ევროპაში ბუნებრივი აირის წარმოება 2023 წელს 8,2%-ით შემცირდა

გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმის (GECF) 2024 წლის ბუნებრივი გაზის ანგარიშის მიხედვით, ევროპაში ბუნებრივი აირის მოპოვება 2023 წელს წინა წელთან შედარებით 19 მილიარდი კუბური მეტრით, ანუ 8,2%-ით შემცირდა და 214 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენდა. ანგარიშის მიხედვით, გლობალური ბუნებრივი აირის წარმოება გასულ წელს წინა წელთან შედარებით 0,8%-ით გაიზარდა და 4,08 ტრილიონ კუბურ მეტრს მიაღწია. ამ პერიოდში დაფიქსირდა […]

კადიროვმა 16 წლის ვაჟი დანიშნა ჩეჩნეთის საგანგებო ძალების სკოლის ზედამხედველად

ჩეჩნეთის მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი, ავტორიტარი ლიდერის, რამზან კადიროვის განცხადებით, მან თავისი 16 წლის ვაჟი დანიშნა ჩეჩნეთის საგანგებო ძალების სკოლის ზედამხედველად ქალაქ გუდერმესში. ადამ კადიროვმა გასული წლის აგვისტოში გაითქვა სახელი, როცა გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელიც ასახავდა მის მიერ რუსი თინეიჯერის, ყურანის დაწვის ბრალდებით დაპატიმრებული ნიკიტა ჟურაველის ცემას. ამ ინციდენტის შემდეგ, ადამ კადიროვს მიანიჭეს ბევრი ჯილდო, მათ შორის […]

რუსთაველის გამზირზე „ქართული ოცნების“ ორგანიზებული კონტრაქცია მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ „ქართული ოცნების“ „საერთო სახალხო შეკრებაზე“ სიტყვით გამოდიან მმართველი პარტიის ლიდერები. ღონისძიების წამყვანია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, სწორედ, ის იყო სხდომაზე პირველი გამომსვლელი. სიტყვით გამოვიდნენ თბილისის მერი კახა კალაძე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, აგრეთვე, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები. შეკრებილები ელიან „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა […]

მამუკა მდინარაძე – ჩვენ ყველაფერს ერთად შევძლებთ და ამას შევძლებთ მყარად, სიამაყით და ორ ფეხზე დგომით – ყველა კუთხის, სოფლის, ქალაქის ბევრი წარმომადგენელი აქ არის და ეუბნება მთელს მსოფლიოს, რომ ჩვენ ვართ ყველაზე ამაყი, დამოუკიდებელი, სუვერენული ქართველი ერი

დღეს არ დარჩენილა საქართველოში არც ერთი ოჯახი, რომლის თითოეული წარმომადგენელი აქ არ იყოს – ყველა კუთხის, ყველა სოფლის, ყველა ქალაქის ბევრი წარმომადგენელი აქ არის და ეუბნება მთელს მსოფლიოს, რომ ჩვენ ვართ ყველაზე ამაყი, დამოუკიდებელი, სუვერენული ქართველი ერი. საქართველოს გაუმარჯოს!, – ამოს შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივნმა, მამუკა მდინარაძემ საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.ს მისივე თქმით, […]

კახა კალაძე – საქართველოს აქვს მიზანი – საკუთარი იდენტობით და სუვერენიტეტით, სარწმუნოების ხელშეუხებლობით, სრული დამოუკიდებლობით გახდეს ევროპული ოჯახის წევრი

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ სახალხო შეკრების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მისი თქმით, „უდიდესი კულტურის, უძველესი ისტორიის, ტრადიციების მქონე ქვეყანას“ კვლავაც მკაფიო გზავნილი აქვს მსოფლიოსთან – საკუთარი იდენტობის შენარჩუნებით და სრული დამოუკიდებლობით გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. „როგორც ყოველთვის, ჩვენი ერთად ყოფნა, ჩვენი ერთად დგომა, ჩვენი ერთსულოვნება არის საქართველოს განვითარების, მისი უკეთესი ხვალინდელი დღის, მომავალი […]

