9 თვეში უცხოურმა ბანკებმა რუსეთში $2.34 მილიარდი გამოიმუშავეს

9 თვეში უცხოურმა ბანკებმა რუსეთში $2.34 მილიარდი გამოიმუშავეს 2024 წლის ცხრა თვის განმავლობაში რუსეთში დარჩენილმა უცხოურმა ბანკებმა $2.34 მილიარდის წმინდა მოგება გამოიმუშავეს, რაც 30%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია KSE Institute-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში. მიუხედავად იმისა, რომ უცხოური ბანკების წილი რუსეთის საბანკო სისტემის აქტივებში 2.41%-მდე შემცირდა, მათ საერთო მოგების 8.01% უზრუნველყვეს. აღნიშნულ ბანკებს […]
„ფინანსური ბაზრების განვითარების ეპოქაში, ინდექსების შექმნისა და გამოყენების შესახებ ცოდნა აუცილებელია გამჭვირვალობის გასაძლიერებლად და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების მხარდასაჭერად“ – სებ–ის ვიცე–პრეზიდენტი

„ფინანსური ბაზრების განვითარების ეპოქაში, ინდექსების შექმნისა და გამოყენების შესახებ ცოდნა აუცილებელია გამჭვირვალობის გასაძლიერებლად და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების მხარდასაჭერად“ – სებ–ის ვიცე–პრეზიდენტი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა FTSE Russell-თან თანამშრომლობით ინდექსების თემისადმი მიძღვნილ ვებინარს უმასპინძლა. FTSE Russell-ი ინდექსებისა და ბენჩმარკების გადაწყვეტების გლობალური პროვაიდერი და ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფის (LSEG) ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა. ღონისძიებაში საბროკერო ფირმების, საინვესტიციო ფონდების, საპენსიო […]
კრემლი: უკრაინაში ომი გაგრძელდება, სანამ პუტინი მიზანს არ მიაღწევს

კრემლის სპიკერი ამბობს, რომ უკრაინაში დაპირისპირება გაგრძელდება მანამ, სანამ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ დასახული მიზნები მიღწეული არ იქნება, ან სამხედრო მოქმედებით, ან მოლაპარაკებით. პუტინმა უკრაინას მოსთხოვა, უარი ეთქვა ნატოში გაწევრიანების ამბიციაზე და უკრაინის ოთხ რეგიონზე, რომელსაც რუსეთი თავისად მიიჩნევს. ამ მოთხოვნებზე კიევმა მოსკოვს უარი უთხრა, რადგან ეს, მისი აზრით, კაპიტულაციის ტოლფასი იქნებოდა. “სპეციალური სამხედრო ოპერაცია […]
ევროკავშირის ელჩმა სალომე ზურაბიშვილს სამუშაო ლანჩზე უმასპინძლა წევრი სახელმწიფოების ყველა ელჩთან ერთად – ევროკავშირის წარმომადგენლობა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩმა სალომე ზურაბიშვილს სამუშაო ლანჩზე უმასპინძლა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებთან ერთად. „დღეს ევროკავშირის ელჩმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სამუშაო ლანჩზე უმასპინძლა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ყველა ელჩთან ერთად. მისი მუშაობა საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების დასაცავად გადამწყვეტია. ევროკავშირი დამატებით ზომებს საბჭოს სხდომებზე მომავალ კვირას ბრიუსელში განიხილავს“, – აღნიშნულია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის გვერდზე […]
აქციაზე დაკავებული იურისტი გიორგი დავითური სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და დააჯარიმა

პროევროპულ აქციაზე 2 დეკემბერს დაკავებული იურისტი, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ წარმომადგენელი გიორგი დავითური სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და დააჯარიმა. „დღეს დასრულდა სასამართლო. მცნეს სამართალდამრღვევად და დამაჯარიმეს. განზრახ არ ვიტყვი არაფერს ამ გადაწყვეტილების თავსებადობაზე სიმართლესთან ან სამართალთან“, – წერს იგი ფეისბუკზე. იგი პოლიციის განყოფილებაში 48 საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული და 4 დეკემბერს გაათავისუფლეს, სასამართლო კი 10 დეკემბერს […]
ბადრი ჯაფარიძე – “ქართული ოცნების” მიერ კრიმინალური ბანდების გამოყენებით მიმდინარეობს ოპონენტების მიმართ ანგარიშსწორება – დიდ შეცდომას უშვებს ივანიშვილი

