მეუფე შიო – უფლის მობრძანებით გამოხატული სიხარული იქნება მართებული მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენც განვიმოსავთ ცოდვისგან დასვრილ სულიერ შესამოსელს და შევიმოსავთ სიწმინდისა და სიმართლის შესამოსელს

როდესაც განვიმოსავთ ცოდვისგან დასვრილ სულიერ შესამოსელს და შევიმოსავთ სიწმინდისა და სიმართლის შესამოსელს, როდესაც უარს ვიტყვით ჩვენს ბოროტ ნებაზე, სრულად მივენდობით ქრისტეს ნებას, როდესაც უდრტვინველად ვზიდავთ ჩვენს ჯვარს და ჩვენზე მოწევნულ მწუხარებას მორჩილებით, სიყვარულითა და თავდადებით გადავიტანთ, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება მართებული, შესაფერისი და ღვთისთვის მოსაწონი ჩვენი სიხარული უფლის დახვედრისა,- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა […]

2024 წლის I კვარტალში ჩინეთის 41 ინდუსტრიიდან 28-ში მოგების ზრდა დაფიქსირდა

ჩინეთში მსხვილი სამრეწველო კომპანიების მთლიანი მოგება პირველ კვარტალში 4,3%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით – 1 ტრილიონ 505,5 მილიარდ იუანამდე, ნათქვამია სახელმწიფო სტატისტიკის ადმინისტრაციის (SSA) ანგარიშში. დიდი მრეწველობები მოიცავს საწარმოებს, რომელთა წლიური შემოსავალი აღემატება 20 მილიონ იუანს (2,82 მილიონი აშშ დოლარი). სახელმწიფო კომპანიების მოგება იანვარ-მარტში 2,6%-ით შემცირდა, კერძო კომპანიების – 5,8%-ით გაიზარდა. კომპიუტერების, კომუნიკაციებისა […]

მამუკა მდინარაძე – ყველას, ვისთვისაც ძვირფასია მამული, ენა და სარწმუნოება, ქვეყნის რეალური და ჭეშმარიტი ევროპული მომავალი, მოვუწოდებთ, შემოუერთდნენ ხვალინდელ შეკრებას – ჩვენს მოლოდინსაც კი გადააჭარბებს ადამიანების რაოდენობა

ჩვენ მოლოდინსაც კი გადააჭარბებს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ხვალ მიიღებენ მონაწილეობას [საყოველთაო სახალხო შეკრებაზე] – 100 ათას ადამიანზე მეტი რომ შეიკრიბება ნახევარ საათში, ამ ადამიანების ერთად შეკრება რთულია, ამიტომ, 18:00 საათიდან დაიწყება შეკრება. ასევე, ახალგაზრდული ორგანიზაციის მსვლელობა იქნება ფილარმონიიდან,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე 29 აპრილს დაანონსებულ საყოველთაო სახალხო შეკრებაზე საუბრისას განაცხადა. […]

მამუკა მდინარაძე – დიახ, საქართველო-ამერიკის ურთიერთობები უნდა გადაიხედოს – უნდა გაიხსნას უვიზო მიმოსვლა, გაფორმდეს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, უნდა გვქონდეს პირდაპირი ფრენები

დიახ, საქართველო-ამერიკის ურთიერთობები უნდა გადაიხედოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების სენატში გაჟღერებულ განცხადებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, თუ საქართველო არის ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი, მოქალაქეები თავისუფლად უნდა გადაადგილდებოდნენ აშშ-ში და ქვეყანას უნდა ჰქონდეს თავისუფალი ვაჭრობა და პირდაპირი ფრენები. „დიახ, საქართველო-ამერიკის ურთიერთობები უნდა გადაიხედოს. თქვენ რასაც […]

მამუკა მდინარაძე – თუ კი ვინმე იტყვის: „მე ძალით წამომიყვანეს“, წინასწარ გეუბნებით, ეს იქნება დადგმული პროვოკაცია „ნაცმოძრაობის“, მათი ტელევიზიების და მდიდარი „ენჯეოების“, რომლებიც ამაში შეიძლება ფულსაც იხდიან

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მხარდასაჭერ შეკრებას მხოლოდ ის ადამიანები უნდა დაესწრონ, ვისაც ამის სურვილი აქვს. მისივე თქმით, მმართველი პარტია უზრუნველყოფს იმას, რომ რეგიონებიდან ადამიანები დედაქალაქში ჩამოვიდნენ და აქციას დაესწრონ. მდინარაძის თქმით, „ქართული ოცნება“ სოციალურ ქსელში არეკლამებს თავის მოსაზრებებს, რათა საზოგადოების ინფორმირება მოახდინოს. „პირველი, იურიდიულ […]

