ყაზახეთი უარყოფს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ჩამოწერილი თვითმფრინავების მიყიდვას

ყაზახეთის სახელმწიფო კომპანიამ, რომელიც იარაღისა და სამხედრო ტექნიკის იმპორტსა და ექსპორტს ეწევა, უარყო გავრცელებული ცნობა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებებისთვის ჩამოწერილი სამხედრო თვითმფრინავების მიყიდვის შესახებ.

ყაზახური მხარის თანახმად ჩამოწერილი საავიაციო აღჭურვილობის გაყიდვის აუქციონები “მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების მკაცრი დაცვით”, მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიების მქონე ყაზახეთის იურიდიულ პირებს შორის ჩატარდა.

“უცხოურ კომპანიებს ტენდერში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდათ”, – ნათქვამია “ყაზსპეტსექსპორტის” მიერ 28 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.
ხოლო თვითმფრინავებისა და მისი აგრეგატების ნაწილები, უტილიზების შემდეგ, მხოლოდ ფერადი ჯართის სახით იქნება ექსპორტირებული.
29 აპრილს, ინგლისურენოვანმა გამოცემა Business Insider-ის გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ შეერთებულმა შტატებმა ოფშორული კომპანიების საშუალებით, ყაზახეთიდან, სავარაუდოდ 81 უტილიზებული საბჭოთა ეპოქის საბრძოლო თვითმფრინავი შეიძინა.

გამოცემა უკრაინულ ვებგვერდებსა და ტელეგრამის არხებს ეყრდნობა.
უკრაინის ხელისუფლებას ამ ცნობებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა