“კარლსრუემ” “ნიურნბერგს” სძლია – ზივზივაძემ ორივე გუნდიდან საუკეთესო შეფასება მიიღო

მეორე ბუნდესლიგის 31-ე ტურში „კარლსრუემ“ გასვლაზე „ნიურნბერგს“ 1:0 მოუგო. სტუმართა გუნდის თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე სასტარტოში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს. მან flashscore-სგან ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასება, 7.8 ქულა მიიღო. Sofascore-მ მისი თამაში 7.5 ქულით შეაფასა, Whoscored-მა კი 6.8-ით. „კარლსრუე“ 49 ქულით მეხუთე ადგილზეა, ტურნირის დასრულებამდე 3 ტურით ადრე ბუნდესლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფის ზონას 7 ქულა […]

„100 000-ზე მეტი“ – მდინარაძე ამბობს, რომ „ოცნების“ აქციაზე მონაწილეთა რაოდენობა „მოლოდინებს გადააჭარბებს“

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ორშაბათს, 29 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მმართველი პარტიის დაგეგმილი აქციის მონაწილეთა რაოდენობა „ჩვენს [„ქართული ოცნების“] მოლოდინსაც კი გადააჭარბებს“. თავდაპირველად მდინარაძეს რიცხვი არ დაუსახელებია, თუმცა მოგვიანებით, როდესაც აღწერდა, როგორ წარიმართება აქცია, ჟურნალისტებს განუცხადა: „სიტყვით გამოსვლები, დაახლოებით, საღამოს 8 საათიდან დაიწყება. შეკრებას ვიწყებთ 6-დან. იმიტომ, რომ წარმოგიდგენიათ, 100 […]

მამუკა მდინარაძე – ყველას, ვისთვისაც ძვირფასია მამული, ენა და სარწმუნოება, ეროვნული იდენტობა, ტრადიციები, ქვეყნის რეალური და ჭეშმარიტი ევროპული მომავალი, მოვუწოდებთ, შემოუერთდნენ ხვალინდელ შეკრებას

ჩვენს მოლოდინსაც კი გადააჭარბებს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ხვალ მიიღებენ მონაწილეობას [საყოველთაო სახალხო შეკრებაზე] – 100 ათას ადამიანზე მეტი რომ შეიკრიბება ნახევარ საათში, ამ ადამიანების ერთად შეკრება რთულია, ამიტომ, 18:00 საათიდან დაიწყება შეკრება. ასევე, ახალგაზრდული ორგანიზაციის მსვლელობა იქნება ფილარმონიიდან,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე 29 აპრილს დაანონსებულ საყოველთაო სახალხო შეკრებაზე საუბრისას განაცხადა. […]

ოპოზიციის ლიდერებმა დაინახეს, რომ უცხოური ფულით დაფინანსებულ მათ ენჯეოებს ავტორიტეტი არა აქვთ და კულისებიდან გამოვიდნენ, თუმცა – უშედეგოდ. ისინი ხვალინდელი მარცხისთვის ემზადებიან

ოპოზიციის ლიდერებმა დაინახეს, რომ უცხოური ფულით დაფინანსებულ მათ ენჯეოებს ავტორიტეტი არა აქვთ და კულისებიდან გამოვიდნენ, თუმცა – უშედეგოდ. ისინი ხვალინდელი მარცხისთვის ემზადებიან „უცხოეთის ხმამაღალი განცხადებებით გადიდგულებულმა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამ დღეებში საბედისწერო შეცდომა დაუშვეს – საკუთარი თავი ბოლომდე გააშიშვლეს და ქართველ ხალხს ახალი სახელმწიფოებრივი მოწყობის იდეა შემოგვთავაზეს სარწმუნოების გარეშე“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, […]

ვისაც გამჭვირვალობა არ უნდა, შევადარებ იუდას-იუდა ყოველთვის მალავდა რამდენი ჰქონდა შესაწირში, იმიტომ რომ იპარავდა

ვისაც გამჭვირვალობა არ უნდა, შევადარებ იუდას-იუდა ყოველთვის მალავდა რამდენი ჰქონდა შესაწირში, იმიტომ რომ იპარავდა “ვისაც გამჭვირვალობა არ უნდა, შევადარებ იუდას, ყოველთვის მალავდა რამდენი ჰქონდა შესაწირში”- ამის შესახებ ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მიტროპოლიტი საბა აცხადებს. “ვისაც გამჭვირვალობა არ უნდა, შევადარებ იუდას, ქრისტეს თორმეტი მოციქულიდან იუდა ისკარიოტელს ჰქონდა მიბარებული შესაწირი ყუთი, იუდა ყოველთვის მალავდა რამდენი ჰქონდა შესაწირში, […]

