იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა თაკო ჩარკვიანსაც დაატოვებინეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, კიდევ ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს, თაკო ჩარკვიანს დაატოვებინეს. კანონპროექტთან დაკავშირებით მოხსნებით გამოდის უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, რომელსაც თაკო ჩარკვიანმა მიმართა, მდინარაძემ კი, უპასუხა, რომ სხვა თემაზე საუბარს თავი დაანებოს. „სხვა თემაზე ნუ გადადიხართ!“- მიმართა მდინარაძემ ჩარკვიანს. ჩარკვიანს სხდომის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმაც მოუწოდა, რომ მიკროფონის […]

ირაკლი ლექვინაძე ცენტრალური აზიის კონკურენციის ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე ყაზახეთის რესპუბლიკის კონკურენციის დაცვისა და განვითარების სააგენტოს მიერ ორგანიზებული ცენტრალური აზიის კონკურენციის ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. მათი ცნობით, ირაკლი ლექვინაძემ საქართველოში კონცენტრაციების კონტროლის მექანიზმებზე, ფარმაცევტულ ბაზარზე სააგენტოს მიერ განხორციელებულ მონიტორინგზე და გაცემულ რეკომენდაციებზე ისაუბრა. „ფარმაცევტულ ბაზარზე 2022 წელს, მონიტორინგის ფარგლებში 13 რეკომენდაცია გავეცით, რომლის დანერგვაც აქტიურ რეჟიმში […]

პეტრე ცისკარიშვილი – არ გაქვთ ვალდებულება, მონაწილეობა მიიღოთ „ოცნების“ მიერ ხელოვნურად დაორგანიზებულ აქციაში თქვენივე თანამოქალაქეების საწინააღმდეგოდ – უთხარით მტკიცე უარი რუსულ მარშში მონაწილეობაზე!

დღევანდელ აქციაზე ძალით ჩამოყვანილ ხალხს მინდა მივმართო – თქვენ არ გაქვთ არანაირი ვალდებულება, რომ მონაწილეობა მიიღოთ „ოცნების“ მიერ ხელოვნურად დაორგანიზებულ აქციაში თქვენივე თანამოქალაქეების საწინააღმდეგოდ. უთხარით მტკიცე უარი მათ რუსულ მარშში მონაწილეობაზე! – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული აქცია ხელოვნურია და საზოგადოებას აქციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით […]

კადიროვმა 16 წლის შვილი პუტინის სახელობის “სპეცრაზმის უნივერსიტეტის” კურატორად დანიშნა

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა, თავისი 16 წლის ვაჟი ადამ კადიროვი ვლადიმირ პუტინის სახელობის რუსეთის სპეციალური დანიშნულების ძალების უნივერსიტეტის კურატორად დანიშნა. ინფორმაციას თავად ჩეჩნეთის ლიდერი საკუთარ Telegram არხში ავრცელებს: “ძვირფასი ძმის, უნივერსიტეტის ხელმძღვანელის, ბაიბეტარ ვაიხანოვის თხოვნით, მივიღე ადამ კადიროვის კურატორად დანიშვნის გადაწყვეტილება. ის კარგად იცნობს ამ დაწესებულების საქმიანობას კარგად იცნობს და ვთვლი, რომ დაკისრებულ მოვალეობებს შესანიშნავად […]

პსჟ საფრანგეთის ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდა

“პარი სენ ჟერმენი” ლიგა 1-ის 2023/24 წლების სეზონის გამარჯვებული გახდა! გუშინწინ, 27 აპრილს პარიზულმა გუნდმა შინ “ლე ავრთან” ფრედ, 3:3 ითამაშა. მეორეადგილოსანი “მონაკო” კი გუშინ “ლიონთან” 2:3 დამარცხდა. საფრანგეთის ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე პსჟ-სა და “მონაკოს” შორის სხვაობა 12 ქულა გახდა და მონაკოელები პარიზელებს ვეღარ დაეწევიან. პსჟ-მა ლიგა 1 ზედიზედ მესამედ, ისტორიაში, კი მეთორმეტედ […]

„ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კასკადმა, 180 გრადუსით შემოატრიალა ქვეყნის საგარეო კურსი – 57 დიპლომატის განცხადება

„ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კასკადმა, 180 გრადუსით შემოატრიალა ქვეყნის საგარეო კურსი – 57 დიპლომატის განცხადება „ქართული ოცნების” მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კასკადმა სრულიად ნათლად, 180 გრადუსით შემოატრიალა ქვეყნის საგარეო კურსი – ხელისუფლება გვაშორებს ევროკავშირს, – ამის შესახებ 57 ქართველი დიპლომატის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. მათივე განცხადებით, “ქართული ოცნება” პირდაპირ ესხმის თავს ჩვენს მთავარ საერთაშორისო პარტნიორებს – […]

„ბაზარზე კონკურენციის კუთხით პოზიტიური შედეგები და ფასების შემცირება ფიქსირდება“ – ირაკლი ლექვინაძე ცენტრალური აზიის კონკურენციის ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

„ბაზარზე კონკურენციის კუთხით პოზიტიური შედეგები და ფასების შემცირება ფიქსირდება“ – ირაკლი ლექვინაძე ცენტრალური აზიის კონკურენციის ფორუმზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე ყაზახეთის რესპუბლიკის კონკურენციის დაცვისა და განვითარების სააგენტოს მიერ ორგანიზებული ცენტრალური აზიის კონკურენციის ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. ირაკლი ლექვინაძემ საქართველოში კონცენტრაციების კონტროლის მექანიზმებზე, ფარმაცევტულ ბაზარზე სააგენტოს მიერ განხორციელებულ მონიტორინგზე და […]

აშშ-მ წითელი ზღვის თავზე ხუთი კამიკაძე დრონი დააფიქსირა

აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა წითელი ზღვის თავზე ხუთი უპილოტო საფრენი დააფიქსირა. განცხადების მიხედვით, კამიკაძე დრონები წარმოადგენდნენ გარდაუვალ საფრთხეს აშშ-ის კოალიციისთვის და რეგიონში არსებულ სავაჭრო გემებისთვის. აშშ-ის განცხადებაში არ არის ინფორმაცია, გაანადგურეს თუ არა აღნიშნული დრონები. 27 აპრილს,იემენელი ჰუსიტების მიერ გასროლილმა რაკეტამ წითელ ზღვაში დააზიანა ტანკერი, რომელსაც რუსული ნედლი ნავთობი ინდოეთის მიმართულებით გადაჰქონდა. ბრიტანეთის საზღვაო სავაჭრო ოპერაციების […]

რატომ არის “რუსული კანონი” რუსული და რას ნიშნავს ის ქართული დემოკრატიისთვის?

დაპირებები ისევ ირღვევა. მას შემდეგ, რაც ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ ერთი წლის წინ აიძულა მმართველი პარტია, გაეწვია უცხოური გავლენის შესახებ კანონი, ქართულმა ოცნებამ ხელახლა დააინიცირა შინაარსობრივად იდენტური კანონპროექტი. მმართველმა გუნდმა პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა “აგენტი” ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა. ისევე, როგორც გასული წლის ვერსია, ეს კანონპროექტი ავალდებულებს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს (არასამთავრობო […]

რუსული კანონის საკომიტეტო განხილვიდან თაკო ჩარკვიანიც გააძევეს

რუსული კანონის მეორე საკომიტეტო განხილვიდან დეპუტატი თაკო ჩარკვიანიც გააძევეს. ამის მიზეზად იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „მიკროფონის გარეშე საუბარი“ დაასახელა. მანამდე, კომიტეტის დარბაზიდან გააძევეს დეპუტატები სალომე სამადაშვილი, თამარ კორძაია, გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი.