მამუკა მდინარაძე – ჩემი აზრით, საიამ უნდა თქვას, რომ დიახ, ამერიკული ძალა მაფინანსებდა და ამერიკული და ევროპული ძალის ინტერესი იყო, საქართველოს სტრასბურგში სრულყოფილი სარჩელი წარედგინა – ამაში სასირცხვილო არაფერია!

ჩემი აზრით, საიამ უნდა თქვას, რომ დიახ, ამერიკული ძალა მაფინანსებდა და ამერიკული და ევროპული ძალის ინტერესი იყო, რომ საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში სრულყოფილი სარჩელი წარედგინა – ამაში სასირცხვილო არაფერია! პირიქით მადლობა, რომ ამერიკული ძალის ინტერესი იყო, საქართველოს კარგი სარჩელი წარედგინა და ამისთვის იღვწოდნენ! – ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით […]
ანი წითლიძე – არ ვიცი, დარბაზიან რის გამო გამომაგდეს – რუსულ დავალებას ასრულებენ და იციან, რომ ეს კანონი ბოლომდე უნდა გაიტანონ – სავარაუდოდ, მარტო დარჩებიან

გამომაგდეს რის გამო, არ ვიცი. უბრალოდ, მამუკა მდინარაძეს კონკრეტულ კითხვაზე ვუპასუხე – სავარაუდოდ, მარტო დარჩებიან. რუსულ დავალებას ასრულებენ და იციან, რომ რუსეთის ეს დავალება უნდა შეასრულონ და ბოლომდე გაიტანონ ეს კანონი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის […]
რუსული კანონის განხილვიდან მე-7 დეპუტატი, ანა წითლიძეც გააგდეს

რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენიდან ანა წითლიძეც გააძევეს. ანა წითლიძე მეშვიდე დეპუტატია, რომელიც დარბაზიდან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა გააძევა: „არანაირი განხილვა არ აინტერესებს რუსულ ოცნებას. არანაირი მიზანი არა აქვთ აქ მუხლობრივი კითხვები დაისვას. გამომაგდეს რის გამო არ ვიცი, უბრალოდ ვუპასუხე მამუკა მდინარაძეს კონკრეტულ კითხვაზე. ყველა ის ადამიანი ვინც ცდილობს შინაარსობრივი კითხვა დასვას გამოაძევეს […]
საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზო მიმოსვლა მიმდინარე წლის 28 მაისიდან ამოქმედდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოი ციენს შეხვდა, რომელმაც ქართულ მხარეს ოფიციალურად გადასცა ნოტა, რომლის თანახმადაც, ჩინეთის მხრიდან დასრულებულია 2024 წლის 10 აპრილს გაფორმებული „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ შეთანხმების“ ძალაში შესვლის პროცედურები. აღნიშნულის შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს […]
აშშ-ში ტორნადოს სულ მცირე 5 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ის ცენტრალურ ნაწილს ათობით ტორნადო დაატყდა თავს, რამაც სერიოზული ზიანი გამოიწვია და ხუთი ადამიანი იმსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, სტიქიის გამო ათიათასობით მცხოვრები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. გარდაცვალების ოთხი შემთხვევა ოკლაჰომაში დაფიქსირდა, სადაც ათობით ოლქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მეხუთე ადამიანი კი აიოვას შტატში დაიღუპა. ამინდის ეროვნული სამსახურის ცნობით, წინასწარმა გამოძიებამ […]
სახელმწიფომ, პირდაპირი მიყიდვის წესით „კომერციულ ჯგუფს“ ქონება გადასცა – რა კავშირი აქვს კომპანიას მარიკა ვერულაშვილთან და იგორ აბრამოვთან?

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აუქციონის გარეშე, პირდაპირი მიყიდვის წესით, შპს „კომერციულ ჯგუფს“ უძრავ ქონებას გადასცემს. პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის რამდენიმე დღის წინ ხელმოწერილი განკარგულების მიხედვით, კომპანიას 200 000 ლარად გადაეცემა თბილისში, ინგოროყვას ქუჩაზე, მე-2 სართულზე არსებული 124.33 კვ/მ ფართი, (ტერასა) და მასზე, წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი. განკარგულებაში მიწის მოცულობა მითითებული არ არის, თუმცა საჯარო […]
ოხანაშვილმა დარბაზიდან მეშვიდე დეპუტატი, ანა წითლიძე გააძევა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა სხდომა, სადაც მეორე მოსმენით რუსულ კანონს განიხილავენ, კიდევ ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს, ნაციონალური მოძრაობის წევრს ანა წითლიძეს დაატოვებინა. მდინარაძემ სხდომაზე ოპოზიციას მიმართა და თქვა, რომ მათგან “ერთი არგუმენტიც კი არ მოუსმენიათ, [რატომ არის კანონი რუსული]”, რაზეც წითლიძემ უპასუხა, რომ ეს “არ აცადეს”. ამის შემდეგ, ოხანაშვილმა ანა წითლიძე “რეგლამენტის დარღვევის”, კერძოდ […]
“ღარიბაშვილის ხსენების გამო დამატოვებინეს დარბაზი” – თაკო ჩარკვიანი

[მდინარაძეს] ვკითხე, თქვენი პარტიის პირველი პირი, ორგზის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მამა აფინანსებს პენსიონერი და რომელ გამჭვირვალობაზე საუბრობთ-მეთქი, – ღარიბაშვილის ხსენების გამო [დამატოვებინეს], მაგრამ მაინც ვახსენე,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გაძევებულმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ამ ვითარებაში, როდესაც საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, მტერი რუსეთია და საქართველოს აღნიშნული ხელისუფლება ჰყავს, არ შეიძლება ამ […]
იურიდიული კომიტეტის სხდომიდან მე-7 ოპოზიციონერი დეპუტატი – ანი წითლიძე გააძევეს

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა სხდომათა დარბაზი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ანა წითლიძესაც დაატოვებინა. ანრი ოხანაშვილმა წითლიძე სხდომათა დარბაზიდან მას შემდეგ გააძევა, რაც მან მომხსენებელ მამუკა მდინარაძეს უთხრა, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები მათ კანონის რუსულობასთან დაკავშირებით არგუმენტების თქმის საშუალებას არ აძლევდნენ და არ აცდიდნენ. „რეგლამენტის დარღვევის გამო დატოვეთ სხდომათა დარბაზი. არაერთხელ მოგიწოდეთ, აგრძელებდით მიკროფონის გარეშე. თქვენს […]
საფრანგეთი გერმანიას ევროპის თავდაცვის ერთობლივად გაძლიერებისკენ მოუწოდებს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სტეფან სეჟურნე გერმანიას მოუწოდებს, ერთად იმუშაონ ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის გასაძლიერებლად. „როგორც ევროპის თავდაცვის მშენებლობის ყველა ეტაპზე, საფრანგეთსა და გერმანიას აქვთ საერთო პასუხისმგებლობა მიზნების დასახვაზე და სწრაფად და გადამწყვეტად მოქმედებაზე“, – თქვა სეჟურნემ. მისივე თქმით, ასევე საჭიროა იარაღის სისტემების ევროპულ დონეზე სტანდარტიზაცია, რათა შესაძლებელი გახდეს სამხედრო მასალების ყველა ქვეყნის მიერ უპრობლემოდ გამოყენება. […]