შსს-მ მეტროსადგურ “სახელმწიფო უნივერსიტეტში” მომხდარ ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

მეტროსადგურ “სახელმწიფო უნივერსიტეტში” მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტზე ბრალდებული პირი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს. მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ლიანდაგში მგზავრი ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ცნობებით, კაცს ხელი კრეს, რის შემდეგაც, ის ლიანდაგში ჩავარდა.

“უცებ ბევრი პოლიციელი ერთად მეცა… მე ვარ შშმ პირი, გაზით მოწამლული ვარ უკვე მე-6 დღეა” – თორნიკე მსხილაძე

ჯერ მოტყუებით მოვიდა პოლიცია და მეუბნება, რომ გადმოდი მანქანიდან და მერე გაგიშვებთო, უბრალოდ, უნდა შეგამოწმოთო, ჩხუბი მოხდა და პრევენციის მიზნითო. ეს ლაივში ყველაფერი ჩანს. შემდეგ დაიწყეს მანქანის ჩხრეკა. მერე მეუბნებიან, რომ არ ვჩხრიკავთ, ზედაპირული დათვალიერებააო. მანქანაში როდესაც ვერაფერი იპოვეს კანონსაწინააღმდეგო, უკვე არ იცოდნენ რა ექნათ, ტელეფონზე ლაპარაკობდა სულ ერთი ადამიანი და უცებ მეუბნებიან, რომ ჩაწიე […]

პროკურატურა – ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც დააზიანა და გაანადგურა რუსთაველის გამზირზე დამონტაჟებული 112-ის ბალანსზე რიცხული ვიდეო სამეთვალყურეო კამერები

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 დეკემბერს, ბრალდებულმა სხვა პირებთან ერთად, დააზიანა და გაანადგურა თბილისში, რუსთაველის გამზირზე დამონტაჟებული საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ 112-ის ბალანსზე რიცხული ვიდეო სამეთვალყურეო კამერები, რამაც 7 700 ლარის ოდენობით ზიანი გამოიწვია. „სამართალდამცველებმა […]

ისრაელმა სირიაში 250-ზე მეტ სამხედრო ობიექტზე მიიტანა იერიში

ისრაელის თავდაცვის არმიის რადიო „გალეი“ იტყობინება, რომ ისრაელმა სირიაში 250-ზე მეტ სამხედრო ობიექტზე მიიტანა იერიში. თავდასხმა განხორციელდა სამხედრო ბაზებზე, ათეულობით ავიაგამანადგურებელზე, საჰაერო-სარაკეტო სისტემებზე, საწარმოო ობიექტებსა და რაკეტების საწყობებზე, ნათქვამია ცნობაში. ეს მაჩვენებელი ასევე დააფიქსირა ადამიანის უფლებათა სირიის ობსერვატორიამ (SOHR), რომელიც ლონდონში მდებარეობს. მისი თქმით, ბოლო 48 საათის განმავლობაში ისრაელის საჰაერო ძალების დაბომბვის შედეგად განადგურდა ბაშარ […]

2 ქართველი ჟურნალისტი გამოკითხვაზე დაიბარეს

10 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა ჟურნალისტი და ფოტორეპორტიორი, გამოცემა OC Media-ს თანადამფუძნებელი და რედაქტორი მარიამ ნიკურაძე. ის გამოკითხვაზე კრიმინალური პოლიციის მოთხოვნით, მოწმის სტატუსით იყო დაბარებული ჯგუფური ძალადობისა და ძალადობის საჯაროდ მოწოდების საქმეზე. როგორც ნიკურაძემ გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ თქვა, მას ზოგად შეკითხვებს უსვამდნენ. “ძირითადად აინტერესებდათ, სად ვიყავი, რას ვხედავდი, ალბათ, როგორც ჟურნალისტი. […]

პარლამენტმა „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პროექტს მხარი დაუჭირა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პროექტი განიხილეს. ცვლილებები ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. მისი განცხადებით, ისევე როგორც გასულ წლებში, მიმდინარე წელსაც ეკონომიკური ტენდენციები გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე ბიუჯეტის დაგეგმვის დროს იყო პროგნოზირებული. მომხსენებლის თქმით, განახლებული ბიუჯეტი წარმოდგენილია წლიური 9%-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებში. ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი […]

ვის და რამდენით ეზრდება პენსია 2025 წლიდან?

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად 2025 წელს ნაერთი ბიუჯეტით განსაზღვრულია 8 მილიარდ 670 მილიონ ლარზე მეტი, რაც მთლიანი ბიუჯეტის 26,7%-ია. როგორც მინისტრმა პარლამენტში მომავალი ბიუჯეტის განხილვაზე განაცხადა, გამოყოფილი თანხის ფარგლებში: – 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 450 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა […]

სალომე ზურაბიშვილმა ქართული მედიის წარმომადგენლები დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლები დააჯილდოვა. როგორც ორბელიანების სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე აღინიშნა, გამოვლენილი სამაგალითო სამოქალაქო თავდადებისთვის, განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული მამაცობისთვის, მედლით სამოქალაქო თავდადებისთვის ჯილდოვდებიან: ჯონი ბაკურიძე, სერგი ბარამიძე, ნუცა ბახუტაშვილი, დავით ბერაძე, დავით ბიჭიკაშვილი, სალომე ბოკუჩავა, ნიკა ბუჩაშვილი, მინდია გაბაძე, მარიამ გაფრინდაშვილი, რუსუდან დუმბაძე, აკაკი ზარქუა, ვასილ ივანოვ ჩიქოვანი, მალხაზ კანდელაკი, დავით […]

“ნაპოლი” “არსენალის” ფეხბურთელის შეძენას ცდილობს

“ნაპოლიმ” “არსენალთან” პოლონეთის ნაკრების 24 წლის მარცხენა მცველის იაკუბ კივიორის შესაძენად დაიწყო მოლაპარაკებები, – იტყობინება “ტუტოსპორტი”. ნეაპოლურმა კლუბმა კივიორში 15 მილიონი შესთავაზა, “არსენალი” კი 25 მილიონს ითხოვს და მზადაა იანვარში მიყიდოს. აღნიშნულია, რომ “ნაპოლის” მწვრთნელს ანტონიო კონტეს კივიორის დამატება სურს და მოლაპარაკებები გაგრძელდება. მიმდინარე სეზონში იაკუბმა “არსენალში” ყველა ტურნირზე 12 მატჩში 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, […]

„როგორც ჩანს, ძალადობა ხდება დაუსჯელობის განცდით“ — PACE-ს მომხსენებლები საქართველოზე

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეოს სამონიტორინგო მისიის მომხსენებლები, კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა ეხმაურებიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და შეშფოთებას გამოხატავენ „ოპოზიციონერებისა და პროტესტის ლიდერების დაკავებების გამო“. „დაკავებებისას პოლიციის მიერ გადამეტებული ძალისა და ძალადობის გამოყენებაზე ცნობებთან ერთად, ეს ბადებს კითხვებს პოლიტიკურად მოტივირებული დევნის შესაძლებლობების შესახებ. ამის ადგილი არაა დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომელიც დაფუძნებულია კანონის უზენაესობაზე. როგორც ჩანს, ჟურნალისტებსა […]