29 აპრილს საქართველოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ირჩევს სიკეთეს ბოროტების ნაცვლად, ირჩევს სარწმუნოებას ურწმუნოების ნაცვლად და ირჩევს სუვერენიტეტს მონობის ნაცვლად

29 აპრილს საქართველოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ირჩევს სიკეთეს ბოროტების ნაცვლად, ირჩევს სარწმუნოებას ურწმუნოების ნაცვლად და ირჩევს სუვერენიტეტს მონობის ნაცვლად „რადგან 29 აპრილს უკვე დაანონსებული გვაქვს აქცია, ბუნებრივად, სხვა აქცია რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე კანონიერად ვეღარ ჩატარდება.“ – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, 29 აპრილს საქართველოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა […]

2028 წლისთვის ყაზახეთი სოფლის მეურნეობის წარმოების მოცულობის გაორმაგებას გეგმავს

2024-2028 წლებში ყაზახეთი აგროინდუსტრიული კომპლექსის განვითარების ეროვნული პროექტი სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა. დოკუმენტს ეწოდა „ძლიერი აგროინდუსტრიული კომპლექსი“, იუწყება სააგენტო APK News. ეროვნული პროექტის მთავარი მიზანია 2024-2028 წლებში სოფლის მეურნეობის მთლიანი პროდუქციის მოცულობის გაორმაგება. პროექტი მოიცავს 2 ამოცანას: ნათესი ფართობების სტრუქტურის დაჩქარებული დივერსიფიკაცია და სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების დანერგვის სტიმულირება, ასევე პრიორიტეტული საინვესტიციო პროექტების განხორციელება აგროინდუსტრიულ კომპლექსში. ეროვნული […]

მიქაუტაძემ ზედიზედ მეოთხე მატჩში გაიტანა – “მეცი” “ლილთან” დამარცხდა [VIDEO]

ლიგა 1-ის 31-ე ტურში „მეცი“ საკუთარ მოედანზე „ლილთან“ 1:2 დამარცხდა. თამაში თავიდან თანაბარი იყო, მომენტები არ იქმნებოდა და როდესაც სტუმართა კარს ხიფათი საერთოდ არ ემუქრებოდა, საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ხელზე მცველს მოხვდა და მიქაუტაძემ პენალტით თავისი გუნდი დააწინაურა. მან ზედიზედ მეოთხე მატჩში გაიტანა გოლი. თუმცა ისმაილიმ მალე ანგარიში გაათანაბრა. შემდეგ გიორგი მეკარე შევალიესთან პირისპირ გავიდა, ბურთი […]

ახალგაზრდები: ოცნების კონტრაქციისას რუსთაველზე და მიმდებარედ არანაირი აქტივობა არ გვექნება

ახალგაზრდული ჯგუფებისა და სტუდენტური მოძრაობების განცხადებით, 29 აპრილს ქართული ოცნების კონტრაქციის პარალელურად, რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არანაირ აქტივობას არ ექნება ადგილი. ამის შესახებ გამართულ ბრიფინგზე აქტივისტმა, ვატო მაჭავარიანმა ისაუბრა. მისივე თქმით, აგრძელებენ მშვიდობიან და მტკიცე პროტესტს და არავის მისცემენ საშუალებას, რამე სახის პროვოცირება მოხდეს. “გვეკითხებიან, რას ვაპირებთ 29 აპრილს ქართული ოცნების კონტრაქციის საპასუხოდ, […]

მედია – რუსეთში დააკავეს ჟურნალისტები, რომლებიც Associated Press-თან და Reuters-თან თანამშრომლობდნენ

რუსეთში დააკავეს ჟურნალისტები სერგეი კარელინი და კონსტანტინე გაბოვი, რომლებიც Associated Press-თან და Reuters-თან თანამშრომლობდნენ. მათ ბრალი ედებათ გარდაცვლილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის კომპანიაში მუშაობაში. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ვიდეოჟურნალისტი კარელინი, რომელიც Associated Press-თან და Deutsche Welle-სთან თანამშრომლობს, მურმანსკის ოლქში კვირას დააკავეს. მას ბრალად ედება ანტიკორუფციულ ფონდში მუშაობაში. ამასთან, 27 აპრილს მოსკოვის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა […]