ანრი ოხანაშვილმა 11 ოპოზიციონერ დეპუტატს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს კომიტეტის სხდომა დაატოვებინა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა სხდომათა დარბაზი 11 ოპოზიციონერი დეპუტატის გარდა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც დაატოვებინა.
დარბაზიდან გაძევებული 11 ოპოზიციონერი დეპუტატი: გიორგი ვაშაძე, ლევან ბეჟაშვილი, სალომე სამადაშვილი, თამარ კორძაია, თაკო ჩარკვიანი, ქეთევან თურაზაშვილი, ანა წითლიძე, ლევან ხაბეიშვილი, დავით ხაჯიშვილი, გიორგი გოდაბრელიძე და ხატია დეკანოიძე.
ამასთან, ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელი, ლიკა საჯაია და რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილი გააძევა.