კორძაია ლევან იოსელიანს მიმართავს: გამოდით და მოუწოდეთ ხელისუფლებას, არ მიიღოს ეს კანონი

სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს, კომფორტის ზონიდან გამოსვლისკენ მოუწოდა პარლამენტის წევრმა თამარ კორძაიამ. მან თქვა, რომ იოსელიანმა საჯაროდ უნდა მოუწოდოს ხელისუფლებას, რომ არ მიიღოს „აგენტების კანონი“. „მივმართავ საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს, ვაცნობიერებ იმ ტვირთს, რაც ავიღე მისთვის ხმის მიცემისას და სწორედ ჩემი პასუხისმგებლობაა, გამოვიყვანო ის იმ კომფორტიდან, რომელიც აქვს ამ კანონთან დაკავშირებით. ბატონო ლევან, მოგმართავთ […]
თბილისის მერია – გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ზოგიერთი მეტროსადგური შეფერხებით მუშაობს, არ შეესაბამება სიმართლეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად

თბილისის მერიის განცხადებით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ზოგიერთი მეტროსადგური შეფერხებით მუშაობს, სიმართლეს არ შეესაბამება. მათივე ცნობით, დედაქალაქში არსებული ყველა მეტროსადგური მუშაობს ჩვეულ რეჟიმში და მგზავრებს ყოველ დღე, 06:00-დან 00:00 საათამდე ემსახურება. „გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ზოგიერთი მეტროსადგური შეფერხებით მუშაობს. აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. […]
მამუკა მდინარაძე – ჩემი აზრით, საიამ უნდა თქვას, რომ დიახ, ამერიკული ძალა მაფინანსებდა და ამერიკული და ევროპული ძალის ინტერესი იყო, საქართველოს სტრასბურგში სრულყოფილი სარჩელი წარედგინა – ამაში სასირცხვილო არაფერია!

ჩემი აზრით, საიამ უნდა თქვას, რომ დიახ, ამერიკული ძალა მაფინანსებდა და ამერიკული და ევროპული ძალის ინტერესი იყო, რომ საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში სრულყოფილი სარჩელი წარედგინა – ამაში სასირცხვილო არაფერია! პირიქით მადლობა, რომ ამერიკული ძალის ინტერესი იყო, საქართველოს კარგი სარჩელი წარედგინა და ამისთვის იღვწოდნენ! – ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით […]
სალომე სამადაშვილი – ვისაც ეჭვი ეპარება, რა ხდება ქვეყანაში, უყურეთ სხდომას, სადაც ოპოზიციონერ დეპუტატებს კითხვის დასმის შესაძლებლობას არ აძლევენ – „ოცნება“ ატყუებს იმ ხალხს, ვისაც დღეს ე.წ სახალხო შეკრებაზე მოერეკება

ვისაც ეჭვი ეპარება, რა ხდება ქვეყანაში, უყურეთ სხდომას, სადაც ოპოზიციონერ დეპუტატებს კითხვის დასმის შესაძლებლობას არ აძლევენ, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან საზოგადოებას სიფხიზლისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ „ხვალ კიდევ უფრო ბევრი უნდა ვიბრძოლოთ ოკუპაციის წინააღმდეგ“. „რუსული ხელისუფლების წარმომადგენელი უმრავლესობა, ძალისმიერი მეთოდებით ცდილობს, რომ ქვეყანაში დემოკრატია გააუქმოს, ძალისმიერად […]
ანი წითლიძე – არ ვიცი, დარბაზიდან რის გამო გამომაგდეს – რუსულ დავალებას ასრულებენ და იციან, რომ ეს კანონი ბოლომდე უნდა გაიტანონ – სავარაუდოდ, მარტო დარჩებიან

გამომაგდეს რის გამო, არ ვიცი. უბრალოდ, მამუკა მდინარაძეს კონკრეტულ კითხვაზე ვუპასუხე – სავარაუდოდ, მარტო დარჩებიან. რუსულ დავალებას ასრულებენ და იციან, რომ რუსეთის ეს დავალება უნდა შეასრულონ და ბოლომდე გაიტანონ ეს კანონი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის […]
აჭარის პოპულარიზაცია სამიზნე ქვეყნებში გრძელდება

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ლატვიელი და თურქი ჟურნალისტები ეცნობიან. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით მედიატურის მონაწილეები რეგიონში მოგზაურობენ და აჭარის შესახებ სიუჟეტებს, სტატიებსა და ბლოგებს ამზადებენ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობების მონახულების შემდეგ, ჟურნალისტები მთიან აჭარას სტუმრობდნენ, სადაც ადგილობრივი კერძები და ღვინო დააგემოვნეს. „აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სამიზნე ქვეყნებიდან უცხოელი […]
მიხაილო ფომენკო გარდაიცვალა

75 წლის ასაკში, უკრაინის ნაკრებისა და ლანჩხუთის “გურიის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი მიხაილო ფომენკო გარდაიცვალა. ფეხბურთელობის დროს ფომენკო ლუჰანსკის “ზორიასა” და კიევის “დინამოში” გამოდიოდა.1972-78 წლებში სსრკ ის ნაკრების წევრიც გახლდათ, “დინამოსთან” ერთად საბჭოთა კავშირის ჩემპიონი 3-ჯერ გახდა, მოიგო უეფას თასების მფლობელთა თასი და სუპერთასი. ფომენკო, ოლეგ ბლოხინის შემდეგ, მეორე უკრაინელი მწვრთნელია, რომელმაც ამ ქვეყნის ნაკრები დიდ […]
გვარდიოლამ პრემიერლიგის ფინიშზე ისაუბრა

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მაწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის დასკვნით ნაწილზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ნებისმიერ სცენარს ელოდება. “ყველაფერი შეიძლება მოხდეს. “ლივერპულმა” ბოლო მატჩებში ქულები დაკარგა და ეს ამბავი ჩვენც შეიძლება შეგვემთხვეს, “არსენალსაც”, რადგან სამივე გუნდს რთული შეხვედრები გველოდება. ჩვენთვის “ფულჰემსა” და “ტოტენჰემთან” გასვლითი თამაშები ადვილი არ იქნება. “დიახ, საკმაოდ დიდი შესვენება გვაქვს, მაგრამ […]
რუსული კანონის განხილვისას სხდომიდან წითლიძე, ჩარკვიანი და თურაზაშვილი გააძევეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე რუსული კანონის განხილვის დროს კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს – თაკო ჩარკვიანს, პარტია მოქალაქეების წევრს, ქეთი თურაზაშვილს და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს, ანა წითლიძეს სხდომის დარბაზი დაატოვებინა. ოხანაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატები გააფრთხილა, არ ისაუბრონ მიკროფონის გარეშე, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ გაძევებით ემუქრება. იურიდიულ კომიტეტზე კანონის განხილვა დღეს დილით დაიწყო. ანრი ოხანაშვილმა დარბაზიდან […]
თამარ კორძაია – ბატონო ლევან, გამოდით და მოუწოდეთ ხელისუფლებას, რომ არ მიიღოს ეს კანონი – სახალხო დამცველის უპირველესი მოვალეობაა, დაიცვას ადამიანის უფლებები პრევენციულად

ბატონო ლევან, გამოდით და მოუწოდეთ ხელისუფლებას, რომ არ მიიღოს ეს კანონი – სახალხო დამცველის უპირველესი მოვალეობაა, დაიცვას ადამიანის უფლებები პრევენციულად, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ ბრიფინგზე განაცხადა, რა დროსაც სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს მიმართა. მისივე თქმით, ეს კანონი არღვევს ადამიანის უფლებებს და ის არ არის საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული ადამიანის უფლებების […]