საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ დისევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებული მოქალაქე სოფელ გუგუტიანთკარის მცხოვრებია. სოფელი გუგუტიანთკარი ოკუპირებულ სოფლებს, დისევს და ხელჩუას, ესაზღვრება. სუსის ინფორმაციით, ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი […]

„რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ დისევის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს“ – სუს-ი

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ დისევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. „აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. […]

გამჭვირვალობა არის ის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი, რაზეც შეიძლება დავაშენოთ ახალი მიდგომები – „ორბი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი

კომპანია „ორბი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე აცხადებს, რომ საქართველო ეკონომიკური განვითარების სწორ გზაზეა და ამ გზაზე ხაზგასასმელია გამჭვირვალე, საქმეზე ორიენტირებული და ეფექტური კომუნიკაცია ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის. ამის შესახებ „ორბი ჯგუფის“ ხელმძღვანელმა „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა. „დიახ, ჩვენი ადგილი ევროპაშია და ამ გზაზე, მნიშვნელოვანია, ღიაობა და გამჭვირვალობა. საქართველო, ეკონომიკური განვითარების სწორ გზაზეა. […]

გამჭვირვალობის გარეშე შეუძლებელია ქვეყნის სუვერენიტეტის და დემოკრატიის შენარჩუნება – ლევან ფხაკაძე

„გამჭვირვალობის და ღია პროცედურებისა და რეგულაციების გარეშე შეუძლებელია ქვეყნის სუვერენიტეტის და დემოკრატიის შენარჩუნება“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ვისოლ ჯგუფის” ვიცე-პრეზიდენტი ლევან ფხაკაძე წერს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ევროპული ღირებულებების ერთგულია, რაც წლების განმავლობაში, ქმედითი ნაბიჯებით დაადასტურა. „მოგესალმებით! მსურს ჩემი დამოკიდებულება გამოვხატო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისადმი. ის რომ ჩვენი ქვეყნის არჩევანი ევროპა და ევროპული ღირებულებებია ამაში […]

„გამჭვირვალობა წინსვლისთვის ხელის შემშლელი კი არა, ხელშემწყობი პირობაა“ – ბიზნესმენი გიორგი მამადაშვილი

„გამჭვირვალობა წინსვლისთვის ხელის შემშლელი კი არა, ხელშემწყობი პირობაა“ – ბიზნესმენი გიორგი მამადაშვილი მიმაჩნია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი სწორედ ქვეყნის სტაბილური განვითარების კონტექსტში უნდა იქნეს განხილული, რადგან გამჭვირვალობა არა წინსვლისთვის ხელის შემშლელი, არამედ პირიქით, ხელშემწყობი პირობაა, – ამის შესახებ ბიზნესმენი, „ელიტ ტექნოლოჯის“ დამფუძნებელი გიორგი მამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „დღეს ქვეყანაში არის სტაბილური ბიზნესგარემო, რაც […]

შსს-ს ინფორმაციით, ალექსი პეტრიაშვილი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზეა დაკავებული

რუსთაველის გამზირზე გუშინ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილი მინისტრი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი კვლავ იზოლატორში რჩება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ალექსი პეტრიაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. პეტრიაშვილი, ისე როგორც გუშინდელ აქციაზე დაკავებული სხვა პირები მოინახულეს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა. როგორც მათ […]

ანრი ოხანაშვილმა რუსული კანონის განხილვიდან ნიკა მაჭუტაძეც გააგდო

რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენიდან მეთორმეტე ოპოზიციონერი დეპუტატი, ნიკა მაჭუტაძე, გააძევეს. გაძევებამდე ნიკა მაჭუტაძე ამბობდა, რომ მას რუსული კანონის მუხლებზე არ ალაპარაკებდნენ. მაჭუტაძეს, რომელიც მიკროფონის გარეშე საუბრობდა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა უთხრა, რომ საუბარს გააგრძელებდა, დარბაზს დაატოვებინებდა. იმის გამო, რომ ნიკა მაჭუტაძემ თავის აზრის გამოთქმა გააგრძელა, ანრი ოხანაშვილმა საბოლოოდ ის დარბაზიდან გააგდო. ანრი […]

სუს: დისევის მიმდებარედ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ დისევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. “აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული […]

ხელისუფლების ძალისხმევის შედეგად, საქართველო, ისე როგორც არასდროს, დაუახლოვდა ევროპას – სოსო ფხაკაძე

“საქართველოს ბიზნეს ასოციაციის” პრეზიდენტი, “ვისოლის” თანადამფუძნებელი სოსო ფხაკაძე აცხადებს, რომ ხელისუფლების ძალისხმევის შედეგად, საქართველო, ისე როგორც არასდროს, დაუახლოვდა ევროპას. ბიზნესმენი “რუსულ კანონთან” დაკავშირებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ბიზნესსა თუ სხვა ტიპის საქმიანობაში გამჭვირვალობასა და ღიაობას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. ბიზნესმენი იმედოვნებს, რომ სამოქალაქო დაპირისპირების საშიშროების წინაშე არ ვდგავართ და პროცესი კონსტრუქციულ რეჟიმში გადაინაცვლეს. […]

ოპოზიციის შემდეგ, ოხანაშვილმა კომიტეტიდან NGO-ების წარმომადგენლები გააძევა

11 ოპოზიციონერი დეპუტატის შემდეგ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომათა დარბაზიდან, სადაც რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც გააძევა. ანრი ოხანაშვილმა დარბაზი დაატოვებინა საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს წარმომადგენელს ლიკა საჯაიას და რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს ნათია კუპრაშვილს. “დატოვეთ დარბაზი. გაძევებული ხართ, გაბრძანდით! სამარცხვინო საქციელია. შეურაცხყოფის მოსაყენებლად მობრძანდით და თქვენ, ამაში იღებთ როგორც ჩანს […]