მიხეილ სარჯველაძე – მამული, ენა, სარწმუნოება – ქართველი ერი კვლავ ერთგულია ილიას დანატოვარის

მამული, ენა, სარწმუნოება – ქართველი ერი კვლავ ერთგულია ილიას დანატოვარის, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე განაცხადა. მინისტრი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კანონპროექტი რუსული არ არის. „საზოგადოების ერთმა ნაწილმა მისცა თავს უფლება ესაუბრა ქართველი ხალხის სახელით და რა თქმა უნდა ამასთან დაკავშირებით გაჩნდა პროტესტი საზოგადოების სხვა ნაწილში. […]

ალუდა ღუდუშაური – რადგან ჩვენი მთავარი მიზანი არის ღირსეულად, მტკიცედ, ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით ევროპულ ოჯახში გაწევრიანება – ხაბეიშვილები, ვაშაძეები, სააკაშვილები, ესენი არიან ქვეყნის სირცხვილი და წარსულები

დღეს არის ერთობის და ერთად მტკიცედ დგომის დრო, რადგან ჩვენი მთავარი მიზანი არის ღირსეულად, მტკიცედ, ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებულით ევროპულ ოჯახში გაწევრიანება ,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა “ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ შეკრებაზე განაცხადა. ღუდუშაურის თქმით, დღევანდელი აქცია არის სიყვარულის და ერთობის აქცია. “დღევანდელი შეკრება ეს არის ეროვნული ერთობა. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს ყველა […]

მიხეილ სარჯველაძე – მამული, ენა, სარწმუნოება – არის ჩვენი ფუნდამენტი, ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობისა

მამული, ენა, სარწმუნოება – არის ჩვენი ფუნდამენტი, ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობისა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე განაცხადა. მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, საქართველო კვლავ ქართული სახელმწიფოა და მაშასადამე ევროპული სახელმწიფოცაა. „ქართველურია ზუსტად იმიტომ, რომ ერთგულია ეს ქვეყანა ილიას მემკვიდრეობის, რომელიც უცვლელი დიდებული ტრიადისგან შედგება-მამული, ენა, სარწმუნოება. არავის აქვს საკითხის სხვაგვარად დაყენების უფლება, უფლება, რომ […]

უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გაიზრდება – სტოლტენბერგი კიევიდან

ნატოს მეთაურმა 29 აპრილს უკრაინელებს უთხრა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებმა ბოლო თვეებში ვერ შეასრულეს უკრაინის სამხედრო დახმარების დაპირება. თუმცა, იენს სტოლტენბერგის თქმით, ახლა უკრაინაში იარაღისა და საბრძოლო მასალის ნაკადი გაიზრდება. სტოლტენბერგი უკრაინაში წინასწარ გამოუცხადებელი ვიზიტით ჩავიდა. ეს მისი მესამე ვიზიტია უკრაინაში მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში იქ რუსეთი კიდევ ერთხელ შეიჭრა და მეზობელ სუვერენულ […]

დღეს, უსამშობლო რადიკალებს ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა თავიანთ უმთავრეს ამოცანად აქვთ ქცეული, რადგან საქართველოს არ ჰყავს ქვეყნის ეროვნული ინტერესების მასზე დიდი დამცველი

დღეს, უსამშობლო რადიკალებს ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა თავიანთ უმთავრეს ამოცანად აქვთ ქცეული, რადგან საქართველოს არ ჰყავს ქვეყნის ეროვნული ინტერესების მასზე დიდი დამცველი საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე სახალხო შეკრებაზე თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯომარეს, ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა იმ სტანდარტებისთვის, რომელიც მისი ხელშეწყობით 2012 წლიდან დაინერგა ქართულ პოლიტიკაში […]