მეწარმეების ნაწილმა „საახალწლო სოფელში” მონაწილეობაზე უარი თქვა

თბილისის მერია მშრალ ხიდზე, დედაენის ბაღში და იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე „საახალწლო სოფლის“ მოწყობის სამუშაოებს იწყებს. თუმცა მიმდინარე მოვლენების პარალელურად, მეწარმეები “საახალწლო სოფელში” მონაწილეობაზე უარს ამბობენ. “როდესაც ქვეყანაში დიქტატურას აყალიბებენ, არანაირი თავისუფალი აზრი, არანაირი სამართალდამცავების მხრიდან კანონის დაცვა და ტერორში ყოფნა, შეიძლება ნებისმიერ დროს შენ იყო შემდეგი მსხვერპლი ამ რეჟიმის, არანაირი მზაობა არ გვაქვს საშობაო ბაზრობის […]

რატომ შეადგინა ნიკა სვანაძის დაკავების ოქმი პოლიციელმა, როცა ის რეალურად სპეცრაზმმა დააკავა

სპორტული ჟურნალისტი ნიკა სვანიძე მოსამართლე კობა ჩაგუნავამ სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა. სვანიძეს ედავებოდნენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების 1-ელი ნაწილების დარღვევას, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. შსს-ს განმარტებით, სვანიძე არ დაემორჩილა პოლიციელის მოწოდებას, დაეტოვებინათ რუსთაველის გამზირი, გარდა ამისა, იგინებოდა სამართალდამცავების მიმართულებით. მოსამართლემ მოწმეთა გამოკითხვისა და ვიდეო-მტკიცებულებების გამოკვლევის […]

უნგრეთი: ბრიუსელი საქართველოს ხელისუფლების ზოგი წევრის დასანქცირებას ცდილობს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ ბრიუსელმა საქართველოს ხელისუფლების ზოგი წარმომადგენლის დასანქცირება გადაწყვიტა, რასაც ბუდაპეშტი არ დაუშვებს. „საქართველო უდიდესი გარე ზეწოლის ქვეშაა, რადგან პატრიოტულმა, კონსერვატიულმა პარტიამ არჩევნები მოიგო და ბრიუსელის ლიბერალურ ელიტას ამის მიღება არ შეუძლია. იმდენად შორს წავიდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლების ზოგი წევრი სასანქციო სიაში შეიყვანეს. ამას არ დავუშვებთ, ვიდგებით ჩვენს ქართველ […]

კლინტონი, გრიბაუსკაიტე და სხვა ყოფილი ლიდერები მხარდაჭერას უცხადებენ სალომე ზურაბიშვილს და ქართველ ხალხს

შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე, ფინეთის ყოფილი პრემიერი სანა მარინი და კიდევ რვა ყოფილი თანამდებობის პირი სხვადასხვა ქვეყნიდან ქართველ ხალხსა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერას უცხადებენ. ისინი პრეზიდენტ ზურაბიშვილს უწოდებენ „ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერს“ საქართველოში. „მეამაყება, რომ ვუერთდები ლიდერებს მთელი მსოფლიოდან, რათა სოლიდარობა გამოვუცხადოთ ქართველ ხალხს და პრეზიდენტ […]

ლიანდაგებში კაცის ჩაგდების ბრალდებით შსს-მ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ლიანდაგებში მგზავრი მიზანმიმართულად ჩააგდეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. „დანაშაულში ბრალდებული პირი დაკავებულია ცხელ კვალზე“, – განუცხადეს რადიო თავისუფლებას უწყებაში. მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, მას ხელი ზუსტად იმ დროს კრეს, როცა მატარებელი მოდიოდა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. საბურთალოს ხაზი შეფერხებით, […]

პრეზიდენტმა სამოქალაქო თავდადებისთვის ჟურნალისტები მედლებით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 34 ქართველი ჟურნალისტი გამოვლენილი სამოქალაქო თავდადებისათვის, განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული მამაცობისთვის დააჯილდოვა. მედლების გადაცემის საზეიმო ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა. დაჯილდოებამდე სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა, სამოქალაქო თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ დღეს ჟურნალისტები არიან ბრძოლის წინა რიგებში და მშვიდობიანად იბრძვიან თავისი დენტობისთვის, ფასეულობებისთვის, ენისა და სარწმუნოებისთვის. „თქვენ დგახართ […]

სამოქალაქო თავდადადებისთვის, პრეზიდენტმა ქართველი ჟურნალისტები დააჯილდოვა

სამოქალაქო თავდადებისათვის, განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული მამაცობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა ჯილდოები 34 ქართველ ჟურნალისტს გადასცა. მედლების გადაცემის ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა, სადაც ჟურნალისტების ნაწილს ჯერაც ეტყობოდა იმის კვალი, რომ აქციაზე დაშავდნენ. იქამდე ვიდრე, დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა, სამოქალაქო თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ დღეს ჟურნალისტები არიან […]

პრეზიდენტი „ოცნების“ ინიციატივებს აქციაზე ნიღბების აკრძალვასა და საჯარო სამსახურებში რეორგანიზაციაზე, აკრიტიკებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ახალ ინიციატივებს, რომლებიც საჯარო სამსახურებში რეორგანიზაციის გამარტივებასა და აქციებზე დემონსტრანტებისათვის ნიღბების აკრძალვას გულისხმობს. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ აღწერს სიტყვათშეთანხმება „რუსული რეჟიმი“ და მიმდინარე მოვლენები აჩვენებს, რომ „გადავედით რეჟიმში, რომელიც აწარმოებს ნამდვილ ტერორს მოქალაქეებზე, ახალგაზრდებზე, საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტზე და არ ერიდება, წამებაც გამოიყენოს“. „რეჟიმი არ კმაყოფილდება და […]

ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ – Château Mukhrani

“შატო მუხრანი“ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობას გმობს. მეღვინეობის კომპლექსში აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. ამის შესახებ კომპანიის Facebook-გვერდზე წერია. „ჩვენ, შატო მუხრანი, სასტიკად ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. ღრმად გვწამს, რომ ჩვენი ქვეყნის ადგილი არის ევროპულ სივრცეში, და კონსტიტუციით გამყარებული […]

პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2025-2027 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები დაამტკიცა

პარლამენტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს “2025-2027 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების” შესახებ, რომელშიც მოცემულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის დონე, მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად გამოყენებული მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები, მიმოხილულია არსებული მაკროეკონომიკური გარემო და შესაძლო რისკები. აღნიშნული დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ წარადგინა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ეროვნული ბანკის […]