იგორ ნარმანია – რუსული ოცნება“ კიდევ ვერ იაზრებს, რომ რეალური პროტესტი ქუჩაში არ გაჩერდება, ჩვენ არ შევეგუებით იმ რეალობას, რასაც ისინი გვთავაზობენ

„რუსული ოცნება“ კიდევ ვერ იაზრებს, რომ რეალური პროტესტი ქუჩაში არ გაჩერდება. ჩვენ არ შევეგუებით იმ რეალობას, რასაც ისინი გვთავაზობენ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანმა, იგორ ნარმანიამ დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ვერც ძალით ჩამოყვანილი ხალხით გააჩერებს პროტესტს და ვერც რკინის ბარიკადები. „ვხედავთ, რომ ყოველდღიურად იკრიბებიან ადამიანები. ისინი არ აპირებენ, რომ […]
BAG – ქვეყანაში განვითარებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ბოლო წლების ერთ-ერთ უმთავრეს მონაპოვარს – სტაბილურ და განჭვრეტად ბიზნეს გარემოს

უკანასკნელი დღეების განმავლობაში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციას მოგვმართავენ ჩვენი წევრი კომპანიის წარმომადგენლები უმთავრესი წუხილით, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტის განხილვის შედეგად განვითარებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ბოლო წლების ერთ-ერთ უმთავრეს მონაპოვარს – სტაბილურ და განჭვრეტად ბიზნეს გარემოს, რაც, ცხადია, ნეგატიურად იქნება ასახული ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და ეკონომიკური ზრდის ტემპებზე. ამის შესახებ ინფორმაციას […]
“ხვალ, რუსთაველზე ათჯერ და თხუთმეტჯერ მეტი ადამიანი გამოვა – საქართველო, ქართველი ხალხი გვიჭერს მხარს – მამუკა მდინარაძე

“ხვალ, რუსთაველზე ათჯერ და თხუთმეტჯერ მეტი ადამიანი გამოვა – საქართველო, ქართველი ხალხი გვიჭერს მხარს – მამუკა მდინარაძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ წარმოუდგენელია, რომ ევროპასთან ევროპულობის, გამჭვირვალობის, ქრისტიანული, ტრადიციული ღირებულებების დაცვის გამო შეგვექმნას პრობლემა და ამას საბოლოო ჯამში არც ევროპა დაუშვებს და მით უმეტეს არც ქართველი ხალხი. “იქნება [გამჭვირვალობის […]
ბათუმობის დღესასწაულის ფარგლებში საპატიო ბათუმელები და ბათუმის საპატიო მოქალაქეები გამოვლინდნენ

დღეს „ბათუმობა 2024” აღინიშნება. ბათუმობის საზეიმო ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, ადგილობრივი ხელისუფლების წევრები, ბათუმთან დამეგობრებული ქალაქების დელეგაციები ესწრებოდნენ. თორნიკე რიჟვაძემ ბათუმელებს და ბათუმის სტუმრებს დღესასწაული მიულოცა და საპატიო ბათუმელის დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ,,დღევანდელი დღე, ბათუმობის დღესასწაული თანაბრად უხარია დიდსა თუ პატარას, ბათუმელსა თუ ბათუმის სტუმარს. ყოველი გატარებული დღე […]
“რომასთან” მატჩში “ნაპოლის” სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

მოთელვის დროს ანგისა ცუდად გამოიყურებოდა. ჯერ თამაში არ დაწყებულა, და უკვე უჭირს სუნთქვა. ოსიმენი ისე დადის, გეგონება არც აინტერესებს, ნაპოლი მოიგებს თუ წააგებს.
მამუკა მდინარაძე – დადიანების სასახლე რომ გარემონტდა, აღდგა და ძალიან მოგვწონს ყველას, ერთმა ქართველმა კაცმა – ბიძინა ივანიშვილი ჰქვია ამ კაცს, დახარჯა 20 იმდენი და იმის მეოცედი დახარჯა USAID-მა

