ისრაელის იერიშს რაფაში 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

პალესტინელთა ჯანდაცვის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ გასული ღამის განმავლობაში ღაზის სამხრეთში მდებარე ქალაქ რაფაზე ისრაელის შეტევას სულ მცირე, 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მოწმეები და სამედიცინო მუშაკები ამბობენ, რომ რაფაში საჰარო იერიშის სამიზნე სამი სახლი გახდა. ღაზის სექტორისა და ეგვიპტის საზღვრის გასწვრივ მდებარე ტერიტორია ღაზაში პალესტინელი მოსახლეობის დახლოებით ნახევრისთვის იქცა თავშესაფრად. 7 ოქტომბერს დაჯგუფება “ჰამასის” მიერ […]

ანკარა ნატოს ახალი თავმჯდომარის პოსტზე მხარს რუტეს დაუჭერს

თურქეთმა თავის ნატოელ მოკავშირეებს განუცხადა, რომ ალიანსის შემდეგი გენერალური მდივნის პოსტზე ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს კანდიდატურას დაუჭერს მხარს. აღნიშნული განცხადება თურქეთის ოფიციალურმა პირმა ორშაბათს, 29 აპრილს გაავრცელა. ანკარის პოზიცია მნიშვნელოვანია, რადგან ნატო გადაწყვეტილებებს აბსოლუტური კონსენსუსით იღებს. ეს ნიშნავს, რომ გენერალური მდივნის პოსტზე დასამტკიცებლად, ნებისმიერ კანდიდატს 32-ვე მოკავშირის მხარდაჭერა დასჭირდება. თურქეთს, ნატოს წევრ ქვეყნებთან – უნგრეთთან, […]

შალვა პაპუაშვილი – ჩვენს დამოუკიდებლობას ემუქრებოდა და ემუქრება ხილული და უხილავი საფრთხეები – ვხედავთ ზოგიერთის სურვილს, საქართველო იყოს სხვების ნება-სურვილის შემსრულებელი სატელიტი ქვეყანა

ჩვენს დამოუკიდებლობას ემუქრებოდა და ემუქრება ხილული და უხილავი საფრთხეები, იქნებოდა ეს საბჭოთა ტანკები თუ ჩვენი ეროვნული თვითშეგნებისა და ღირებულებების გადაგვარების თანამედროვე მცდელობები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ორგანიზებულ საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, დღეს პოლიტიკურ დღის წესრიგში დგას ორი საკითხი, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობას – ქართველების ცხოვრების […]

მამუკა მდინარაძე – ჩვენი გზა არის ევროპაში, ჩვენი ადგილი არის ევროპაში, ევროპა ქართველებთან ერთად უფრო გამდიდრდება, უფრო ღირსეული, უფრო თამამი, უფრო ამაყი იქნება

ჩვენი გზა არის ევროპაში, ჩვენი ადგილი არის ევროპაში, ამასთან ერთად, უნდა ვთქვათ, რომ ევროპა ქართველებთან ერთად უფრო გამდიდრდება, უფრო ღირსეული, უფრო თამამი, უფრო ამაყი იქნება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ჩვენი სვლა არ არის მარტივი, თუმცა “ყველაფერს ერთად შევძლებთ მყარად, სიამაყით და ორ ფეხზე […]

შალვა პაპუაშვილი – საქართველო ევროპული ცივილიზაციის თანაშემოქმედია – ქართული ღირებულებები არის ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები; ამიტომ, საქართველო კი არ ისწრაფვის ევროპისკენ, საქართველო არის ევროპა

35 წლის წინ აქ, ამ გამზირზე შეკრებილმა ქართველმა ერმა შეჰფიცა, რომ არ დათმობდა თავის სამშობლოს, არ უღალატებდა საკუთარ მრწამსს, არ გადაუხვევდა თავისუფლების გზიდან და ფიცისთანავე საკუთარი სისხლით დაამტკიცა მიღებული ურყევი გადაწყვეტილება,’- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საყოველთაო სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლის დროს. როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ერთი სიტყვა, რომელიც ყველაზე მეტად გამოხატავს ამ […]

კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილზე – დღეს, უსამშობლო რადიკალებს ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა თავიანთ უმთავრეს ამოცანად აქვთ ქცეული, რადგან საქართველოს არ ჰყავს ქვეყნის ეროვნული ინტერესების მასზე დიდი დამცველი

საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე სახალხო შეკრებაზე თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯომარეს, ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა იმ სტანდარტებისთვის, რომელიც მისი ხელშეწყობით 2012 წლიდან დაინერგა ქართულ პოლიტიკაში და აღნიშნა, რომ “ბიძინა ივანიშვილი განსაკუთრებით იცავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს”. მისივე თქმით, დღეს საქართველოს მართავს გუნდი, რომელსაც გააზრებული აქვს საკუთარი პასუხისმგებლობა. […]

ბლინკენი ჰამასს მოუწოდებს დათანხმდნეს ისრაელის საზავო წინადადებას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულ ჰამასს მოუწოდა დროულად დათანხმდეს ისრაელის წინადადებას ღაზის ომში ცეცხლის შეწყვეტისა და ჰამასის მიერ დატყვევებული ისრაელელების გათავისუფლების თაობაზე. ჰამასის წარმომადგენლები 29 აპრილს კაიროში შეხვედრებს მართავდნენ კატარის და ეგვიპტის შუამავლებთან, საიმისოდ, რომ პასუხი შეემუშავებინათ ისრაელის მხრიდან გასულ შაბათ-კვირას წარმოყენებული, ეტაპობრივი ზავის წინადადებაზე. “ჰამასის წინაშეა წინადადება, […]

ნავთობი და გაზი აზერბაიჯანის ექსპორტის დაახლოებით 90%-ს შეადგენს

აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვება შემცირდა, რამაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის შემცირება გამოიწვია. ამის შესახებ დეპუტატმა ვუგარ ბაირამოვმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ამ დროის განმავლობაში ნავთობის მოპოვება 6,7%-ით შემცირდა. „ნავთობი და გაზი აზერბაიჯანის ექსპორტის დაახლოებით 90%-ს შეადგენს. იმპორტის შემცირება განპირობებულია სეზონური ფაქტორებით, ასევე სახელმწიფო შესყიდვების ახალი წესების შემოღებით“. მან აღნიშნა, რომ ელექტროენერგიის და ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების ექსპორტის […]

“აგენტების” შესახებ კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდები “ვაკის პარკიდან” “მზიურის” მიმართულებით გადაადგილდებიან

“აგენტების” შესახებ კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდები “ვაკის პარკიდან” “მზიურის” მიმართულებით გადაადგილდებიან. მათი მოთხოვნა უცვლელია – გაიწვიოს “ქართულმა ოცნებამ” “აგენტების კანონი”. პარალელურად, თბილისში, პარლამენტის წინ მმართველი პარტიის „საერთო სახალხო შეკრება” მიმდინარეობს. 22 აპრილს გახდა ცნობილი, რომ „აგენტების კანონის“ მხარდაჭერის მიზნით “ქართული ოცნება” აქციის გამართვას გეგმავდა.

„„ეს მოღალატე, მაოხრებელი, მანიპულატორი, მატყუარა, ქვეშაჯვია არარაობა მინდა ისე გაქრეს, ლაქაც არ დატოვოს“ – ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე

„ევროპული საქართველოს“ წევრი, თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილზე: „ეს მოღალატე, მაოხრებელი, მანიპულატორი, მატყუარა, ქვეშაჯვია არარაობა მინდა ისე გაქრეს, ლაქაც არ დატოვოს.