ენტონი ბლინკენი – ღაზაში ჰუმანიტარული ტანჯვის შესამსუბუქებლად ყველაზე ეფექტური გზა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფაა

ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაში ზომიერი პროგრესი არსებობს, მაგრამ კიდევ მეტია საჭირო, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა საუდის არაბეთში ვიზიტისას განაცხადა. მისი თქმით, ღაზაში ჰუმანიტარული ტანჯვის შესამსუბუქებლად ყველაზე ეფექტური გზა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფაა. ბლინკენმა რეგიონის უსაფრთხოებაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ირანი რეგიონში არასტაბილურობის ყველაზე დიდი წყაროა. აშშ-ის […]
უახლოეს დღეებში საქართველოში ცვალებადი ამინდი იქნება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისამდე საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 2 მაისიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს. მათივე ცნობით, 2 მაისიდან ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს. რაც შეეხება თბილისს, 2 მაისამდე შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 2 მაისს საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 2 მაისამდე დღისით +28, […]
საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზო მიმოსვლა 28 მაისიდან ამოქმედდება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 28 მაისიდან საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ მოგზაურობას შეძლებენ. საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩინეთში ზედიზედ 30 დღე დაჰყონ. საგარეოს ცნობით, მინისტრის მოადგილე საქართველოში ჩინეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა, რომელმაც ქართულ მხარეს ოფიციალურად გადასცა ნოტა, რომლის თანახმადაც, ჩინეთის მხრიდან დასრულებულია 2024 წლის 10 აპრილს გაფორმებული “საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის […]
ყაზახეთი უარყოფს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ჩამოწერილი თვითმფრინავების მიყიდვას

ყაზახეთის სახელმწიფო კომპანიამ, რომელიც იარაღისა და სამხედრო ტექნიკის იმპორტსა და ექსპორტს ეწევა, უარყო გავრცელებული ცნობა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებებისთვის ჩამოწერილი სამხედრო თვითმფრინავების მიყიდვის შესახებ. ყაზახური მხარის თანახმად ჩამოწერილი საავიაციო აღჭურვილობის გაყიდვის აუქციონები “მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების მკაცრი დაცვით”, მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიების მქონე ყაზახეთის იურიდიულ პირებს შორის ჩატარდა. “უცხოურ კომპანიებს ტენდერში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდათ”, – ნათქვამია […]
დარწმუნებული ვარ, ალტერნატივა არ აქვს ევროპას! მშვიდობას! ღიაობას და გამჭვირვალობას! – გიორგი კაპანაძე
ბიზნესმენ გიორგი კაპანაძის თქმით, დარწმუნებულია, რომ ევროპას, მშვიდობას, ღიაობას და გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს. ამის შესახებ ბიზნესმენმა ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით განაცხადა.
“რუსი ხარ…შეგეწერათ ყაველაშვილის გინება და შეგეწერებათ ბოლომდე” – კომიტეტის სხდომიდან ანი წითლიძეც გააძევეს

ანრი ოხანაშვილმა იურიდიული კომიტეტის სხდომიდან ენმ-ის წევრი, ანი წითლიძეც გააძევა. დარბაზში ხმაური იყო – “რუსი ხარ…ამიტომ შეგეწერათ ყაველაშვილის გინება და შეგეწერებათ ბოლომდე” – ამ სიტყვებით მიმართა წითლიძემ რუსული კანონის წარმდგენ მამუკა მდინარაძეს: „არანაირი განხილვა არ აინტერესებს „რუსულ ოცნებას“, არანაირი მიზანი „რუსულ ოცნებას“ არ აქვს იმისი, რომ აქ მუხლობრივი კითხვები დაისვას. ნახეთ თქვენ მანამდე დეპუტატები, რომლებიც […]
თბილისში მეორე დღეა 14 წლის მოზარდს ეძებენ

თბილისში 14 წლის მოზარდს ეძებენ. როგორც დაკარგული გოგონას დედა, “მთავარს” ატყობინებს, ანასტასია შაროიანი გუშინ, დაახლოებით დილის 10:30 გავიდა სახლიდან, ავჭალის ტერიტორიაზე და არ დაბრუნებულა. დედის ცნობით, საქმის კურსშია პოლიციაც. ინფორმაციის შემთხვევაში დაუკავშირდით ოჯახს, ტელეფონის ნომერზე – 597 01 82 01
„29 აპრილი ჩაიწერება ისტორიაში, როგორც საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი!“ – ზურაბ ქადაგიძე

საკრებულოს დეპუტატი, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს: „29 აპრილი ჩაიწერება ისტორიაში, როგორც საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი! დღე, როდესაც ქართული საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ჭეშმარიტ სუვერენიტეტს, მშვიდობასა და ძლიერ საქართველოს! დღეს ჩვენ ვდგავართ ისტორიულ გზაგასაყარზე, გავარღვიეთ 30 წლიანი ჩაკეტილი წრე და ვირჩევთ ახალ გზას – ილია ჭავჭავაძის გზას, მერაბისა და ზვიადის ნანატრ გზას, ეროვნული თვითმყოფადობის გზას, რომელსაც […]
მოქალაქეების პროტესტის შემდეგ ვენდისმა კარტოფილზე პოსტი წაშალა

მოქალაქეების პროტესტის შემდეგ სწრაფი კვების რესტორანმა ვენდისმა კარტოფილზე პოსტი წაშალა. პოსტში ეწერა, რომ მხოლოდ დღეს 2 ფრის შეძენა 1-ის ფასად იყო შესაძლებელი. მოქალაქეების პროტესტი გამოიწვია ვენდისის მფლობელის სოსო ფხაკაძის განცხადებამ, რომელიც მან გუშინ გამოაქვეყნა. ვრცელ განცხადებაში ფხაკაძე მთავრობას აქებს, მის ნაბიჯებს გონივრულს უწოდებს და ამბობს, რომ ხელისუფლების ნაბიჯების შედეგად ქვეყანა ისე დაუახლოვდა ევროპას, როგორც არასდროს. […]
წითლიძე მდინარაძეს: კითხვის დასმის შესაძლებლობას არ გვაძლევ, მშიშარა ხარ

მას შემდეგ, რაც ენმ-ის წევრი ანა წითლიძე რუსული კანონის განხილვისას, იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გააძევეს, მამუკა მდინარაძეს პარლამენტის დერეფანში დაუპისისპირდა და მას მშიშარა უწოდა. “მშიშარა ხარ, მამუკა, კითხვის დასმის შესაძლებლობას რომ არ გვაძლევ კომიტეტზე, მაგიტომ ხარ მშიშარა. ჩამოდი და კითხვებზე მიპასუხო, კი არ უნდა გამომაგდო, შენ მართლა მშიშარა”, – ასე მიმართა წითლიძემ მდინარაძეს. საპასუხოდ, მდინარაძემ წითლიძეს […]