინეს ახალი მოიერიშე დრონი, რომელსაც შეუძლია მიზანს მოხვდეს და აფეთქდეს. ეს არის მსგავსი დრონი, როგორსაც რუსეთი იყენებს უკრაინაში. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო თასიმის თანახმად, ირანის ახალი დრონი, რომელმაც ჯერ სახელწოდება არ აქვს, ემსგავსება რუსეთის წარმოებულ Zala Lancet-ის ტიპის დრონს, რომელიც 2020 წელს გამოუშვეს. თასიმი თავის ცნობას ურთავს ვიდეოჩანაწერს ახალი დრონის შესახებ. ბოლო […]

ტიტე აროშიძე – აბსურდია, თითქოს ხელისუფლება ვინმეს აიძულებს 29 აპრილის საყოველთაო სახალხო შეკრებაში მონაწილეობას, მხარდამჭერთა ჯგუფები თავად გვიკავშირდებიან

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან”, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ტიტე აროშიძე, 29 აპრილს, პარლამენტის წინ დაგეგმილ საყოველთაო სახალხო შეკრებას ეხმაურება და აცხადებს, რომ აბსურდია, თითქოს ხელისუფლება ვინმეს აიძულებს აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება. ტიტე აროშიძის განცხადებით, მხარდამჭერთა ჯგუფები თავად უკავშირდებიან და საორგანიზაციო საკითხებში დახმარებას სთხოვენ. „ეს არის აბსურდი, ილუზიებში ცხოვრება, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰგონია, თუკი, დიდი […]

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით ხვალ განიხილავს

29 აპრილს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომლის დღის წესრიგში ასახულია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით – მუხლობრივად განხილვა. კომიტეტის სხდომა 09:00 საათისთვის არის ჩანიშნული. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით 17 აპრილს – 83 ხმით მიიღო. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ უკვე მეორედ ინიცირებული კანონპროექტი “გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური ძალის […]

ჯო ბაიდენი – დიახ, ასაკი პრობლემაა: მე ვარ ზრდასრული მამაკაცი, რომელიც 6 წლის ბიჭის წინააღმდეგ იყრის კენჭს

რა თქმა უნდა, 2024 წლის არჩევნები გაჩაღებულია და, დიახ, ასაკი პრობლემაა: მე ვარ ზრდასრული მამაკაცი, რომელიც 6 წლის ბიჭის წინააღმდეგ იყრის კენჭს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „რესპუბლიკელ“ მეტოქოზე, დონალდ ტრამპზე საუბრისას განაცხადა, რომელსაც „მძინარე დონი“ უწოდა. ”ასაკი ერთადერთი რამ არის რაც საერთო გვაქვს. ჩემი ვიცე-პრეზიდენტი, ფაქტობრივად, მიდასტურებს ამას“, – აღნიშნა ბაიდენმა. ამასთან, […]

“ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის გაფართოებული სხდომა გაიმართება

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის გაფართოებული სხდომა გაიმართება. პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომა 15:00 საათზე არის ჩანიშნული. “ქართული ოცნების” ინფორმაციით, ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის გაფართოებული სხდომა საყოველთაო სახალხო შეკრების საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით ჩატარდება.

ჯო ბაიდენი – დიახ, ასაკი პრობლემაა: მე ვარ ზრდასრული მამაკაცი, რომელიც 6 წლის ბიჭის წინააღმდეგ იყრის კენჭს

რა თქმა უნდა, 2024 წლის არჩევნები გაჩაღებულია და, დიახ, ასაკი პრობლემაა: მე ვარ ზრდასრული მამაკაცი, რომელიც 6 წლის ბიჭის წინააღმდეგ იყრის კენჭს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „რესპუბლიკელ“ მეტოქოზე, დონალდ ტრამპზე საუბრისას განაცხადა, რომელსაც „მძინარე დონი“ უწოდა. ”ასაკი ერთადერთი რამ არის რაც საერთო გვაქვს. ჩემი ვიცე-პრეზიდენტი, ფაქტობრივად, მიდასტურებს ამას“, – აღნიშნა ბაიდენმა. ამასთან, […]

ამერიკელები დედის დღის საჩუქრებზე წელს $33,5 მლრდ-ს დახარჯავენ

აშშ-ის საცალო ვაჭრობის ეროვნული ფედერაციის (NRF) ყოველწლიური გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების დანახარჯები დედის დღისთვის (11 მაისი) საჩუქრებზე წელს დაახლოებით $33,5 მილიარდი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი 2023 წელს დაფიქსირებულ $35,7 მლრდ-ის რეკორდზე დაბალია, ის მაინც მეორე ადგილზე იქნება ამ მაჩვენებელში. დღესასწაულს ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 84% აღნიშნავს. ამერიკელები საშუალოდ $254-ის დახარჯვას გეგმავენ საჩუქრებზე და თავად დღესასწაულზე, […]

პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 6 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 6, მხილებულია 1 პირი. “შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, სამეგრელო – ზემო სვანეთის, იმერეთისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი […]