„ქართულმა ოცნებამ“ საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვალა დასავლეთიდან რუსეთისკენ — ქართველი დიპლომატები

60-მდე ქართველი დიპლომატი „ქართული ოცნების“ მიერ რუსული კანონის მიღების მცდელობას ქვეყნის საგარეო პოლიტიკის კურსის ცვლილებად აფასებს. მათი შეფასებით, მმართველმა პარტიამ შეგნებულად გადაუხვია ქვეყნის ევროინტეგრაციის გზას. საერთო განცხადებაში, რომელიც დღეს, 29 აპრილს გაავრცელეს, ისინი აღნიშნავენ, რომ ამ პროცესის შეჩერების ერთადერთი გზა პროტესტი და „უსამართლო კანონებზე თუ გადაწყვეტილებებზე რეაგირებაა“. დიპლომატები, რომლებიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს ელჩებად […]
ოხანაშვილმა დარბაზიდან მეხუთე დეპუტატი, თაკო ჩარკვიანიც გააძევა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა დარბაზიდან კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი გააძევა. ოხანაშვილმა ჩარკვიანს სიტყვა რამდენჯერმე გააწყვეტინა და გაფრთხილება მისცა. “ქალბატონო თაკო, გაფრთხილებული ბრძანდებით. გაგრძელების შემთხვევაში, დატოვებთ დარბაზს. ბოლოჯერ გაფრთხილებთ, ნუ საუბრობთ მიკროფონის გარეშე. დარბაზი დატოვეთ. ტექნიკური შესვენება, დატოვეთ დარბაზი, ქალბატონო თაკო”, – თქვა ოხანაშვილმა. მანამდე, ოხანაშვილმა ოთხ ოპოზიციონერ დეპუტატს, სალომე სამადაშვილს, თამარ […]
კორძაია იოსელიანს: გამოდით, მოუწოდეთ ხელისუფლებას, არ მიიღოს ეს კანონი

ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაია სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს მიმართავს, რომ გააკეთოს განცხადება და ხელისუფლებას რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდოს. კორძაია აღნიშნავს, რომ ეს პოლიტიკური შეფასების საკითხი არაა და საქმე ადამიანების უფლებების დაცვას ეხება. “ეს კანონი ეწინააღმდეგება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის კანონიერების პრეზუმფციას, პასუხისმგებლობა, რომელსაც ითვალისწინებს ეს კანონი, არ შეიძლება მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს ფარგლებში დარჩეს და ის აუცილებლად […]
ბუნდესტაგის წევრი: აქციაზე ვიყავი და მივხვდი – ამ დღეებში ევროპის გული თბილისში ცემს

“მივხვდი, რომ ამ დღეებში ევროპის გული თბილისში ცემს” – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრი თომას ჰაკერი აცხადებს და გუშინ გამართულ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას ეხმაურება, რომელსაც თავადაც დაესწრო. ის ამბობს, რომ ქართული ოცნება სრულად არის მოწყვეტილი ქართველების სურვილებს და აღნიშნავს, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, EU-მა უნდა განიხილოს პერსონალური სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც […]
ყარაჩაი-ჩერქეზეთში თავდასხმას ორი პოლიციელი ემსხვერპლა

ყარაჩაი-ჩერქეზეთში, მარა-აიაგის დასახლებაში შეიარაღებული პირები საგზაო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს დაესხნენ თავს, მათი მიმართულებით ასაფეთქებელი მოწყობილობა ისროლეს და ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს, – ინფორმაციას რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონული დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს კურგანის ოლქში მივლინებული ორი თანამშრომელი, დაშავდა საგზაო პოლიციის რეგიონალური განყოფილების ორი თანამშრომელი, რუსეთის ეროვნული გვარდიის თანამშრომელი […]
დავით უსუფაშვილი – „უცხოური ძალის გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი ეხება არა მხოლოდ შიდა პოლიტიკურ, არამედ საერთაშორისო ურთიერთობებს

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, „უცხოური ძალის გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი ეხება არა მხოლოდ შიდა პოლიტიკურ, არამედ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვინაიდან საუბარია უცხო ძალებიდან, ანუ სხვა სახელმწიფოებიდან დაფინანსებაზე. როგორც მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, ამ კანონის მიზანში შედის საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში გარკვეული პრინციპული სიახლეების შეტანა, რაც საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების საგანი გახდა. „მგონი ვთანხმდებით, რომ […]
დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება – როგორი ამინდი იქნება დღეს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29 აპრილს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული თბილი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. საქართველოში ზოგან დროგამოშვებით იქროლებს ცვალებადი მიმართულების სუსტი ქარი. დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +11, +16°, დღისით +25, +30°; მთაში ღამით +9, +14°, […]
დღეს პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც პარლამენტში აცხადებენ, 29 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების (კომიტეტების სხდომების) დასრულებამდე. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის […]
რუსული კანონის საკომიტეტო განხილვიდან თამარ კორძაიაც გააგდეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომათა დარბაზიდან, რომელზეც რუსული კანონის განხილვა მიმდინარეობს დეპუტატი თამარ კორძაიაც გააგდეს. აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე ანრი ოხანაშვილმა დეპუტატს სიტყვა რამდენჯერმე გააწყვეტინა და მიკროფონი გამოურთო: „ქალბატონო თამარ, თვენ რა გგონიათ სიტყვა მიზანს რომ გამოიყენებთ, რომელიც პირველ მუხლშია გამოყენებული ეს რას ნიშნავს, რომ პირველ მუხლს უკავშირებთ საკითხს? სიტყვა ჩამორთმეულია,“ — უთხრა ოხანაშვილმა კორძაიას. „არ გრცხვენია მართლა? […]
საკომიტეტო განხილვიდან სალომე სამადაშვილიც გააგდეს

რუსული კანონის მეორე საკომიტეტო განხილვიდან „ლელოს“ დეპუტატი სალომე სამადაშვილიც გააძევეს. მანამდე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან ანრი ოხანაშვილმა დეპუტატები თამარ კორძაია, ლევან ბეჟაშვილი და გიორგი ვაშაძე გააძევა. რუსული კანონის მეორე საკომიტეტო განხილვა, რომელიც 09:00 საათზე დაიწყო ხმაურიან რეჟიმში მიმდინარეობს. კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი დეპუტატებს სიტყვას აწყვეტინებს და მიკროფონს უთიშავს თუ მისი შეფასებით, გამოსვლის მიზანი კონკრეტულ მუხლთან […]