შერმადინის “ტენერიფე” ჩემპიონთა ლიგის ფინალში “უნიკახასთან” დამარცხდა

გიორგი შერმადინი ძალიან ახლოს იყო ჩემპიონთა ლიგის მეორედ მოგებასთან. პირველად 2022 წელს გაიმარჯვა, მეორედ 2024 წლის 28 აპრილს ითამაშა ფინალი, . მისი “ტენერიფე” “უნიკახას” დაუპირისპირდა და ბოლო წამებზე 80:75 დამარცხდა. მალაგელებმა ისტორიაში პირველად მოიგეს ჩემპიონთა ლიგა. გიორგი შერმადინი თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო. მან 31 წუთში 16 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და თითო […]
სპეცრაზმმა თავისუფლების მოედანი დატოვა – ჭიჭინაძის ქუჩიდან გაიყვანეს წყლის ჭავალის მანქანაც

სპეცდანიშნულების რაზმმა თავისუფლების მოედანი დატოვა. ამ დროისთვის აღნიშნულ ტერიტორიაზე უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მოხსნილია. ჯერჯერობით თავისუფლების მოედანზე რჩებიან სხვა საპოლიციო ძალების წარმომადგენლები, თუმცა მათ ამ დროისთვის ადგილზე განლაგებულ ავტობუსებში გადაინაცვლეს. ამ დროისთვის სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები რჩებიან მხოლოდ უშუალოდ პარლამენტის ტერიტორიაზე, თუმცა ჭიჭინაძის ქუჩიდან გაიყვანეს წყლის ჭავლის მანქანა. პოლიციაა მობილიზებული სცენასთან, რომელიც “ქართული ოცნების” მიერ ხვალ დაანონსებულ […]
პარლამენტში 29 აპრილს მხოლოდ ტელემაუწყებლების აკრედიტებული ჟურნალისტები – არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან დაიშვებიან, საკანონმდებლო ორგანოში სხვა მედიასაშუალებები კანონპროექტის მეორე მოსმენაზეც ვერ შევლენ

საქართველოს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავს, მხოლოდ ტელემაუწყებლების აკრედიტებული ჟურნალისტები – არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან დაიშვებიან, ხოლო სხვა მედიასაშუალებები საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტის მეორე მოსმენაზეც ვერ შევლენ. საქართველოს პარლამენტი 29 აპრილს უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი […]
პეტრე ცისკარიშვილი – იმის მაგივრად, რომ სცენა ეთხოვებინათ სულ რაღაც 2-3 საათით, პირიქით, ხალხს დაუპირისპირდნენ ზუსტად ისევე, როგორც აპირებენ ხვალ მიტინგი მოუწყონ ქართულ საზოგადოებას

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ხელისუფლებას ნება უნდა მიეცა პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეებისთვის, რომ მათ 2-3 საათით ესარგებლათ სცენით, რომელიც ხვალ დაგეგმილი საერთო-სახალხო შეკრებისთვის არის განთავსებული. ცისკარიშვილმა საჯარო მოხელეებს მიმართა და მოუწოდა, ძალდატანებით ხვალინდელ შეკრებას არ შემოუერთდნენ. „არ იყო გახმოვანება, ვერ ჩატარდა საპროტესტო აქცია, არ იყვნენ გამომსვლელები. არ ხდებოდა არაფერი, ამან გამოიწვია […]
„იმედი“: ჭყლეტაში მოყოლილი ჩვენი ჟურნალისტი კლინიკაშია

პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, რომ ტელეკომპანიის ჟურნალისტი ლანა პოღოსოვა პარლამენტის შენობასთან ჭყლეტაში მოჰყვა და ამჟამად კლინიკაშია გადაყვანილი. ტელეკომპანია აცხადებს, რომ „იმედის“ ჟურნალისტის მიმართ აქციის მონაწილეები „აგრესიას იჩენდნენ“. „ჟურნალისტი უსაფრთხო ადგილზე სამართალდამცველებმა გადაიყვანეს, თუმცა აუცილებელი გახდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება და ის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი“, – წერს „იმედინიუსი“. დაწერეთ კომენტარი
,, არ შეარჩენენ დამცირებას ეგ ბიზნესმენები ქოცებს, ტენდერების ხათრითაც კი” – ნიკა გვარამია

