თბილისის ქუჩები, რომლებსაც 29 აპრილს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 29 აპრილს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების (ნაწილობრივ), საქნავთობის დასახლების (ნაწილობრივ), ჭირნახულის და არსენ მეკოკიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს. დიდუბის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის IV კვარტლის (ნაწილობრივ), აკაკი […]

“ფასები არ გაიზრდება” – რა გეგმები აქვს Riverside Racha-ს?

რაჭაში მდებარე ტურისტული ობიექტი RiverSide Racha წელს ინფრასტრუქტურის განახლებას აპირებს, რაც აუზის მოპირკეთებას და კოტეჯის რეაბილიტაციას გულისხმობს. როგორც BM.GE-სთან ინტერვიუში ობიექტის მენეჯერმა ქეთევან აბუთიძემ განაცხადა, ამ გეგმის შესასრულებლად დაახლოებით 20 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება. “ამასთან, მოთხოვნიდან გამომდინარე, დილის საუზმის დამატებასაც ვგეგმავთ”, – აღნიშნა მან. RiverSide Racha 5 კეთილმოწყობილ კოტეჯს აერთიანებს, თითოეულში 4-5 ადამიანის განთავსებაა […]

პარლამენტში სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივაზე პრეზიდენტის ვეტოს ხვალ განიხილავენ

პარლამენტში სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივაზე პრეზიდენტის ვეტოს ხვალ განიხილავენ პრეზიდენტის მიერ უკან დაბრუნებულ კანონპროექტსა და მოტივირებულ შენიშვნებზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 29 აპრილს იმსჯელებს. პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა პარლამენტში “გირჩის“ ავტორობით წარდგენილ და “ქართული ოცნების“ უმრავლესობის მხარდაჭერით მიღებულ კანონპროექტს, რომელიც საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებას ითვალისწინებს. “საარჩევნო კოდექსში“ შეტანილი ცვლილებებით, პარტიებს […]

,,ხელისუფლების მნიშვნელოვანი ძალისხმევის შედეგად, საქართველო, ისე როგორც არასდროს ჩვენი ისტორიის მანძილზე, დაუახლოვდა ევროპას” – სოსო ფხაკაძე

,,ხელისუფლების მნიშვნელოვანი ძალისხმევის შედეგად, საქართველო, ისე როგორც არასდროს ჩვენი ისტორიის მანძილზე, დაუახლოვდა ევროპას” – სოსო ფხაკაძე ბიზნესმენი სოსო ფხაკაძე სოციალურ ქსელში, მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებზე წერს და ღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში, ხელისუფლების მნიშვნელოვანი ძალისხმევის შედეგად, ,,საქართველო, ისე როგორც არასდროს ჩვენი ისტორიის მანძილზე, დაუახლოვდა ევროპას”. ამასთან, სოსო ფხაკაძე, ბიზნესსა თუ სხვა ტიპის საქმიანობაში გამჭვირვალობისა და ღიაობის მნიშვნელობაზე […]

შესაძლოა, საფრთხე შეექმნას სტაბილურ და განჭვრეტად ბიზნეს გარემოს – BAG

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG) რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში განვითარებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ბოლო წლების ერთ-ერთ უმთავრეს მონაპოვარს – სტაბილურ და განჭვრეტად ბიზნეს გარემოს. „საქართველოს ბიზნეს ასოციაციისათვის განსაკუთრებულ ღირებულებას წარმოადგენს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა. ამ პრინციპებით ვსარგებლობთ ჩვენ საკუთარი საქმიანობის წარმართვისას. ჩვენ არასოდეს ვცდებით ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს და ჩვენს ქმედებებში […]

კოლსი: გამჭვირვალობის მიღწევა “პუტინის სტილის კანონის” გარეშეც შეიძლება

რიჰარდს კოლსი 14 ევროპული პარლამენტის მიერ „ქართული ოცნებისთვის“ გაგზავნილი წერილის თანაავტორია, რომელიც მთავრობას ამ კანონის სამუდამოდ დავიწყებისკენ მოუწოდებს. კოლსი ამბობს, რომ კანონის მიზანი საწინააღმდეგო აზრის ჩახშობაა, რადგან გამჭვირვალობის მიღწევა „პუტინის სტილის კანონის“ გარეშეც შესაძლებელია.

პოლიტიკურ საკითხებზე მეტწილად დაყოფილ ამერიკაში, მარიხუანის საკითხი იშვიათი გამონაკლისია, რაზეც კონსენსუსი არსებობს

კვლევები აჩვენებს, რომ გამოკითხულ ამერიკელთა სულ მცირე 88 პროცენტი, მარიხუანის მოხმარების მინიმუმ ნაწილობრივ ლეგალიზაციას ემხრობა. მაგრამ, კანაფის დამცველები ამბობენ, რომ არცერთი წამყვანი საპრეზიდენტო კანდიდატი, საკითხის მიმართ დამოკიდებულებას არ ცვლის.

პაპუნა ჯანელიძე: ვაპროტესტებ ხელისუფლების არჩეულ გზას – ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციას

იმიტომ ვარ დღეს აქ, რომ გავაპროტესტო ის გზა, რომელიც არის დღეს არჩეული ხელისუფლების მიერ, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. არა მარტო განცხადებები, არამედ ქმედებათა მთლიანობა, რომელსაც ვხედავთ, ეს ყველაფერი აშორებს საქართველოს ჩვენი პარტნიორებისგან – როგორც ევროკავშირისგან, ასევე, აშშ–სგან, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი განვითარებისთვის, სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის, დემოკრატიული განვითარებისთვის, ეკონომიკური და სტაბილური განვითარებისთვის.

პირველი რესპუბლიკის მოედანზე აქცია – „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ მიმდინარეობს

პირველი რესპუბლიკის მოედანზე აქცია – „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ მიმდინარეობს. მოქალაქეები, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ. ამ წუთებში შეკრებილებს ორგანიზატორები სიტყვით მიმართავენ. არსებული ინფორმაციით, სიტყვით გამოვა 20-მდე გამომსვლელი, რის შემდეგაც მომიტინგეები მსვლელობით პარლამენტისკენ გაემართებიან. “ჩვენი ერთობა დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ხვალინდელ აქციას ხელისუფლებამ დაარქვა “მამული, ენა სარწმუნოება”. ჩვენ უნდა დავიცვათ გაყალბებისგან მამული, ენა, სარწმუნოება”, […]

არა რუსულ კანონს! – რესპუბლიკის მოედანი გადაიკეტა

რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები იკრიბებიან. მათ სულ ცოტა ხანში ბაიკერებისა და სკუტერების ჯგუფი საპროტესტო მსვლელობით შეუერთდება თბილისში დაანონსებული აქციის გამო “ქართულმა ოცნებამ” ცენტრალური ოფისი გააძლიერა. ნამდვილი ერთობის მმართველ პარტიას, როგორც ჩანს, ისე ეშინია, რომ როსტომ მეფის სასახლეში სპეცრაზმის აღჭურვილობა: ფარები, […]