ავსტრალია უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 100 მილიონ დოლარს გამოყოფს
ავსტრალია უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 100 მილიონ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა, რიჩარდ მარლსმა ლვივში, უკრაინის პრემიერმინისტრ დენის შმიჰალთან გამართული ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა. “ავსტრალია უკრაინისთვის 100 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს… 30 მილიონ დოლარზე მეტი დრონებისთვის გამოიყოფა, დანარჩენი კი სხვა სამხედრო საჭიროებებისთვის”, – აცხადებს მარლსი. ამასთან, ავსტრალიის თავდაცვის მინისტრი აღნიშნავს, რომ […]
“გავუყენოთ რუსული კანონი რუსული საკრუიზო გემის გზას” – 29 აპრილს ბათუმში აქცია გაიმართება

“კი ევროპას, არა რუსულ კანონს!” – ამ სახელწოდებით ბათუმში, ევროპის მოედანზე, 29 აპრილს, 19:00 საათზე, რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია გაიმართება. “ამ დღეებში ჩვენი ნამდვილი საქართველო გამოჩნდა – გაბედული, პრინციპული, მშვიდობიანი, გონიერი, ენერგიული, განათლებული და ორგანიზებული. ვაჩვენეთ, რომ არ გვეზარება, არ ვიღლებით და არ გვეშინია ამ ბრძოლაში ყოფნის, იმიტომ, რომ ეს არის ბოლო პერიოდის ჩვენი ყველაზე […]
ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი დაასახელა

ქართული ძიუდოს მორიგი აღიარება – ევროპის კავშირმა 2023 წლის საუკეთესოები დაასახელა და გამარჯვებულ ნომინანტებს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე შესაბამისი პრიზები გადასცა. წლის საუკეთესო მამაკაცი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი გახდა წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაცი ძიუდოისტი – შალვა გურეშიძე წლის საუკეთესო გუნდი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები შეგახსენებთ, რომ ტატო გრიგალაშვილი გასულ წელს მსოფლიოს ჩემპიონი […]
ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგია ჩატარდა

ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგია ჩატარდა, რომელსაც გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, მოადგილესთან ზაზა შოშიტაიშვილთან ერთად დაესწრო. ღვთისმსახურება შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.
ემანუელ მაკრონის განცხადებით, მზადაა, საერთო ევროპულ თავდაცვაში ბირთვული იარაღის როლის შესახებ დებატები გახსნას

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ მზად არის დაიწყოს დებატები საერთო ევროპულ თავდაცვაში ბირთვული იარაღის როლის შესახებ. მზად ვარ გავხსნა ეს დებატები, რომელიც უნდა მოიცავდეს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვას, შორ მანძილზე მოქმედების შესაძლებლობებს და ბირთვულ იარაღს მათთვის, ვისაც აქვს ის, ან ამერიკული ბირთვული შეიარაღების მასპინძელია – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. მისი თქმით, საფრანგეთი მზადაა, […]
20-25 ათასი ახალგაზრდა რომ გამოდის და გეუბნება, გაიწვიე ეს კანონი, გაიწვიე – თარხან-მოურავი

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, დავით თარხან მოურავის განცხადებით, არ არსებობს საჭიროება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი მიიღოს. მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების შესახებ მთავრობას ინფორმაცია ახლაც აქვს და რუსული კანონის მიღება მხოლოდ „ქართული ოცნების“ ინტერესებზეა მორგებული. ამის შესახებ მან „ობიექტივის“ ეთერში ისაუბრა. „ეს სრულიად სხვა კანონია, რომელიც უფრო „ქართულ ოცნებაზე“ მორგებულია. მისი არსი საერთოდ გაუგებარია, მაგრამ […]
„მოსკოვი ეძებს გზებს რუსული LNG-ის მიმართ ევროკავშირის შესაძლო სანქციების დასაძლევად“- პესკოვი

,,რუსეთის ენერგეტიკული ბაზრებიდან განდევნის მცდელობა გრძელდება, მაგრამ მოსკოვი ეძებს გზებს ამ უკანონო ქმედებების დასაძლევად“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა. მისი თქმით, ევროპის მხრიდან უფრო ძვირიან ბაზრებზე გადასვლა პირველ რიგში მომგებიანია შეერთებული შტატებისა და რიგი სხვა ქვეყნებისთვის, ევროპის სამრეწველო სექტორებისთვის კი ეს ნიშნავს უფრო ძვირ გაზს. კერძოდ, პესკოვს სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა ცნობებზე იმის შესახებ, […]
რუსეთის არმიამ დაბომბა უკრაინა, ნიკოლაევში სასტუმრო დაინგრა

გასული 24 საათის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინის სამხედრო პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე განახორციელეს 32 სარაკეტო და 64 საჰაერო დარტყმა, ასევე მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების 60 გასროლა განახორციელებს . ამის შესახებ უკრაინის არმიის გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია ნათქვამი. არის მსხვერპლი მშვიდობიან მოქალაქეებს შორის. განადგურდა და დაზიანდა კერძო და მრავალბინიანი საცხოვრებელი შენობები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ნათქვამია ანგარიშში. […]
მეუფე იაკობი – ქვეყანაში უკვე მესამე რევოლუციის მცდელობაა, მაგრამ მაგას ვერავინ მოესწრება, ქართველებმა უკვე ჭკუა ვისწავლეთ

რეალურად, რას ემსახურება ევროპარლამენტის რეზოლუცია? ფაქტობრივად, რუსეთს გადაგვცეს და კიდევ ერთხელ გაგვყიდეს, – ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. მისივე თქმით, „ქვეყანაში უკვე მესამე რევოლუციის მცდელობაა, მაგრამ მაგას ვერავინ მოესწრება.“ „მინდა ევროპარლამენტზეც ვთქვა – ქვეყანაში უკვე მესამე რევოლუციის მცდელობაა, მაგრამ მაგას ვერავინ მოესწრება. ჩვენ, ქართველებმა უკვე ჭკუა ვისწავლეთ და ასეთ რამეს არავის არ […]
American Airline-ს ტექნიკური ხარვეზის გამო 101 წლის ქალი რეგულარულად ბავშვში ეშლება

ტექნიკური ხარვეზის გამო ავიაკომპანია American Airline-ით მგზავრობისას 101 წლის ქალი, პატრიცია, რეგულარულად ბავშვი ჰგონიათ. ამის შესახებ BBC-ის რეპორტიორი წერს, რომელიც ქალთან ერთად ჩიკაგოდან მიჩიგანში მგზავრობდა და ერთ-ერთ ასეთ შემთხვევას შეესწრო. “სასაცილოა, ეგონათ, რომ პატარა ბავშვი ვიყავი და მე კი მოხუცი ქალბატონი ვარ!”. – თქვა პატრიციამ. როგორც ჩანს, კომპანიის საბილეთო სისტემა დროის დაშორების გამო ქალის დაბადების […]