მიშა მშვილდაძე დამემუქრა, რომ მალე დინგში მომხვდებოდა – პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი

პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი ტელეკომპანია „ფორმულას” ერთ-ერთი დამფუძნებლის და ტელეწამყვანის, მიშა მშვილდაძის მიერ მის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც პოეტი აღნიშნავს, 1 დეკემბერს ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა წერილი, სადაც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებზე საუბრობდა. მისივე თქმით, მიშა მშვილდაძე, დაემუქრა, რომ მალე დინგში მოხვდებოდა წერილის ავტორს და მისი შეურაცხმყოფელი კომენტარი მოიწონა დეკანოზმა, ილია ჭიღლაძემ. „მე […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივი საქმეების განყოფილების ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მზად არის, საუნივერსიტეტო სივრცეში დააფუძნოს ამერიკის კვლევების ინსტიტუტი, რომელიც იქნება ფლაგმანი ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის ისტორიის, კულტურის, სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიის შესწავლის, ასევე, ფართო საზოგადოებისთვის მისი გაცნობის მიმართულებით , – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საზოგადოებრივი საქმეების განყოფილების ხელმძღვანელ ალექსანდერ დენიელსთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას […]

დონალდ ტუსკი: უკრაინის თაობაზე სამშვიდობო მოლაპარაკებები შესაძლოა ამ ზამთარში დაიწყოს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, შესაძლოა, უკრაინის თაობაზე სამშვიდობო მოლაპარაკებები ზამთარში დაიწყოს. 2025 წლის 1 იანვრიდან პოლონეთი ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ხდება. „მათ შორის პასუხისმგებლები ვიქნებით იმისთვის, თუ როგორი იქნება პოლიტიკური ღონისძიებების კალენდარი, [პასუხისმგებელი ვიქნებით] სიტუაციისთვის მოლაპარაკებებზე, რომელიც შეიძლება მიმდინარე წლის ზამთარში დაიწყოს,“ თქვა ტუსკმა. ხუთშაბათს ვარშავაში ჩავა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და პოლონეთის ხელისუფლებასთან ითათბირებს […]

“დიახ, ისინი ემზადებიან ადამიანის მკვლელობისთვის!” – ირაკლი ლატარია

ეკონომისტი, ირაკლი ლატარია: ,,მსხვერპლშეწირვა”! ეს არის ის ბოლო ნაბიჯი, რომლისთვისაც ემზადებიან. მაცხოვრის გამოსახულებით დამწვარი კუბო – ეს არის ის დასასრული, რომელიც ადამიანის მოკვლით უნდა დაიწყოს! ჩვენ, კარგად ვიცით ვინ რისი გამკეთებელია და მაგიტომაც ვწერ ამ ყველაფერს იმპერატიული ნორმით და არა კითხვის ნიშნით… დიახ, ისინი ემზადებიან ადამიანის მკვლელობისთვის!!! .

VW პროფკავშირის ლიდერებთან მოლაპარაკებებს 16 დეკემბერს განაახლებს

Volkswagen-ის წარმომადგენლები პროფკავშირის, IG Metall-ის ლიდერებთან დიალოგს 16 დეკემბერს განაახლებს, წერს The Wall Street Journal. 9 დეკემბერს მოლაპარაკებების რაუნდი უშედეგოდ დასრულდა: ორივე მხარემ აღნიშნა, რომ დისკუსია იყო კონსტრუქციული, მაგრამ წინსვლისთვის საჭიროა შემდგომი მოლაპარაკებები. VW-ს სპიკერმა არნე მაისვინკელმა განაცხადა, რომ მიღწეული პროგრესის მიუხედავად, მხარეებს აქვთ „მნიშვნელოვანი აზრთა სხვადასხვაობა“ შესაძლო გადაწყვეტილებებზე. IG Metall-ის პროფკავშირი, რომელიც წარმოადგენს გერმანიაში […]

პარლამენტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა – დოკუმენტი 88 ხმით, ერთხმად მიიღეს

პარლამენტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა – მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 88-ხმით, ერთხმად მიიღეს. ბიუჯეტის პროექტი, თანდართულ მასალებთან ერთად, პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა წარადგინა. 2025 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია შემდეგი მაკროეკონომიკური პარამეტრების მიხედვით: რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 6,0%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,2%-ს შეადგენს. მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 3%-ია – […]

კლოდ კერნი და ედიტე ესტრელა – დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ საპოლიციო და გადამეტებული ძალის გამოყენებისთვის დაუსჯელობის განცდა არსებობს, რაც მიუღებელია – დაუსჯელობა უნდა დასრულდეს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საქართველოზე სამონიტორინგო მომხსენებლებმა, კლოდ კერნმა (საფრანგეთი, ALDE) და ედიტე ესტრელამ (პორტუგალია, SOC) ღრმა შეშფოთება გამოხატეს ოპოზიციისა და პროტესტის ლიდერების დაპატიმრებებსა და წინასწარ დაკავებებზე, ისევე როგორც პოლიციის მიერ მათ ოფისებზე განხორციელებულ რეიდებზე. განცხადების თანახმად, აღნიშნული ქმედებები განხორციელდა საეჭვო სამართლებრივ საფუძველზე და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საკამათო კოდექსის დებულებების საფუძველზე, რომელიც პოლიტიკური ბოროტად გამოყენებისგან […]

პარლამენტმა საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტი მიიღო

პარლამენტმა საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტი განიხილა. დადგენილების პროექტი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ წარადგინა. მისი თქმით, თავდაცვის ძალების რაოდენობა ყოველწლიურად განისაზღვრება და პარლამენტს წარედგინება სახელმწიფო ბიუჯეტის კანონთან ერთად დასამტკიცებლად. მისივე განცხადებით, 2024 წლის მსგავსად, 2025 წლისათვის თავდაცვის ძალების რაოდენობა არა უმეტესს 37 ათასი სამხედრო მოსამსახურით განისაზღვრება. დადგენილების პროექტს პარლამენტმა მხარი დაუჭირა.

შსს-სთან აქცია დასრულდა, მიტინგის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტს შეუერთდებიან

შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეები, საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე პროტესტს შეუერთდებიან. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი შსს-სთან პროტესტის მთავარი მიზანი უკანონოდ დაპატიმრებული აქციის მონაწილეების გათავისუფლება და ხელახალი არჩვების ჩატარებაა. მათ შსს-სთან ნაცემი მოქალაქეებისა და ჟურნალისტების ფოტოები ჰქონდათ მიტანილი. ადგილზე იმყოფებოდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები წევრები და მოქალაქეები.

ლუკაშენკას თქმით, ქვეყანაში ბირთვული ქობინები შეიტანეს

ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას თქმით, ქვეყანაში რამდენიმე ათეული ბირთვული ქობინი შეიტანეს. „მე ბირთვული ქობინები შემოვიტანე. ათეულობით. ბევრი ამბობს: „ეს ხუმრობაა, არავის არაფერი არ შემოუტანია“. შემოვიტანეთ. ის კი, რასაც ამბობენ, რომ ეს ხუმრობაა, ნიშნავს, რომ გამორჩათ. ვერც კი შენიშნეს, როგორ შემოვიტანეთ ისინი აქ“, თქვა ლუკაშენკამ სამშაბათს. მისი სიტყვები სააგენტო „ბელტას“ მოჰყავს. ეს განცხადება მან გააკეთა […]