„განყოფილებაში მეუბნებოდნენ, ვიცით შენზე, სტრიპტიზს რომ ცეკვავ, ჩახდილიო“ – რას ჰყვება დაკავებული დემონსტრანტი

ევროკავშირის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული ბეა გაზდელიანი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. ის 7 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე დააკავეს იმ დროს, როცა სპეცრაზმის წინ ხელებგაშლილი იდგა და მეგობრის დაკავებას ამ ფორმით აპროტესტებდა. მას შსს პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა. ბეა გაზდელიანი სასამართლო სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან მოჰყვა, რომ შსს-ს ფორმიანმა შავნიღბიანებმა შეურაცხყოფა მიაყენეს. „დააკავეს […]
იტალიაში COVID-19 ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებისთვის ჯარიმები გაუქმდა

იტალიის მთავრობამ გააუქმა ჯარიმები იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც უარი თქვეს სავალდებულო COVID-19–ის ვაქცინაციაზე. ამის შესახებ Reuters იტყობინება იტალიის მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით, წერს „ევროპეისკაია პრავდა“. მინისტრთა კაბინეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯარიმები გაუქმდა და მათი გადახდის ყველა ვალდებულება მოხსნილია. იტალიური მედიამ ადრე ავრცელებდა იდეას იმ პირთათვის კომპენსაციების გადახდახზე ვინც ჯარიმე უკვე გადაიხადა, თუმცა მთავრობის განცხადებაში ეს არ იყო […]
“ძალიან გთხოვთ, გააჩერეთ თქვენი შვილი! ნუ ასახიჩრებს ახალგაზრდებს!” – აქციის მონაწილე კობახიძის დედას

ქალბატონო, მე თქვენ გიცნობთ, ერთად გვიმუშავია და ძალიან გთხოვთ, გააჩერეთ თქვენი შვილი! ნუ ასახიჩრებს ახალგაზრდებს! როგორ უნდა იცხოვროთ ამ საქართველოში?! ძალიან გთხოვთ, გააჩერეთ თქვენი შვილი, – ამბობს მოქალაქე.
“ამაყი ვარ, რომ ვუერთდები მსოფლიო ლიდერებს ქართველი ხალხისა სოლიდარობისთვის”- ჰილარი კლინტონი

“ამაყი ვარ, რომ ვუერთდები მსოფლიო ლიდერებს მსოფლიოს გარშემო, რომლებიც დგანან ქართველი ხალხისა და სალომე ზურაბიშვილის სოლიდარობისთვის, საქართველოს ისტორიაში ასეთ კრიზისულ დროს. საქართველო არ არის იზოლირებული შემთხვევა: იგი არის კრიტიკული ბრძოლის ველი ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის გლობალურ ბრძოლაში“.
შსს განმარტავს, რას ითვალისწინებს „პოლიციის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რას ითვალისწინებს „პოლიციის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი. როგორც უწყება განმარტავს, „პოლიციის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, პოლიციაში სამსახურში მიღების გარკვეული წესების მოდიფიცირებასა და იმ პოზიციებზე, რომელიც გასამხედროებულ რეჟიმს უკავშირდება, მიღების განსხვავებული წესის დადგენას. ამასთან, აღინიშნება, რომ კანდიდატი, რომელიც არ აკმაყოფილებს შესაბამისი პოზიციისთვის დადგენილ განათლების, ფიზიკური მომზადების, ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებს, […]
სირიის საკითხებში გაეროს დესპანი, გარდამავალი პერიოდის მნიშვნელობაზე საუბრობს

სირიის საკითხებში გაეროს საგანგებო დესპანმა გირ პედერსონმა სამშაბათს განაცხადა, რომ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის გაძევების შემდეგ სირიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდა, პოლიტიკური გარდამავალი პერიოდის ორგანიზება და მისი რეალობაში გატარებაა. ჟენევაში ჟურნალისტებთან საუბრისას პედერსონმა თქვა, რომ სირიას „დამასკოში სანდო და გარდამავალი პერიოდის შეთანხმებები“ სჭირდება, რაც სირიის საზოგადოების ყველაზე ფართო სპექტრს წარმოადგენს. პედერსონმა თქვა, რომ ასეთ პროცესს შეეძლება გზა […]
კლინტონი: ვუერთდები მსოფლიოს ლიდერებს ქართველი ხალხისა და პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხარდაჭერაში

“ვამაყობ, რომ ვუერთდები ლიდერებს მთელი მსოფლიოდან, რათა სოლიდარობა გამოვუცხადოთ ქართველ ხალხს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს ისტორიის ამ კრიტიკულ მომენტში. საქართველო არ არის იზოლირებული შემთხვევა: ეს არის კრიტიკული ბრძოლის ველი ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის გლობალურ ბრძოლაში”, – წერს “ფეისბუქის” გვერდზე ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და პრეზიდენტ ბილ კლინტონის მეუღლე, ჰილარი კლინტონი. ამ განცხადებას მან დაურთო […]
მაკა ბოჭორიშვილი – ჩვენ ხელის გულზე ვატარებთ ევროკავშირთან, მის ყოველ წევრ ქვეყანასთან პარტნიორობას – სამწუხაროდ, ზოგიერთი შიდა და გარე აქტორი ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხს მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ “ქართული ოცნებისთვის” ევროპული ინტეგრაცია “საკვანძო პრიორიტეტია” და “ხელის გულზე ატარებენ” ევროკავშირთან პარტნიორობას. ამის შესახებ მაკა ბოჭორიშვილმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პეტერ სიიარტოსთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს საკვანძო საგარეო პრიორიტეტებია ევროპული ინტეგრაცია, ამ პრიორიტეტს ზურგს უმაგრებს „ჩვენი ისტორია, ჩვენი იდენტობა და ქართველი ხალხის ნება“. ამასთან, […]
საპროტესტო აქციაზე დაკავებულ ლაშა გოგებაშვილს 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული ლაშა გოგებაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განუსაზღვრა. მის მიმართ წვრილმან ხულიგნობაზე ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა, სამართალდამრღვევად მხოლოდ პოლიციელის დაუმორჩილებლობის ნაწილში იქნა ცნობილი. დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში პარალელურ რეჟიმში სხვადასხვა დროს დაკავებული მომიტინგეების ადმინისტრაციული პროცესები სხვადასხვა მოსამართლემ განიხილა. “წიგნების თაროს” მონაწილე ნიკა სვანიძე ნაწილობრივ […]
“სიგარეტზე აქციზის ზრდა, სადა შეფუთვის კანონთან ერთად, კონტრაბანდის რისკებს ზრდის” – JTI

მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, თამბაქოს პროდუქტებზე სააქციზო მოსაკრებელის 20 თეთრით გაზრდის შესახებ, BMG-სთან ალექსანდრე ავაზაშვილი, JTI-ს კორპორაციული ურთიერთობებისა და კომუნიკაციების დირექტორი აფასებს. მისი თქმით, აქციზის ზრდა, თამბაქოს პროდუქტებისთვის სავალდებულო სადა შეფუთვის კანონთან ერთად, ქვეყანაში კონტრაბანდული საქონლის შემოდინებას გაზრდის. როგორც ალექსანდრე ავაზაშვილი განმარტავს, სექტორს ფინანსთა სამინისტროსთან კომუნიკაცია ჰქონდა, თუმცა – უშედეგოდ.