ირაკლი კობახიძე ზურაბიშვილზე – უბრალოდ ამ ქვეყნის მოღალატეა – მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ სერიოზული წვლილი მაქვს შეტანილი მის გაპრეზიდენტებაში

სალომე ზურაბიშვილი უკვე გაცვეთილი რესურსია; თავიდან, როდესაც პირველად შევიდა „ნაციონალური მოძრაობის” დღის წესრიგში, გარკვეული ეფექტი ჰქონდა მის განცხადებებს, თუმცა დღეს იმდენად გაიშიფრა სალომე ზურაბიშვილი, როგორც „ნაციონალური მოძრაობის” სატელიტი, ერთი პატარა ჭანჭიკი კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობაში”, რომ მის განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. პრემიერი სალომე ზურაბიშვილს მოღალატეს უწოდებს და […]

“ვიწყებ შიმშილობას რუსთაველზე, ახლა ცოცხალ შვილს ვჭირდები” – სარალიძე რუსული კანონის წინააღმდეგ

“ალიას” ექსკლუზიური ინფორმაციით, ზაზა სარალიძე, რომელიც არაერთი დღეა აპროტესტებს რუსულ კანონს, ახალგაზრდებისთვის იარლიყების მიკვრის მცდელობას და რუსული კანონის მოწინააღმდეგეთა გაშავების მცდელობას, დღეს, ქართული ოცნების აქციაზე იმყოფებოდა, რათა, კიდევ ერთხელ დარწმუნებულიყო, რომ ოცნება ნამდვილად არ აპირებს უკან დახევას და რუსულ კანონზე უარის თქმას. გამომდინარე იქედან, რაც ნახა და მოისმინა აქციაზე, გადაწყვიტა, შიმშილობა დაიწყოს რუსთაველის გამზირზე, მანამ, […]

,,ყველაფერი, რაც ილაპარაკა, სისუსტემ ალაპარაკა” – მელია ივანიშვილზე

,,ახალის” თანადამფუძნებელი, ნიკა მელია ივანიშვილის გამოსვლაზე: ,,ყველაფერი, რაც ილაპარაკა, სისუსტემ ალაპარაკა. ხალხი შუა სიტყვაში შემოეცალა და რუსთაველი ჩააბნელა, რომ არ გვენახა. ამ ქვეყანაში სიმართლე და ტყუილი ერთმანეთში ვეღარასოდეს აირევა, ღირსება და დამოუკიდებლობა შინაარსისგან ვერ დაიცლება და ცარიელ სიტყვებად არ იქცევა… იმარჯვებს ის ვისაც სჯერა, იმარჯვებს ის ვინც იბრძვის.”

“ვალენსია” სტუმრად “ბარსელონას” 2:1 ამარცხებს – მამარდაშვილი გააძევეს

ლა ლიგის 33-ე ტურში “ვალენსია” პირველი ტაიმის შემდეგ გასვლაზე “ბარსელონას” 2:1 ამარცხებს. სამწუხაროდ, ბოლო იმედის ჯარიმის გამო სტუმართა გუნდის მეკარე გიორგი მამარდაშვილი გააძევეს. ბოლო ორ მატჩში „ბარსას“ მარცხისა და წვიმის გამო სტადიონზე ბევრი მაყურებელი არ მივიდა, მასპინძლები თავიდანვე დაეუფლენ უპირტესობას, მამარდაშვილმა ორჯერ მუშტებით მოიგერია საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი, შემდეგ ჩინებული პასით პეტერი ტერ შტეგენთან პირისპირ გაიყვანა, […]

ნიკა მელია ბიძინა ივანიშვილის განცხადებებზე – ყველაფერი, რაც ილაპარაკა, სისუსტემ ალაპარაკა, ხალხი შუა სიტყვაში შემოეცალა და რუსთაველი ჩააბნელა, რომ არ გვენახა

