საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევარი DAAD-ს საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი ლილი პეტრიაშვილი გერმანიის საერთაშორისო აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) საგრანტო კონკურსის – Research Stays for University Academics and Scientists – გამარჯვებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, პროფესორ ლილი პეტრიაშვილის კვლევა – „ბიზნესპროცესების მენეჯმენტის მონიტორინგი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით“ – ქართველ მეცნიერთა მიერ […]

გრიგოლ გეგელია – ჩვენ მაღალი პასუხისმგებლობის განცდა გვაქვს, განსხვავებით “ქართული ოცნებისგან”, რომელიც ლავროვისა და პესკოვის სამსახურშია – ვერიდებით იმ პერიმეტრზე ყოფნას, სადაც “ქართული ოცნების” მხარდამჭერი საზოგადოებაა

ჩვენ მაღალი პასუხისმგებლობის განცდა გვაქვს, განსხვავებით “ქართული ოცნებისგან”, რომელიც ლავროვისა და პესკოვის სამსახურშია და მზად არიან, ქართველი ხალხი ერთმანეთს დააპირისპირონ – ჩვენ ვერიდებით იმ პერიმეტრზე ყოფნას, სადაც “ქართული ოცნების” მხარდამჭერი საზოგადოებაა , – ამის შესახებ პარტია “ლელოს” წევრმა გრიგოლ გეგელიამ “ვაკის პარკში” “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მისი შეფასებით, “ქართული ოცნება” […]

“ვირტუსმა” “ტორტონა” დაამარცხა, შენგელია მატჩში ყველაზე შედეგიანი იყო

იტალიაში საკალათბურთო სერია A-ს რეგულარული ჩემპიონატი მთავრდება. ბოლოსწინა ტურში თორნიკე შენგელიას “ვირტუსი” სტუმრად “ტორტონას” ეთამაშა და 7 ქულის სხვაობით – 84:77 დაამარცხა, რაც უპირველესად ქართველი ფორვარდის დამსახურებაა. თორნიკემ ჯამში 26 წუთი ითამაშა და 15 ქულასთან ერთად 6 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. მან 6-დან 4 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო გამოიყენა, პერიმტერიდან ჩაგდება […]

ნავთობის ფასი გაიზარდა

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე, ერთ კვირაში ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 2%-ითაა გაზრდილი და ამჟამად Brent-ის ფასი $89-ს აღწევს, WTI-ს ფასი კი $84-ის ფარგლებშია. ხოლო რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი Urals-ის ფასი $81-ის ფარგლებში მერყეობს. ერთწლიან პერიოდში რუსული ნავთობი თითქმის 36%-ითაა გაძვირებული, Brent-ის ფასმა კი 13%-ით მოიმატა.

ალექსი პეტრიაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილი მინისტრი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი, რომელიც 28 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დააკავეს, მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა. როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ალექსი პეტრიაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო და საქმის განხილვა პირველ მაისსაა ჩანიშნული. შეგახსენებთ, რომ ალექსი პეტრიაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით დააკავეს, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

„ზომიერების, გამჭვირვალობის და კომპრომისის ნუ შეგვეშინდება” – Gulf-ის დამფუძნებელი

ზომიერების, გამჭვირვალობის და კომპრომისის ნუ შეგვეშინდება – ამის შესახებ კომპანია Gulf-ის დამფუძნებელი ვანო ნაკაიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ინიციირებულ კანონპროექტთან სოციალურ ქსელში წერს. „მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების და იმ გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც დგას საქართველო, ახლა, როგორც არასდროს, გვჭირდება ერთობა და სტაბილურობა! დღეს, როცა სამყარო შეუჩერებელ კონკურენციასა და ფასეულობათა ჭიდილში იმყოფება, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქის […]

პიტერ სტანო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე – ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ეს კანონი ევროპულ ღირებულებებსა და ევროპულ მოლოდინებს არ შეესაბამება

ამ კანონთან დაკავშირებით, ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ეს კანონი ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება, ევროპულ მოლოდინებს არ შეესაბამება და ამ კანონმა, მისი საბოლოოდ მიღების შემთხევაში, შეიძლება საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ამბიციებს წინააღმდეგობა გაუწიოს , – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა. პიტერ სტანომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტის […]

ალექსი პეტრიაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილი მინისტრი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი, რომელიც 28 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დააკავეს, მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა. როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ალექსი პეტრიაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო და საქმის განხილვა პირველ მაისს არის ჩანიშნული. შეგახსენებთ, რომ ალექსი პეტრიაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით დააკავეს, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

გურამ იმნაძე „ქართულ ოცნებას“ – უნდა თქვათ, რომელ დონორ ორგანიზაციასთან შეთანხმების პირობით გაიწვიეთ კანონი გასულ წელს – თქვენ კანონპროექტის გაწვევა ხალხმა გაიძულათ, რადგან ეს არის არაეროვნული პროექტი

უნდა თქვათ, რომელ დონორ ორგანიზაციასთან შეთანხმების პირობით გაიწვიეთ კანონი გასულ წელს! – თქვენ კანონპროექტის გაწვევა ხალხმა გაიძულათ, რადგან ეს არის არაეროვნული პროექტი და ქვეყნის განვითარების პრინციპებს ეწინააღმდეგება! – ასე მიმართა “ქართული ოცნებას“ “სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტმა გურამ იმნაძემ. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იმნაძემ “ტყუილი“ უწოდა უმრავლესობის წევრების განცხადებებს, რომლის მიხედვით, სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობის […]