რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი გაათავისუფლეს

ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ის გუშინ, 28 აპრილს, პარლამენტთან მიმდინარე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს. როგორც გათავისუფლების შემდეგ პეტრიაშვილმა განაცხადა, ის უსაფუძვლოდ და უკანონოდ დააკავეს. „რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, არსებულ სიტუაციაში სრულიად მოულოდნელად, სრულიად გაუგებარ სიტუაციაში მოხდა ჩემი დაკავება. მიუხედავად იმისა, რომ კადრებში არის ასახული ჩემი მცდელობა, რომ სიტუაცია ნორმალიზებისკენ და მოწესრიგებისკენ ყოფილიყო […]
გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი ქვეყნის სტაბილური განვითარების კონტექსტში უნდა იქნეს განხილული – გიორგი მამადაშვილი

“ელიტ ტექნოლოჯის” დამფუძნებელი გიორგი მამადაშვილი აცხადებს, რომ ბიზნესს და მთავრობას ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთიანი ხედვა აქვთ.
აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი გაათავისუფლეს – მოსამართლემ პროცესი გადადო

თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 მაისს, 12:00 საათზე დანიშნა „რონდელის ფონდის” უფროსი მკვლევრის, ალექსი პეტრიაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი. ადვოკატმა ლევან სამუშიამ, რომელიც პეტრიაშვილის ინტერესებს იცავს, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ 29 აპრილს გამართულ სასამართლო პროცესზე მოსამართლემ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც დაცვის მხარემ პროცესის გადადების შუამდგომლობა დააყენა. სამუშიას შეფასებით, პეტრიაშვილის დაკავება პოლიტიკური იყო. „ადმინისტრაციული […]
რატი ბრეგაძე – სრულ შეუსაბამობასთან გვაქვს საქმე – ევროპარლამენტის რეზოლუციაში წამოყენებული მოთხოვნა ფაქტებით გაუმყარებელია, რასაც მოწმობს თუნდაც სააკაშვილის გაგზავნილი წერილი მისი სარჩელის ამორიცხვის თაობაზე

სრულ შეუსაბამობასთან გვაქვს საქმე – რეზოლუციაში წამოყენებული მოთხოვნა არის ფაქტებით გაუმყარებელი. ამას მოწმობს თუნდაც სააკაშვილის მიერ გაგზავნილი წერილი მისი სარჩელის ამორიცხვის თაობაზე , – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით გათავისუფლებასთან დაკავშირებულ ჩანაწერზე საუბრისას განაცხადა. როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, რეზოლუციის მინიმუმ ეს პუნქტი საკმაოდ ტენდენციურია. „მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა 18 […]
“ვაკის პარკში” “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის გასაპროტესტებლად აქტივისტები იკრიბებიან

“ვაკის პარკში” სამოქალაქო აქტივისტები იკრიბებიან, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს გააპროტესტებენ. როგორც “ ინტერპრესნიუსს” ერთ-ერთმა სამოქალაქო აქტივისტმა, ნატა ფერაძემ განუცხადა, “ვაკის პარკში” შეკრებილი საზოგადოება არ აპირებს წავიდეს რუსთაველის გამზირზე, “ქართული ოცნება” შეკრებას მართავს. “ეს არის რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების ციკლიდან ერთ-ერთი დღე. ვიკრიბებით, დღეს არ არის დიდი აქცია. ვისაუბრებთ და დღეს დავაანონსებთ უკვე წინააღმდეგობრივ […]
სტოლტენბერგი მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა კიევში

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი 29 აპრილს მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა კიევში, სადაც მან უკრაინელებს უთხრა, რომ იარაღი და საბრძოლო მასალები იქ ინტენსიურად შევა – მას შემდეგ, რაც აღიარა, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა ჯეროვნად ვერ შეასრულეს სამხედრო დახმარების პირობა. ეს სტოლტენბერგის მესამე ვიზიტია უკრაინაში მას მერე, რაც 2022 წლის თებერვალში იქ რუსეთი სრული მასშტაბით შეიჭრა. კიევში, უკრაინის […]
იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა სტრასბურგის სასამართლოდან საჩივარი გამოიხმო

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდნეტმა, მიხეილ სააკაშვილმა სტრასბურგის სასამართლოდან საჩივარი გამოიხმო. მინისტრის განცხადებით, სააკაშვილის ადვოკატი წერილში აღნიშნავს, რომ ამჟამად სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის სიცოცხლისთვის სახიფათო. რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ უწყებამ შესაბამისი წერილი უკვე გაგზავნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად არ ყოფილა სიცოცხლისთვის საშიში, რაც დადასტურდა თავად სტრასბურგის სასამართლოს […]
ხელოვნური ტაში აქციაზე? – ორგანიზატორი უარყოფს [ვიდეო]

29 აპრილს, შუადღით, ხელისუფლების მიერ დაგეგმილი კონტრაქციის სამზადისის პარალელურად, სოციალური ქსელით გავრცელდა ვიდეო, რომლის ავტორის თქმითაც, რუსთაველზე ხმის შემოწმებისას დინამიკებიდან წინასწარ ჩაწერილი მასშტაბური ტაშის ხმა ისმის. ამ ვიდეომ გააჩნა განცდა, რომ აქციის ორგანიზატორები აპირებენ დემონსტრაციაზე შიგადაშიგ ტაშის იმიტაციის შესაქმნელად დინამიკები გამოიყენონ. ნეტგაზეთი ბაკურ ბაკურაძეს დაუკავშირდა, რომელიც პარლამენტის წინ მთავარი სცენის ტექნიკურ უზრუნველყოფაზეა პასუხისმგებელი. მისი თქმით […]
“ზომიერების, გამჭვირვალობის და კომპრომისის ნუ შეგვეშინდება” – Gulf-ის დამფუძნებელი

ზომიერების, გამჭვირვალობის და კომპრომისის ნუ შეგვეშინდება – ამის შესახებ კომპანია Gulf-ის დამფუძნებელი ვანო ნაკაიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ინიციირებულ კანონპროექტთან და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით Facebook-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს. „მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების და იმ გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც დგას საქართველო, ახლა, როგორც არასდროს, გვჭირდება ერთობა და სტაბილურობა! დღეს, როცა სამყარო შეუჩერებელ კონკურენციასა […]
„სოციალურად დაუცველ მოსახლეობაში ძალიან მარტივია პოლიტიკური კორუფცია“ – გიორგი ქადაგიძე

ნებისმიერი ავტორიტარული რეჟიმისთვის, ნებისმიერი ოლიგარქიისთვის სიღარიბე არის მოკავშირე. მათ არ სჭირდებათ, ძლიერი საშუალო ფენა, მათ არ სჭირდებათ განათლებული და ინფორმირებული საშუალო ფენა”,-ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა. მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი დააშორებს ქვეყნის ინტეგრაციას ევროკავშირთან, რაზეც ევროპელი ლიდერებიც ღიად საუბრობენ და ამაზე მკაფიო […]