ბიზნესმენები – ნოშიკო ნამორაძე, ხვიჩა მაქაცარია, სოსო და ლევან ფხაკაძეები, ილია წულაია, გიორგი კაპანაძე და სხვები ე.წ აგენტების კანონს მხარდაჭერას უცხადებენ და მიყოლებით, დაახლოებით ერთნაირი შინაარსის განცხადებებს ავრცელებენ. ამ ფაქტს ასე ეხმაურება ,,ახალის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია: ,,ქართველი ბიზნესმენები დებენ და დებენ რუსული კანონის მხარდამჭერ სტატუსებს. ძალიან გაუჭირდა ოცნებას და ყველა ნაცნობ-ნაკლებნაცნობ-უცნობს ერთგულების ფიცს საჯაროდ ადებინებს […]
,,ახლა მიდის ბრძოლა ფულისთვის” – რობერტ სტურუა აქციის მონაწილეებზე

მე მიმაჩნია, რომ უკვე ჩაიდინა დიდი შეცდომა ამ ოპოზიციამ. თუ არავინ უშლიდა ხელს მათ გამოსვლას, სტვენას, ყვირილს, პოლიციელებზე შეტევას, რატომ გვიშლიან უბრალო, ნორმალურ ადამიანებს? მინდა გავიხსენო ძველი ქართული გამონათქვამი – ქრისტიანი არა ხარ? ეს არ გულისხმობდა რელიგიას, ეს გულისხმობდა შემდეგს – ადამიანები არ ხართ? – ასე გამოეხმაურა რობერტ სტურუა პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციას. „იმედი LIVE“-ის […]
,, პატივისცემით თუ არ მიგიღეს ოჯახში, რა გინდა იმ ოჯახში?” – ნიკუშა შენგელაია

ჩვენ გადავაბიჯეთ უკვე იმ ზღვარს, რომ რევოლუციებით იცვლება ხელისუფლებები. ავედით დემოკრატიის იმ საფეხურზე, რომელსაც ჰქვია ცვლილება არჩევნებით, – ამის შესახებ მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციას ესმის, რომ რეიტინგების მიხედვით მათი ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთი შანსი რევოლუციური სცენარის გათამაშებაა. მან ასევე შეაფასა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით. „დააკარგვინე ერს იდენტობა, […]
ეკა მიშველაძე – პოლიციამ დამირეკა და მითხრა, რომ ალექსი პეტრიაშვილი დიღომში ჰყავთ გადაყვანილი – ველოდები ადვოკატების და სახალხო დამცველის წარმომადგენლის შესვლას, გავიგებთ როგორია მისი მდგომარეობა

ტელეწამყვანი ეკა მიშველაძე აცხადებს, რომ მისი მეუღლე ალექსი პეტრიაშვილი, რომელიც პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს, დიღომში დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. როგორც მიშველაძე აცხადებს, ელოდება მასთან სახალხო დამცველის წარმომადგენლისა და ადვოკატის შესვლას, რის შემდეგაც ექნება ინფორმაცია მისი მდგოამრეობის შესახებ. მისი შეფასებით, პეტრიაშვილის დაკავება იყო უკანონო. „უცნობი ნომრიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ უსაფრთხოდ არის, თქვეს განვარიდეთ ტერიტორიასო. მაშინვე […]
ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია განცხადებას ავრცელებს

ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია განცხადებას ავრცელებს. „გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ! მე, როგორც საქართველოში ერთერთი ყველაზე მსხვილი ბიზნეს ჯგუფის დამფუძნებელი, რომელსაც რვა ათასამდე ადამიანი ჰყავს დასაქმებული, ქვეყანაში სტაბილურად მზარდი ეკონომიკის შენარჩუნების მომხრე ვრჩები, რასაც ქვეყნის ხელისუფლებასთან მუდმივი და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაზე ორიენტირებული დიალოგის შედეგით მივაღწიეთ. როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის და ქართული […]