კრიმინალური ბანდების გამოყენებით მიმდინარეობს ოპონენტების მიმართ ანგარიშსწორება “ქართული ოცნების” მიერ , – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტიკურ სივრცეში” განაცხადა. ჯაფარიძის შეფასებით, ივანიშვილს ეგონა, პროტესტს ძალადობით ჩაახშობდა, როგორც ამან რუსეთსა და ბელორუსში იმუშავა, თუმცა, სულ სხვა სურათი მიიღო. როგორც მან აღნიშნა, ქართველები ხელისუფლების მხრიდან ძალადობის საშიშროებას არ გაურბიან. “მივიღეთ […]
რას პასუხობენ ფორმულას კანადის საგარეოში შესაძლო სანქციების დაწესებაზე

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მელანი ჯოლის განცხადების შემდეგ, რომლის თანახმადაც, კანადა სანქციებს დაუწესებს ადამიანებს, რომლებიც საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევაში არიან ჩართული, ფორმულამ კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს კითხვით მიმართა. შესაძლო სანქციებთან დაკავშირებით დეტალებზე დასმული კითხვის პასუხად, კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ჯონ ბებოკი ამბობს, რომ კანადა აგრძელებს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე აქტიურ დაკვირვებას, რათა შეაფასოს ადამიანის უფლებების […]
“ღალატი თქვენი რიგებიდან მოდის, თუ აფასებ დემოკრატიას, დაამტკიცე – ქმედებებით, არა უხამსობით” – კოლსი პაპუაშვილს

ევროპარლამენტარმა რიჰარდს კოლსმა შალვა პაპუაშვილს, რომელმაც ჟიგიმანტას პავილიონისის და მარკო მიხელსონის განცხადებები გააკრიტიკა, სოციალურ ქსელით მიმართა და ბალტიელი ლიდერებისადმი ცილისწამებაში დადანაშაულა. ევროპარლამენტარის თქმით, “შალვა პაპუაშვილი ცილს სწამებს მარკო მიხელსონს და ჟიგიმანტას პავილიონისს, თუმცა “ნამდვილი ღალატი“ პირიქით “ქართული ოცნების“ რიგებიდან მოდის.“ “ბალტიელი ლიდერების, “რეჟიმის ცვლილების” წამქეზებლებად გამოყვანის მცდელობა სასაცილოა“, – წერს კოლსი. დემოკრატიაზე საუბრობ, მაგრამ იმას […]
“სახლებში დაგვამწყვდევ საახალწლოდ, შენ “ნარუშილოვკა გექნება” და ივლი ჩვენს მაგივრად გოჭის სახრამუნოდო” – რას წერს ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე: მდინარაძე წერს, 30 დეკემბრიდან საგანგებო მდგომარეობას გამოვაცხადებთო და ეს რომ ტკბილად მიაწოდოს თავის მლიქვნელებს, ჯღანაობს, გოზინაყი, ჩურჩეხელები და რაღაც საყვარლობებიო, ოღონდ ვერ გაიგებ რაის გოზინაყი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია ვხუმრობო, იმპულსს გამოსცემს. ხოდა შესციცინებენ, ხოტბავენ და ესიყვარულებიან, რა კარგი ხარ ბიჭო, რა კარგი, სახლებში რომ დაგვამწყვდევ საახალწლოდ და ვერსად წავალთ სტუმრად, […]
“ვრცელდება ხმები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ…” – რას წერს მამუკა მდინარაძე

მმართველი გუნდის ერთ–ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში, წერს: ვრცელდება ხმები 30 დეკემბრიდან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ, რასაც ვადასტურებ – მენიუ შეგიძლიათ ჩააგდოთ პირველივე კომენტარში. არ საჩივრდება გოზინაყის სავალდებულობა!