საია აქციაზე დაკავებულებს უფასოდ მოემსახურება – ცხელი ხაზი

საია განცხადებას ავრცელებს და აქციაზე დაკაცებულებს უფასო იურიდიულ მომსახურებას სთავაზობს: ,,მოქალაქეთა საყურადღებოდ: იმ შემთხვევაში თუ თქვენ დაგაკავეს აქციაზე, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები მზად არიან უფასოდ გაგიწიონ იურიდიული დამხარება. დარეკეთ ცხელ ხაზზე 577070563”
შსს-ს ცნობით, ალექსი პეტრიაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი დააკავეს. შსს-ს ცნობით, პეტრიაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
არ გასცდეთ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს – ომბუდსმენი აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს

საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების წინაპირობა, პარალელურად კი მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, „არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს“. ომბუდსმენი აცხადებს, რომ იგი თვალს ადევნებს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განვითარებულ მოვლენებს, სადაც, მისი სიტყვებით, „სიტუაცია პერიოდულად იძაბება, ჩნდება აქციის მონაწილეთა და სამართალდამცავთა დაპირისპირების კერები, პარალელურად ხდება სამართალდამცავთა მობილიზება, ასევე განთავსებულია წყლის […]
თავისუფლების მოედნიდან სპეცრაზმი გაჰყავთ

ამ წუთებში თავისუფლების მოედნიდან სპეცრაზმი გაჰყავთ. რობოკოპებმა პერიმეტრი დატოვეს. პროტესტი კვლავ გრძელდება, აქციის მონაწილეების დიდი ნაწილი კვლავ რუსთაველზე რჩება
შსს-ს ინფორმაციით, ალექსი პეტრიაშვილი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროში ალექსი პეტრიაშვილის დაკავებას ადასტურებენ. როგორც შსს-ში აცხადებენ, პეტრიაშვილი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.
აქციის მონაწილეთა ერთმა ჯგუფმა პარლამენტთან განთავსებული რკინის ჯებირის გარღვევა სცადა, სამართალდამცავების მიმართულებით კი სხვადასხვა საგნები, მათ შორის წყლის ბოთლები ისროლა

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, მომიტინგეთა ერთ ჯგუფსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები სამართალდამცველს მიმართავდნენ შემდეგი რეპლიკით: “მონებო”. ამასთან, ისინი პარლამენტთან განთავსებული რკინის ჯებირის გარღვევას შეეცადნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. აღნიშნულს მათ შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა. აქციის მონაწილეებმა სამართალდამცავების მიმართულებით სხვადასხვა საგნები ისროლეს, მათ შორის წყლის ბოთლები. ასევე, აქციის მონაწილეებმა […]
კალცონამ განმარტა, რატომ შეცვალა კვარაცხელია

“რომასთან” ნამატჩევს (2:2) ჩატარებულ პრესკონფერენციაზე “ნაპოლის” მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ ისაუბრა: “ამ სეზონში ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგრამ დღეს ვნახე გუნდი, რომელმაც კარგად ითამაშა და სამ ქულას იმსახურებდა. ტაქტიკაზე ბევრი ვიმუშავეთ და დიბალას მოქმედების არეალი შევუმცირეთ. “რომა” კარგად იყენებს სტანდარტულებს და ის ორი მომენტიც სტანდარტულიდან შექმნა. “კვარა”? ის დაიღალა. მუდამ ფრთხილად უნდა ვიყო, რომ ფეხბურთელებმა ტრავმა არ […]
შსს ადასტურებს, რომ პარლამენტთან აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში დაუდასტურეს. მათი განმარტებით, ალექსი პეტრიაშვილი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი ადამიანია დაკავებული.
ნინო ლომჯარია – რა “არასანქცირებული” მიტინგი? – ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს და ეტყობა პირდაპირ რუსებმა დაუწერეს

რა “არასანქცირებული” მიტინგი? – ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს და ეტყობა პირდაპირ რუსებმა დაუწერეს ტექსტი, – ამის შესახებ „საქართველოს ევროპული ორბიტის“ ხელმძღვანელი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს, რითაც თბილისის მერიის პარლამენტის შენობასთან მყოფ აქციის მონაწილეების მიმართ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. როგორც ლომჯარია აღნიშნავს, საქართველოს კანონმდებლობა შეკრების ნებართვას საერთოდ არ ითვალისწინებს. „რა “არასანქცირებული” მიტინგი?, საქართველოს კანონმდებლობა შეკრების […]
სახალხო დამცველი – ამ ეტაპზე არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს – მივმართავთ შსს-ს, არ გამოიყენოს ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ

სახალხო დამცველი მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გამოიყენოს ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეებს მიმართ და არ შეუშალოს მათ ხელი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობაში. ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ომბუდმსენის განცხადების თანახმად, ამ ეტაპზე არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს. ასევე, განცხადების თანახმად, სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და […]