მდინარაძე კონტრაქციაზე: ერთი ადამიანიც არ იქნება, რომ არ უნდოდა და უთხრეს, უნდა წამოხვიდეო

მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია პარტიულ დავალებაზე გელაპარაკოთ, დიახ, ჩვენ უზრუნველვყოფთ, მათ შორის, ფინანსურ მხარეს იმისას, რომ ორგანიზება იყოს და მგზავრობა უზრუნველვყოთ მთლიანად. მაგრამ თუკი ვინმე ამბობს, რომ ერთი ადამიანიც კი, არ ვაჭარბებ, თვითონ ვის როგორ დააპროვოცირებენ და რას დადგამენ, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ერთი ადამიანიც კი არ იქნება, ვისაც არ უნდოდა, გარანტირებულად გეუბნებით, და უთხრეს, რომ […]

ემანუელ მაკრონის განცხადებით, მზადაა, საერთო ევროპულ თავდაცვაში ბირთვული იარაღის როლის შესახებ დებატები გახსნას

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ მზად არის დაიწყოს დებატები საერთო ევროპულ თავდაცვაში ბირთვული იარაღის როლის შესახებ. მზად ვარ გავხსნა ეს დებატები, რომელიც უნდა მოიცავდეს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვას, შორ მანძილზე მოქმედების შესაძლებლობებს და ბირთვულ იარაღს მათთვის, ვისაც აქვს ის, ან ამერიკული ბირთვული შეიარაღების მასპინძელია – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. მისი თქმით, საფრანგეთი მზადაა, […]

“20-25 ათასი ახალგაზრდა რომ გამოდის და გეუბნება, გაიწვიე ეს კანონი, გაიწვიე” – დავით თარხან-მოურავი

“20-25 ათასი ახალგაზრდა რომ გამოდის და გეუბნება, გაიწვიე ეს კანონი, გაიწვიე” – ამის შესახებ პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა რუსულ კანონთან დაკავშრებით განაცხადა. “ამ კანონის მიზნობრიობა გაუგებარია, რადგან, რეალურად, დღევანდელი კანონმდებლობა სრულად იძლევა ორგანიზაციის გაკონტროლების საშალებას. თუ რაიმე გაკლია, თუ გინდა, რომ დეკლარაცია იყოს უფრო დეტალური, ამისთვის საკმარისია, რომ დეკლარაციის შესახებ კანონში ჩაწერო, რომ არასამთავრობო […]

იტალიის პრემიერმინისტრმა ევროპარლამენტის არჩევნებში კანდიდატურა წარადგინა

იტალიის პრემიერმინისტრმა ჯორჯია მელონიმ დღეს, 28 აპრილს, განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ივნისში ევროპარლამენტის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, რათა საკუთარ პარტიას “იტალიის ძმებს” არჩევნებში მეტი ამომრჩევლის მხარდაჭერა მოუპოვოს. თუმცა მან ასევე დაამატა, რომ გამარჯვების შემთხვევაში საპარლამენტო მანდატს არ დაიკავებს. “ჩვენ გვინდა ევროპაში გავაკეთოთ ის, რაც იტალიაში გავაკეთეთ… შევქმნათ უმრავლესობა, რომელიც მემარჯვენე-ცენტრისტებს გააერთიანებს და მემარცხენეებს ოპოზიციაში გაგზავნის”. – […]

მდინარაძე ოცნების კონტრაქციაზე: ჩვენს მოლოდინსაც კი გადააჭარბებს ადამიანების რაოდენობა

გაფართოებული სხდომა იყო, ხვალინდელი მოსამზადებელი სხდომა, პრაქტიკულად. იმიტომ, რომ ჩვენ სხვა საკითხებზე და რამე კანონებზე და დეტალებზე არ გვისაუბრია. ვემზადებით ხვალინდელი დღისთვის და როგორც თქვენთვის ცნობილია, ხვალ გვექნება საყოველთაო, სახალხო შეკრება, სადაც ჩვენს მოლოდინსაც კი გადააჭარბებს რაოდენობა იმ ადამიანებისა, რომლებიც ამაში მიიღებენ მონაწილეობას. დღევანდელი მონაცემები ასეთია.