ამერიკის მოქალაქე რომ გადასახადს იხდის და საქართველოში იხარჯება ეს ფული, სად მიდის ზუსტად ხომ უნდა ვიცოდეთ?, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, ამერიკიდან შემოსული დაფინანსების მხოლოდ პოზიტიური მხარეა ცნობილი საზოგადოებისთვის, ხოლო ათეულობით მილიონი სად იხარჯება უცნობია. „ჩვენ ვიცით კარგი რაღაცები, მხოლოდ პოზიტიური მხარე ვიცით ამ ყველაფრის […]
„ლელოც“ აცხადებს, რომ ორშაბათს „ოცნების“ აქციასთან არ გადაიკვეთება

პოლიტიკური პარტია „ლელო“, სტუდენტური ჯგუფების კვალდაკვალ, აცხადებს, რომ 29 აპრილს პარტიის საპროტესტო დემონსტრაციები არ დაემთხვევა იმ ადგილს, სადაც „ქართული ოცნება“ გეგმავს შეკრებას. „29 აპრილს, მაშინ, როდესაც რუსთაველის გამზირზე „ქართული ოცნების“ დაანონსებული რუსული მარში შედგება … ჩვენ არ გვექნება არანაირი ტიპის აქტივობა პარლამენტთან ან მიმდებარე ტერიტორიაზე“, – განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ 28 აპრილს ჟურნალისტებთან […]
„ირანის წინააღმდეგ სანქციებს შედეგი არ ექნება“ – აიათოლა ალი ხამენეი

დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციები ვერ შეაჩერებს ირანის განვითარებას. ამის შესახებ ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა. „ირანის წინააღმდეგ სანქციებს არასდროს მოუტანია შედეგი, ისინი არც მომავალში მოიტანს შედეგს“, – აღნიშნა ხამენეიმ. მისი თქმით, სანქციები დე ფაქტო გზაა ქვეყნების წინააღმდეგ ომისთვის იარაღის გამოყენების გარეშე. ,,სანქციები არის ერთგვარი ომი სამხედროების მონაწილეობის გარეშე, ისინი შემოღებულია იმისთვის, რომ […]
მამუკა მდინარაძე – დიახ, ჩვენ ვუზრუნველვყოფთ რეგიონებიდან, მათ შორის ფინანსურ მხარეს, ორგანიზებას და მგზავრობას, მაგრამ თუ ვინმეს არ უნდა შეკრებაზე, კატეგორიულად ვამბობ, რომ არ უნდა იყოს

დიახ, ჩვენ ვუზრუნველვყოფთ რეგიონებიდან, მათ შორის ფინანსურ მხარეს, ორგანიზებას და მგზავრობას, მაგრამ თუ ვინმეს არ უნდა შეკრებაზე, კატეგორიულად ვამბობ, რომ არ უნდა იყოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, თუ კი ვინმე იტყვის, რომ 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ შეკრებაზე – „მე ძალით წამომიყვანეს“, ეს დადგმული პროვოკაცია იქნება „ნაციონალური […]
ირაკლი კუპრაძე – 29 აპრილს, როცა „ქართული ოცნების“ დაანონსებული „რუსული მარში“ შედგება, „ლელოს“ არანაირი ტიპის აქტივობა არ ექნება პარლამენტთან ან მიმდებარე ტერიტორიაზე

„ლელოს“ გენერალური მდივნის ირაკლი კუპრაძის განცხადებით, 29 აპრილს, პარლამენტთან ან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე „ლელოს“ არანაირი ტიპის აქტივობა არ ექნება. როგორც კუპრაძემ აღნიშნა, ისინი უერთდებიან ახალგაზრდების საპროტესტო ჯგუფს, რომლებმაც დღეს გააკეთეს განცხადება, რომ 29 აპრილს რუსთაველის გამზირზე ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე რაიმე ტიპის აქტივობას არ აპირებენ. ამასთან, ირაკლი კუპრაძემ მოქალაქეებს მოუწოდა, რომ აქტივობები მხოლოდ იზოლირებულად დაგეგმონ, […]