ანრი ოხანაშვილი ლევან ხაბეიშვილს – გაჩერდი მანდ, ხმას ნუღარ უწევ, ნუ მეპასუხები!

გაჩერდი მანდ, ხმას ნუღარ უწევ, ნუ მეპასუხები, – ამ სიტყვებით მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს, ხმაური ლევან ხაბეიშვილის კითხვას მოჰყვა, რომლითაც მან უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს მიმართა და ჰკითხა, ხომ არ იყო კანონის მიღების […]

“ეს არის ხალხის ძალაუფლების ეროვნული დემონსტრირება ეროვნული სახელმწიფოსთვის” – მეუფე ზენონი

“ეს არის ხალხის ძალაუფლების ეროვნული დემონსტრირება ეროვნული სახელმწიფოსთვის” – მეუფე ზენონი “ეს არის ხალხის ძალაუფლების ეროვნული დემონსტრირება ეროვნული სახელმწიფოსთვის. დიახ!” – ამის შესახებ მეუფე ზენონი სოციალურ ქსელში წერს და თბილისში გამართულ საპროტესტო აქციას ეხმაურება.

Visioner-ის ცნობით, პიკის დროს, აქციაზე 106 ათას ადამიანზე მეტი იმყოფებოდა

Visioner-ის ცნობით, პიკის დროს, აქციაზე 106 ათას ადამიანზე მეტი იმყოფებოდა Visioner-ის ცნობით, პიკის დროს, აქციაზე 106 ათას ადამიანზე მეტი იმყოფებოდა. აქცია რუსთაველის გამზირზე გვიან ღამით დასრულდა. აქცია ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ არაერთხელ გამოიყენა, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი. ადგილზე იყო მობილიზებული სპეცრაზმი, რობოკოპები. პარლამენტთან იდგა წყლის ჭავლის მანქანაც.

პარლამენტში ჟურნალისტების დიდ ნაწილს დღესაც არ შეუშვებენ – იურიდიულ საკითხთა კომიტეტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მე-2 მოსმენით განიხილავს

პარლამენტში ჟურნალისტების დიდ ნაწილს დღესაც არ შეუშვებენ – იურიდიულ საკითხთა კომიტეტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მე-2 მოსმენით განიხილავს პარ­ლა­მენ­ტში 29 აპ­რილს მხო­ლოდ ტე­ლე­მა­უ­წყებ­ლე­ბის აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი – არა­უ­მე­ტეს ორი ჯგუ­ფი თითო მა­უ­წყებ­ლი­დან და­იშ­ვე­ბი­ან, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში სხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი კა­ნონპ­რო­ექ­ტის მე­ო­რე მოს­მე­ნა­ზეც ვერ შევ­ლენ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში, სა­დაც იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტი „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექტს მე­ო­რე მოს­მე­ნით […]

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ლევან ხაბეიშვილსა და მამუკა მდინარაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილება ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ხმაური, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის კითხვას მოჰყვა. ხაბეიშვილმა უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს მიმართა, რა დროსაც მას კითხა კანონის მიღების მიზანი ევროკავშირზე უარის თქმა ხომ არ იყო. „მამუკა, ამ კანონპროექტის მიზანი არის თუ არა ევროკავშირზე უარი თქმა? ამ […]

ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე კომიტეტის სხდომათა დარბაზიდან გააძევა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი, გიორგი ვაშაძე დარბაზიდან გააძევა. გიორგი ვაშაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის „რუსული კანონი“ უწოდა. ანრი ოხანაშვილმა მას დარბაზი მისი ნებართვის გარეშე საუბრის გამო დაატოვებინა. „ბატონო გიორგი, დატოვეთ სხდომათა დარბაზი! არა ერთგზის მოგიწოდეთ, რომ მიკროფონის გარეშე არ გესაუბრათ. გაგაფრთხილეთ რამდენჯერმე, გთხოვთ, გაბრძანდით! გთხოვთ, დატოვეთ სხდომათა დარბაზი!“ – […]

ოხანაშვილმა ვაშაძეს კომიტეტის სხდომა დაატოვებინა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს, გიორგი ვაშაძეს დარბაზი დაატოვებინა. “არაერთგზის მოგიწოდეთ, რომ მიკროფონის გარეშე არ გესაუბრა. დატოვეთ ახლა სხდომათა დარბაზი, ყველაფერს აქვს თავისი წესი. დატოვეთ დარბაზი”, – თქვა ოხანაშვილმა და ტექნიკური შესვება გამოაცხადა. ოხანაშვილი ამბობს, რომ თუ “სხდომის ჩაშლის მცდელობა იქნება”, რეგლამენტის ყველა პროცედურას გამოიყენებს. დარბაზის დატოვების შემდეგ ვაშაძემ განაცხადა, რომ ერთადერთი, […]

წყალი შეწყდება! – გადაამოწმეთ მისამართები

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება ვაკის რაიონში, პაბლო პიკასოს ქ.N4-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 29/04 00:15-დან 29/04 08:00-მდე.წყლამომარგება შეუწყდება: პეტრე ქავთარაძის N32-42; 21-27; ნუცუბიძის 131-179; 80-86; მარგიანის, ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტლის 8ა,9,10,11,12,13, 14,15, 16,17,18,19; ვაჟა-ფშაველას გამზ. 75,77,79 ვაჟა-ფშაველას N72-80(ლუწები); თავხელიძის და მარიჯანის ქუჩებს, ვაჟას მე-7 კვარტლის N 25 კორპუსს, ჟღენტის N 2, უნივერსიტეტის, […]

საქართველოში ამინდი გაუარესდება

საქართველოში ამინდი იცვლება. 1 მაისიდან საქართველოს უმეტეს რეგიონებში მოსალოდნელია წვიმა. გაეცანით, 10 დღის ამინდის პროგნოზს დეტალურად ⇓

დღეს, რუსთაველზე „საყოველთაო სახალხო შეკრება“ გაიმართება

დღეს რუსთაველის გამზირზე „საყოველთაო სახალხო შეკრება“ გაიმართება. პარლამენტის წინ საყოველთაო-სახალხო შეკრება 18:00 საათიდან დაიწყება. მთავარი გზავნილი იქნება: მამული, ენა, სარწმუნოება, ევროპისკენ ღირსებით სვლა, ეროვნული პოლიტიკა და სუვერენიტეტი. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, შეკრებაზე 20:00 საათიდან სიტყვით გამოსვლებია დაგეგმილი. სიტყვით გამომსვლელებს შორის იქნებიან პოლიტიკოსები და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები. რუსთაველის გამზირზე ხალხს სიტყვით […]