ყველაფერი, რაც ილაპარაკა, სისუსტემ ალაპარაკა, ხალხი შუა სიტყვაში შემოეცალა და რუსთაველი ჩააბნელა, რომ არ გვენახა – იმარჯვებს ის ვისაც სჯერა, იმარჯვებს ის ვინც იბრძვის, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება „ქართული ოცნების“ სახალხო შეკრებაზე პარტიის საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას. „ყველაფერი, რაც ილაპარაკა, სისუსტემ ალაპარაკა. ხალხი შუა […]

„ენჯეოების“ გაუმჭვირვალე დაფინანსება ხელისუფლების გარედან დანიშვნის მთავარი ინსტრუმენტია – ივანიშვილი

„სწორ დროს სწორი სვლის გაკეთება პოლიტიკის მთავარი ხელოვნებაა. ჩემი პოლიტიკური წარსული მაძლევს იმის მტკიცების საშუალებას, რომ როგორც პოლიტიკურ ლიდერს, ამგვარი სვლების გათვლა კარგად შემიძლია“, – აცხადებს ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი. მან თბილისში ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონპროექტთან დაკავშირებით გამართულ მთავრობის მხარდამჭერთა მიტინგზე შეკრებილებს მიმართა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი თანაგუნდელები „სრული სიმართლის თქმას … ერიდებიან“ – „სრული სიმართლე […]

„სექტორში ძირითადი გამოწვევა, არსებული კანონმდებლობის აღსრულებაა“ – VORTEX Water Engineering

კომპანია VORTEX Water Engineering-ის დამფუძნებელი და დირექტორი, არჩილ ნასრაშვილი BM.GE-სთან სექტორში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს და აცხადებს, რომ არსებული კანონმდებლობის აღსრულება სექტორის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. მისი თქმით, ძალიან ბევრი კომპანიაა, მათ შორის ფინანსურად ძლიერი კომპანიები, რომლებიც გამოყენებულ ბინძურ წყალს მდინარეებში აქცევენ. ამასთან, არსებობს საფრთხე იმისა, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციისას რაიმე შემაფერხებელი ფაქტორები გამოიკვეთოს. „ჩვენი საქმიანობა არის წყლის სისტემების […]

„მოსკოვის რეისებით ძირითადად ქართველი მომხმარებლები სარგებლობენ“ – Buslines

მგზავრთა გადამყვანი კომპანია Buslines-ის დამფუძნებელმა, გელა ჯიშკარიანმა BM.GE-სთან განაცხადა, რომ მომხმარებელთა უდიდესი ნაწილი, რომლებიც რუსეთის, კერძოდ მოსკოვის მიმართულებით მგზავრობენ, ქართველები არიან.

კობახიძე კუბილიუსს “არაევროპულს”, რიშს და შაჰინს კი “არაამერიკულ” პოლიტიკოსებს უწოდებს

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე მორიგ ჯერზე ესხმის თავს დასავლელ პოლიტიკოსებს, რომლებიც რუსულ კანონს აკრიტიკებენ. იმედის ეთერში მან ამტკიცა, რომ “გამჭვირვალობა ევროპული სტანდარტია” და “არაევროპელი” და “არაამერიკული” პოლიტიკოსების წინააღმდეგობებს “აუცილებლად გადალახავენ”. ამ კონტექსტში მან ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი და სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი მოიხსენია. “ჩვენ ვართ აბსოლუტურად მართლები. იმისათვის, რომ ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ დაისვენოს და […]

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეების აქცია დასრულდა

სამოქალაქო აქტივისტების აქცია რამიშვილის ქუჩაზე დასრულდა. ისინი თავდაპირველად “ვაკის პარკში” შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობა გამართეს. აქციაზე შეკრებილებმა გააპროტესტეს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი. ისინი სკანდირებდნენ “არა რუსულ კანონს”, “სად მივდივართ?ევროპაში!”, “სად არ გვინდა? – რუსეთში!” ; “გაიწვიეთ რუსული კანონი”. აქციის მონაწილეებმა შეასრულეს საქართველოს ჰიმნი. ორგანიზატორების ინფორმაციით, მნიშვნელოვანია აქციები გაგრძელდეს, ვინაიდან “ქართულ ოცნებას” დისკომფორტი შეექმნას. სამოქალაქო […]