მაკრონი მზადაა, ევროპის ბირთვულ თავდაცვაზე მსჯელობა დაიწყოს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რეგიონულ პრესასთან EBRA ინტერვიუში განაცხადა, რომ მზადაა, ევროპული თავდაცვის სტრატეგიის შესახებ დებატები დაიწყოს, რომელიც აუცილებლად უნდა მოიცავდეს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვას, შორი მოქმედების რადიუსის შესაძლებლობებსა და ბირთვულ იარაღს მათთვის, ვინც ამგვარ იარაღს ფლობს ან მათ ტერიტორიაზე ამერიკული ბირთვული შეიარაღებაა განლაგებული. “მოდით, ყველაფერი მაგიდაზე დავდოთ და ვნახოთ, სანდო გზით ჩვენ რეალურად რა გვიცავს”. – […]
მაჰმუდ აბასი – ისრაელი რაფაჰზე თავდასხმას მომდევნო დღეებში განახორციელებს – ამერიკა ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია ხელი შეუშალოს ამ დანაშაულის ჩადენაში

პალესტინის პრეზიდენტი, მაჰმუდ აბასი აცხადებს, რომ ისრაელის მხრიდან ღაზის სექტორის ქალაქ რაფაჰზე თავდასხმას მომდევნო დღეებში ელოდება და რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია, ეს თავდასხმა შეაჩეროს. „მოვუწოდებთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, სთხოვოს ისრაელს, არ განახორციელოს რაფაჰში შეტევა. ამერიკა ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია ისრაელს ხელი შეუშალოს ამ დანაშაულის ჩადენაში. ეს არის ის, რაც უახლოს დღეებში მოხდება ისრაელის მხრიდან რაფაჰზე […]
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალში გავიდა

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ევროპის ჩემპიონატის ბოლო დღეს, გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ფინალში იასპარეზებს. ჩვენი გუნდი შეჯიბრში მეოთხედფინალიდან ჩაერთო და იტალიის ნაკრები 4:3 დაამარცხეს, გამარჯვებები ბექაურმა (ორჯერ), თუშიშვილმა და შავდათუაშვილმა მოიპოვეს. ქართველმა ძიუდოისტებმა ნახევარფინალში მასპინძელი ხორვატიის ნაკრები მარტივად 4:1 დაამარცხა. გამარჯვებები კი ბექაურმა, თუშიშვილმა, შავდათუაშვილმა და ლიპარტელიანმა მოიპოვეს. ფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე საფრანგეთი იქნება. შეგახსენებთ, […]
“უარს ვამბობთ უცხოური გავლენის რეესტრში რეგისტრაციაზე!” – სოციალურ მუშაკთა გაერთიანება

სოციალურ მუშაკთა გაერთიანება რუსულ კანონს გმობს და უარს ამბობს უცხოური გავლენის რეესტრში რეგისტრაციაზე. “ჩვენი პროფესია, სოციალური მუშაობა, დასავლეთის წიაღში წარმოიშვა და ის დღემდე მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე ჰუმანურ, ეთიკურ ადამიანის დამხმარე პროფესიად. საქართველოში სწორედ დასავლელი დონორების მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი ამ პროფესიის დაფუძნება, განვითარება და საკანონმდებლო რეგულაცია. ჩვენ ყოველდღიურად ვიბრძვით გასაჭირში მყოფი ჩვენი მოქალაქეების დასახმარებლად, ვშრომოთ ბავშვების, […]
ლენტეხში დარიშხანის შემცველი ნარჩენების უსაფრთხო მართვის მიზნით ტენდერი გამოცხადდა

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტომ დარიშხანის შემცველი ნარჩენების უსაფრთხო მართვის მიზნით სარკოფაგის მშენებლობის პირველი ეტაპისთვის ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, მშენებლობის სამუშაოები ორ ეტაპადაა დაგეგმილი; პირველ ეტაპზე მდინარე ყორულდაშის მონოლითური რკინაბეტონის ნაპირსამაგრი ჯებირი აშენდება, ხოლო მეორე ეტაპზე, დაბინძურებული საიტების გაწმენდისა და სარკოფაგის მშენებლობის სამუშაოები განხორციელდება. […]
სტუდენტური ჯგუფების წარმომადგენლები ამბობენ, რომ „ოცნების“ აქციასთან არ გადაიკვეთებიან

„აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგ დემონსტრანტი, ლადო მაჭავარიანი „ახალგაზრდული ჯგუფებისა და სტუდენტური მოძრაობებისა სახელით“ აცხადებს, რომ 29 აპრილს მათი საპროტესტო დემონსტრაციები არ დაემთხვევა იმ ადგილს, სადაც „ქართული ოცნება“ გეგმავს შეკრებას. „მინდა გავაკეთო განცხადება ახალგაზრდული ჯგუფების, სტუდენტური მოძრაობების და იმ ადამიანების სახელით, ვინც ჩართულები ვართ რუსული კანონის წინააღმდეგ. ბოლო დღეები გვეკითხებიან, თუ რას ვაპირებთ კონტრაქციის საპასუხოდ“, – განაცხადა […]
აშშ და ისრაელი ცდილობენ ჰააგის სასამართლოს მიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერის გაცემა შეაჩერონ – მედია

შეერთებული შტატები და ისრაელი ცდილობენ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და სხვა ოფიციალური პირების დაპატიმრების ორდერის გაცემა აღკვეთონ, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საინფორმაციო ვებგვერდ Walla-ზე ანალიტიკოსი ბენ კასპიტი წერს, რომ ნეთანიაჰუ “უჩვეულო სტრესის ქვეშაა” ჰააგის სასამართლოს მიერ მისი და სხვა ისრაელელი ოფიციალური პირების წინააღმდეგ დაპატიმრების ორდერის გაცემის […]
ისრაელის თავდაცვის ძალები – ღაზაში „ჰამასის“ ათობით ობიექტი გავანადგურეთ

ისრაელის მოიერიშე თვითმფრინავებმა და დრონებმა, გასული დღის განმავლობაში, ღაზაში „ჰამასის“ კუთვნილ ათობით ობიექტს დაარტყეს, – ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. თავდაცვის ძალების ცნობით, სამიზნეები მოიცავდა ინფრასტრუქტურას, რაკეტების გამშვებ პოზიციებს, „ჰამასის“ შეიარაღებულ წევრებსა და სადამკვირვებლო პუნქტებს. ამასთან, ისრაელის საზღვაო ძალებმა ღაზას ცენტრალური სანაპიროს გასწვრივ დარტყმები განახორციელეს. ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ იფთაჰის სარეზერვო ბრიგადამ მათ სამოქმედო არეალში […]
კი ევროპას, არა რუსულ კანონს! – დღეს 19:00 სთ-ზე რესპუბლიკის მოედანზე აქცია გაიმართება

დღეს, 28 აპრილს 19:00 საათზე თბილისში რესპუბლიკის მოედანზე აქცია – „კი ევროპას, არა რუსულ კანონს!“ – გაიმართება. აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ რუსულ კანონს, რომლის მიღებასაც მმართველი პარტია მომდევნო კვირაში მეორე მოსმენით გეგმავს. საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები მოუწოდებენ, მოქალაქეებს, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ აქციას შეუერთდნენ როგორც დღეს, ასევე მისი მეორე პლენარული განხილვისას. „სიტყვის გატეხითა […]
ავსტრალია უკრაინას 100 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

ავსტრალია უკრაინას 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოყოფს, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა ლვოვში, ავსტრალიის თავდაცვის მინისტრ რიჩარდ მარლსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ავსტრალია უკრაინისთვის 100 მილიონი დოლარის ახალ დახმარებას ამზადებს. ამ თანხის ნახევარი გადასატანი საზენიტო-სარაკეტო სისტემის დიდი პარტიისთვის გამოიყოფა, 30 მილიონ დოლარზე მეტია დრონებისთვის, „დრონების კოალიციის“ ფარგლებში, დანარჩენი კი სხვა სამხედრო […]