გიორგი ვაშაძე – მთელმა ქვეყანამ იცის, რომ “ქართულ ოცნებას” 29 აპრილს ძალით მოჰყავს ხალხი, აშანტაჟებენ, რომ სამსახურიდან გაუშვებენ და ათას უბედურებას კადრულობენ – სიმართლე ეს არის, მარტო არიან დარჩენილი

ღიად ვიტყვი, რომ კომიტეტის დანიშვნა ხელით მართული აქციის პარალელურად, ასევე, პროვოკაციის მცდელობაა “ქართული ოცნების” მხრიდან და ვფიქრობ, რომ ეს კომიტეტის სხდომა უნდა გადადონ – ჩვენ პარლამენტის წევრები ვართ და აუცილებლად კომიტეტის სხდომაზე ვიქნებით, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ რესპუბლიკის მოედანზე განაცხადა, სადაც მოქალაქეები აქციაზე „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ იკრიბებიან. მისივე თქმით, […]
ალეკო ელისაშვილი – სამარცხვინო ამბავია, როდესაც ხელისუფლება კონტრაქციას აწყობს, ეს იმის დასტურია, რომ მისი ბოლო ჟამია – ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს

სამარცხვინო ამბავია, როდესაც ხელისუფლება კონტრაქციას აწყობს – ასეთი აქცია შევარცხვინე, – „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს პირველი რესპუბლიკის მოედანზე განუცხადა, სადაც ის მოქალაქეები იკრიბებიან, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან. როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლება ვეღარ ეყრდნობა ხალხს და ეს “ხელისუფლება უნდა წავიდეს”. “სამარცხვინო ამბავია, როდესაც ხელისუფლება კონტრაქციას აწყობს. ოპოზიცია რომ აქციებს მართავს, ეს ნორმალური […]
მუსულმანურმა ქვეყნებმა მსოფლიო საზოგადოებას ისრაელის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდეს

მუსულმანურმა ქვეყნებმა მსოფლიო საზოგადოებას ისრაელის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდეს არაბული ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, ასევე ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციისა და პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის წევრებმა კვირას მოუწოდეს მსოფლიო საზოგადოებას დაწესდეს სანქციები ისრაელის წინააღმდეგ ღაზაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. „მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ისრაელის წინააღმდეგ ეფექტური სანქციების დაწესების აუცილებლობას, მათ შორის იარაღის მიწოდების შეწყვეტას, საერთაშორისო სამართლისა […]
“ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას აქვს თავისი სამართლებრივი საფუძვლები. ზედმიწევნით პირნათლები ვართ ნებისმიერი მიმართულებით” – მამუკა მდინარაძე
“ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას აქვს თავისი სამართლებრივი საფუძვლები. ზედმიწევნით პირნათლები ვართ ნებისმიერი მიმართულებით. “არანაირი პოლიტიკური საფუძველი ამას არ შეიძლება ჰქონდეს. მით უმეტეს, სიგიჟეა, რომ კანონის მიღება ამის საფუძველი [გახდეს]. ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას აქვს თავისი სამართლებრივი საფუძვლები. ესენია: 1. არსებითად გაზრდილი რაოდენობა იმ მოქალაქეებისა, […]
საქართველოში ე.წ. უცხოეთის აგენტის კანონპროექტის ინიცირებას შავი ზღვის უსაფრთხოების სიმპოზიუმზეც შეეხმიანენ

ვაშინგტონში შეკრებილმა რეგიონის ექსპერტებმა, ისაუბრეს რა საქართველოს როლზე შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების უსაფრთხოებაში და ეკონომიკურ დაწინაურებაში, აღნიშნეს, რომ შემაშფოთებელია ქვეყანაში დემოკრატიის წინაშე არსებული გამოწვევები, მათ შორის – ე.წ. უცხოეთის აგენტის კანონპროექტის ინიცირება.
პირველი რესპუბლიკის მოედანზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები იკრიბებიან

პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოქალაქეები იკრიბებიან, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან. შეკრების შემდეგ, აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით სავარაუდოდ, მსვლელობას გამართავს. აქცია – „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ საზოგადოებრივი ორგანიზაციების ორგანიზებით დაიგეგმა, რომელსაც პოლიტიკოსების ნაწილიც შეუერთდა. ადგილზე შეკრებილებს მოტანილი აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები. ამასთან, ბანერები წარწერით: “კი ევროპას, არა რუსულ კანონს“.
მართებულია, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობა უნდა გადაიხედოს
მართებულია, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობა უნდა გადაიხედოს ანალიტიკოსი გია აბაშიძე “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მდინარაძე აღნიშნავს, რომ “ვეთანხმები სენატორებს – უნდა გადაიხედოს საქართველო – ამერიკის ურთიერთობები. უნდა გაიხსნას უვიზო მიმოსვლა, უნდა გაფორმდეს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, უნდა გვქონდეს პირდაპირი ფრენები. ამდენი ხანია სტრატეგიული პარტნიორები ვართ, ჩვენ ამას ვიმსახურებთ. ასეთია ჩვენი თხოვნაც […]
„ქვეყანაში განვითარებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ბოლო წლების ერთ-ერთ უმთავრეს მონაპოვარს – სტაბილურ და განჭვრეტად ბიზნეს გარემოს“ – BAG

„ქვეყანაში განვითარებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ბოლო წლების ერთ-ერთ უმთავრეს მონაპოვარს – სტაბილურ და განჭვრეტად ბიზნეს გარემოს“ – BAG საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, როგორც ყველაზე მსხვილი ბიზნეს გაერთიანება, წარადგენს და ადვოკატირებას უწევს წევრი კომპანიების ობიექტურ და სამართლიან ბიზნეს ინტერესებს. ასოციაციის უმთავრესი მიზანი ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და ეკონომიკური სტაბილურობის ხელშეწყობა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვის ზრუნვაა, რასაც შედეგად […]
ანა ნაცვლიშვილი – ქართველი ხალხი ქვეყნის ისტორიას წერს – სიმართლის დაცვა ყოველთვის რთული იყო, მაგრამ ეს არის ის გზა, რომელიც სიმართლეს გამარჯვებამდე მიიყვანს

აქციები, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში ტარდებოდა და გაგრძელდება, არის უმნიშვნელოვანესი აქტი, სადაც ქართველი ხალხი ამ ქვეყნის ისტორიას წერს, – ამის შესახებ პარტია “ლელოს” დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა რესპუბლიკის მოედანზე განაცხადა, სადაც მოქალაქეები აქციაზე „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ იკრიბებიან. მისი შეფასებით, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოსთვის “ბარიერად არის აღმართული“ “ქართული ოცნება”. “პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ქვეყანა რეალური […]
ხატია დეკანოიძე – ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მოვიდეს აქციაზე – “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონის მიღება მიზნად ისახავს რუსეთიზაციას

ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მოვიდეს აქციაზე. ამ კანონის მიღება მიზნად ისახავს რუსეთიზაციას, რაც ძალიან დიდი საფრთხეა, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ პირველი რესპუბლიკის მოედანზე განაცხადა, სადაც ის მოქალაქეები იკრიბებიან, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან. მისივე თქმით, ეს არის მორიგი მნიშვნელოვანი პროტესტი, რომელიც ეხება რუსულ კანონს. “თუ ხელისუფლება ამ კანონს მიიღებს, საკონსტიტუციო სივრციდან […]