ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომა კიდევ ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს – ქეთევან თურაზაშვილს დაატოვებინა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომიდან პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატი ქეთი თურაზაშვილიც გააძევა. დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მამუკა მდინარაძე მიერ შეკითხვებზე პასუხის გაცემას მოჰყვა. “შენ ახლა ძალით თავის გაბრაზებებს თავი დაანებე, შენთან საქმე არ მაქვს და არც იმასთან [ალეკო ელისაშვილი], თქვენს შემკვეთებთან და დავალების მიმცემებთან. დაწყნარდეს ის ნუ ნერვიულობს [ალეკო ელისაშვილი],“- მიმართა მამუკა […]
ქეთევან თურაზაშვილი – არ ესიამოვნათ რომ ვთქვი, „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელიც ძალოვან სტრუქტურებს პირადი ანგარიშსწორებისთვის იყენებს – გამოძევება ჩემს ნათქვამს უკავშირდება

ძალიან არ ესიამოვნათ ბოლოს, როდესაც ვთქვი, რომ „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელიც პირადი ანგარიშსწორებისთვის იყენებს ძალოვან სტრუქტურებს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატმა, ქეთევან თურაზაშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტი თავმჯდომარემ დაატოვებინა. მისივე განმარტებით, დეპუტატებს არ ასმევინებენ შინაარსობრივ შეკითხვებს ე.წ რუსულ კანონთან დაკავშირებით იმიტომ, რომ თურაზაშვილის თქმით, მათ რეალურად პასუხები არ აქვთ. „როდესაც […]
რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენიდან ქეთი თურაზაშვილიც გააძევეს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენიდან პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატი ქეთი თურაზაშვილიც გააძევა. მანამდე, კომიტეტის დარბაზიდან გააძევეს დეპუტატები თაკო ჩარკვიანი, სალომე სამადაშვილი, თამარ კორძაია, გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი.
დრო არის ერთად დგომის – შალვა პაპუაშვილის მიმართვა
დრო არის ერთად დგომის – შალვა პაპუაშვილის მიმართვა არის დრო ერთად დგომის და შემართების, შენი არჩევანის დაცვის, შენი განვლილი ცხოვრების, ბრძოლის შეფასების, შენი ხვალინდელი დღის რწმენის გამოხატვის, შენთვის ძვირფასის და სანუკვარის შენარჩუნების, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს. როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ქართველი ერი ღირსეული და ბრძენია, მოთმინებით, ჭკუით შეჰყურებს […]
ევროპულმა ბანკებმა შარშან რუსეთს 4-ჯერ უფრო მეტი გადასახადი გადაუხადეს, ვიდრე ომამდე

2023 წლის შედეგებით, ევროპულმა ბანკებმა, რომლებიც რუსეთში მუშაობას განაგრძობენ, რუსეთის ბიუჯეტში გადასახადების სახით 800 მილიონი ევრო გადაიხადეს. გაზეთ Financial Times-ის შეფასებით, ეს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წინ გადახდილ თანხაზე ოთხჯერ მეტია. აქტივების მიხედვით, რუსეთში მოქმედი შვიდი უმსხვილესი ევროპული ბანკის (Raiffeisen Bank International-ი, UniCredit-ი, ING, Commerzbank-ი, Deutsche Bank-ი, Intesa Sanpaolo და OTP) კომბინირებული მოგება 2023 წლისთვის […]
ანა ნაცვლიშვილი – კანონი შეეხება თუ არა რუსეთის აგენტობაში მხილებულ ფარცხალაძეს? როგორც იკითხება, არ შეეხება – შეეხებათ თუ არა ორგანიზაციებს, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივრებს ამზდებდნენ? – იკითხება, რომ შეეხებათ

ეს კანონი, რომლის მიზანი და მოქმედების სფერო პირველი მუხლითაა დარეგულირებული, შეეხება და გავრცელდება თუ არა რუსეთის აგენტობაში მხილებულ ოთარ ფარცხალაძეზე? კანონპროექტი, როგორც ის წერია და როგორც ის ახლა იკითხება, რუსეთის აგენტობაში მხილებულ ფარცხალაძეს არ შეეხება და ეს დამიდასტურეთ! – ასე მიმართა პარტია “ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გამოსვლისას. ნაცვლიშვილმა […]
ოხანაშვილმა დარბაზი მეექვსე დეპუტატს, ქეთი თურაზაშვილსაც დაატოვებინა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა სხდომა, სადაც მეორე მოსმენით რუსულ კანონს განიხილავენ, კიდევ ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს, პარტია მოქალაქეების წევრს ქეთი თურაზაშვილს დაატოვებინა. ქეთი თურაზაშვილი მამუკა მდინარაძეს მიმართავდა, რა დროსაც, ანრი ოხანაშვილმა მას “მიკროფონის გარეშე საუბრის გამო”, დარბაზი დაატოვებინა. “მიკროფონის გარეშე ნუ საუბრობთ. ქალბატონო ქეთი, გაფრთხილებული ხართ. დატოვეთ სხდომათა დარბაზი”, – მიმართა ოხანაშვილმა თურაზაშვილს. დარბაზის […]
საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზო მიმოსვლა 28 მაისიდან ამოქმედდება

საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზო მიმოსვლა მიმდინარე წლის 28 მაისიდან ამოქმედდება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოი ციენს შეხვდა, რომელმაც ქართულ მხარეს ოფიციალურად გადასცა ნოტა, რომლის თანახმადაც, ჩინეთის მხრიდან დასრულებულია 2024 წლის 10 აპრილს გაფორმებული „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად […]
თაკო ჩარკვიანი – მდინარაძეს ვკითხე, ორგზის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ პენსიონერი მამა აფინანსებს და რომელ გამჭვირვალობაზე საუბრობთ-მეთქი, – ღარიბაშვილის ხსენების გამო დამატოვებინეს დარბაზი, მაგრამ მაინც ვახსენე

[მდინარაძეს] ვკითხე, თქვენი პარტიის პირველი პირი, ორგზის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მამა აფინანსებს პენსიონერი და რომელ გამჭვირვალობაზე საუბრობთ-მეთქი, – ღარიბაშვილის ხსენების გამო [დამატოვებინეს], მაგრამ მაინც ვახსენე,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გაძევებულმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ამ ვითარებაში, როდესაც საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, მტერი რუსეთია და საქართველოს აღნიშნული ხელისუფლება ჰყავს, არ შეიძლება ამ […]
„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ – ამ ლოზუნგით ბათუმში დღეს აქცია გაიმართება

„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ – „შემოუერთდი წინააღმდეგობის აქციას ბათუმში“, – ამ ლოზუნგით ბათუმში, ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია დღეს 19:00 საათზე გაიმართება. “ამ დღეებში ჩვენი ნამდვილი საქართველო გამოჩნდა – გაბედული, პრინციპული, მშვიდობიანი, გონიერი, ენერგიული, განათლებული და ორგანიზებული. ვაჩვენეთ, რომ არ გვეზარება, არ ვიღლებით და არ გვეშინია ამ ბრძოლაში ყოფნის, იმიტომ, რომ ეს არის ბოლო პერიოდის […]