ოხანაშვილმა ნიკა მაჭუტაძე გააძევა, ნაცვლიშვილმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა რუსული კანონის განხილვისას დარბაზი კიდევ ერთ დეპუტატს, ნიკა მაჭუტაძეს დაატოვებინა. მაჭუტაძე მე-12 დეპუტატია, ვისაც ოხანაშვილი დარბაზიდან აძევებს. გარდა ამისა, ლელოს წევრმა, ანა ნაცვლვილმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა დარბაზი. გასვლამდე დეპუტატმა ოხანაშვილს მიმართა და აღნიშნა, რომ რეპრესიულ მეთოდებს, რასაც ის იყენებს, მაჩვენებელია იმის, თუ რისთვისაცაა რუსული კანონის მიღება საჭირო. “რა რეპრესიულ […]

ანრი ოხანაშვილმა 11 ოპოზიციონერ დეპუტატს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს კომიტეტის სხდომა დაატოვებინა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა სხდომათა დარბაზი 11 ოპოზიციონერი დეპუტატის გარდა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც დაატოვებინა. დარბაზიდან გაძევებული 11 ოპოზიციონერი დეპუტატი: გიორგი ვაშაძე, ლევან ბეჟაშვილი, სალომე სამადაშვილი, თამარ კორძაია, თაკო ჩარკვიანი, ქეთევან თურაზაშვილი, ანა წითლიძე, ლევან ხაბეიშვილი, დავით ხაჯიშვილი, გიორგი გოდაბრელიძე და ხატია დეკანოიძე. ამასთან, ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელი, ლიკა საჯაია […]

„მოვუწოდებთ ლიდერებს, უპასუხონ ხალხის მოლოდინს, არ გადაიყვანონ ქვეყანა EU-ის გზიდან“ – პიტერ სტანო

„EU მოუწოდებს საქართველოს ლიდერებს, უპასუხონ მოქალაქეების მოლოდინს და არ გადაიყვანონ ქვეყანა ევროკავშირის გზიდან“ – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმოამდგენლის ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ ფორმულას მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. ფორმულას შეკითხვა ეხებოდა რეზოლუციას, რომელიც ევროპარლამენტში გასულ კვირას მიიღეს. პიტერ სტანოს თქმით, EU-მა და წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოხატეს შეშფოთება რუსულ კანონთან დაკავშირებით. ის […]

„გამსახურდია საფლავში ბრუნავს თქვენი რუსოფილიის შემხედვარე“ – მარიამ ჯიშკარიანი

„ემპათიის“ დამფუძნებელი, მარიამ ჯიშკარიანი სოციალურ ქსელში წერს: „რას დაუმსგავსებია ეს ხალხი არქიპოს, ამ მეგრელებს არ გრცხვენიათ? გამსახურდია საფლავში ბრუნავს თქვენი რუსოფილიის შემხედვარე“

„მთის ჰაერივით გამჭვირვალე და ნაკადულივით კამკამა“ – ნიკა გვარამია ვანო ჩხარტიშვილზე

ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა დღეს განაცხადა: „აქსიომაა, რომ პოლიტიკოსებმა თავიანთი საქმე უნდა აკეთონ, ბიზნესმენებმა თავიანთი და არასამთავრობოებმა თავიანი, მაგრამ თითოეულის საქმიანობა რომ უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე, ესეც აქსიომაა… ევროკავშირის დიდი ოჯახის წევრობა ნიშნავს: მშვიდობას, სტაბილურობას და რა თქმა უნდა, ღიად და გამჭვირვალედ საქვეყნო საქმეების ერთად კეთებას“ მის ამ სიტყვებს დიდი რეზონანსი მოჰყვა, სოციალურ ქსელში წერენ, […]

„გაუმჭვირვალობა უზარმაზარ საფრთხეებს შეიცავს, განსაკუთრებით პატარა სახელმწიფოებისთვის“ – შოთა ბერეკაშვილი

სამშენებლო კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მმართველი პარტნიორი, შოთა ბერეკაშვილი აცხადებს, რომ გამჭვირვალობა ჯანსაღი მოვლენაა, გაუმჭვირვალობა კი უზარმაზარ საფრთხეებს შეიცავს, განსაკუთრებით პატარა სახელმწიფოებისთვის, რომლებიც ძალიან მოწყვლადი არიან ეგზოგენური ფაქტორების მიმართ. შოთა ბერეკაშვილი “რუსულ კანონთან” დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. “მინდა გამოვეხმაურო ბოლო დროს საზოგადოებაში განვითარებულ მოვლენებს. რეგიონში ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარებაა შექმნილი, რომელიც არნახული გამოწვევების წინაშე აყენებს […]

(ვიდეო) ხატია დეკანოიძემ გურამ მაჭარაშვილს წყლის ბოთლი ესროლა

„ევროოპტიმისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ უმრავლესობის წევრ გურამ მაჭარაშვილს წყლის ბოთლი ესროლა. დეკანოიძის გაღიზიანება მაჭარაშვილის რეპლიკას მოჰყვა, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს სამშობლოს გამყიდველი უწოდა და თქვა, რომ დეკანოიძემ უკრაინის მოქალაქეობის სანაცვლოდ დათმო საქართველოს მოქალაქეობა. საბოლოოდ, დეკანოიძეს დარბაზი დაატოვებინეს. https: //

ანრი ოხანაშვილმა 11 ოპოზიციონერი დეპუტატის გარდა, კომიტეტის სხდომა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც დაატოვებინა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა სხდომათა დარბაზი 11 ოპოზიციონერი დეპუტატის გარდა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც დაატოვებინა. უფრო კონკრეტულად, ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენელი, ლიკა საჯაია და რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილი გააძევა. ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებისთვის შეურაცხყოფის მისაყენებლად მივიდნენ და მიმართა, რომ მათ ამის უფლებას არ […]

სი ძინპინი საფრანგეთს, სერბეთსა და უნგრეთს ეწვევა

ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი 5-10 მაისს საფრანგეთს, სერბეთსა და უნგრეთს ეწვევა, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ლინ ჯიანმა განაცხადა. მისი თქმით, საფრანგეთთან ორმხრივმა ურთიერთობებმა ჯანსაღი ზრდის იმპულსი შეინარჩუნა და ორივე ქვეყანას სტრატეგიული კომუნიკაციები და პრაქტიკული თანამშრომლობა აკავშირებს. „დროა ჩინეთსა და საფრანგეთს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა ახალ დონეზე ავიყვანოთ, ახალი იმპულსი მივცეთ ჩინეთ-ევროკავშირის […]

იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა. სტოლტენბერგმა, ვიზიტის ფარგლებში, მოლაპარაკებები გამართა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ცნობისთვის, იენს სტოლტენბერგი კიევში, ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მესამედ იმყოფება.