ენტონი ბლინკენმა საუდის არაბეთის პრინცთან ღაზაში მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევის საკითხი განიხილა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საუდის არაბეთის პრინცთან ღაზაში მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევის საკითხი განიხილა, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთის პრინცს, მოჰამედ ბინ სალმანს ერ-რიადში შეხვდა და მხარეებმა რეგიონში დაძაბულობის შემცირების გადაუდებელ აუცილებლობაზე იმსჯელეს. ასევე, ენტონი ბლინკენმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ღაზის სექტორისთვის […]

გია ხუხაშვილი – ბიძინა პუტინს ეთანხმება

ბიძინა პუტინს ეთანხმება, იმავე ჭკუაზეა, ეს არის პრობლემა, – ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ სახალხო შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, მნიშვნელობა არ აქვს დაპირებებს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა დღეს გააჟღერა, რადგან მან ანტიდასავლური რიტორიკა გამოიყენა, რაც ძალიან სახიფათოა. გია ხუხაშვილის თქმით, 2012 წელს […]

გერმანიაში სახელმწიფო გადატრიალების შეთქმულებაში ბრალდებულთა სასამართლო დაიწყო

გერმანიის სასამართლო სახელმწიფო გადატრიალებაში ბრალდებულთა საქმეების მოსმენას იწყებს. ორშაბათს 9 კონკრეტული პირის საქმის განხილვისას, სასამართლოში ითქვა, რომ გერმანიის სახელმწიფოს წინააღმდეგ დაგეგმილი შეთქმულების ორგანიზატორ ძალადობრივ ჯგუფს საკმაოდ “დაწინაურებული გეგმები” ჰქონდა საიმისოდ, რომ ქვეყნის მასშტაბით სამხედრო სტრუქტურა შეექმნა და თავისი პუტჩისადმი წინააღმდეგობა ჩაეხშო. პროკურორების განცხადებით, ძალადობის გამოყენების თაობაზე მათი მზაობის ერთ-ერთი მტკიცებულება იყო ისიც, რომ მათმა წევრმა […]

შალვა პაპუაშვილი – ყველა საკითხი, რომელიც უკავშირდება ჩვენს დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას, ეროვნულ თვითმყოფადობას, არის პრინციპული საკითხი ნებისმიერთან ურთიერთობაში – იქნება ეს მტერი თუ მოყვარე

ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს გაწევრიანება ნებისმიერ გაერთიანებაში, უნდა ემსახურებოდეს უპირველეს ყოვლისა საქართველოს ინტერესებს და არა პირიქით, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საყოველთაო სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლის დროს. მისი განცხადებით, ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო ევროპული ცივილიზაციის, სულიერების, სახელმწიფოს თანაშემოქმედია, რადგან ქართული ღირებულებები არის ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები. ,,ის, რომ ჩვენ ქართულ ინტერესებს […]

ირაკლი კობახიძე – კეზერაშვილმა კვიპროსში ერთ-ერთ შეხვედრაზე თქვა, რომ დაგეგმილი აქვს ამ საპარლამენტო არჩევნებისთვის 45 მლნ დოლარის მობილიზება, საიდანაც 15 მლნ NGO-ებისთვის გამოყოფილი ფულია

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ რაზე რა თანხები იხარჯება და ხომ არ იხარჯება გარკვეული თანხები პირდაპირ საარჩევნო კამპანიებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, ვინ რისთვის და რამდენით ფინანსდება. „რამდენიმე თვის წინ შედგა მაგალითად ასეთი შეხვედრა კვიპროსში, ცნობილ კეზერაშვილთან, სადაც ის ესაუბრებოდა რამდენიმე მის ნაცნობს და […]

ირაკლი კობახიძე – ეკა გიგაურს და ნინო ლომჯარიას მოაკლდებათ თუ არა თანხები, ამას ქართული საზოგადოება ვერ იდარდებს

ფინანსური დახმარების შეჩერების ენით საუბარი ქართულ საზოგადოებასთან არასწორია, მაგრამ ეს არის ყველაზე არასწორი მუქარა გამომდინარე იქიდან, რომ ამ თანხების უდიდესი ნაწილი, საბოლოო ჯამში, ხმარდება იმ ინტერესებს, რომლებიც მეტწილად დაკავშირებული არის სწორედ უცხოურ ძალასთან, ეს თამამად შეიძლება ითქვას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა იმედი LIVE-ში 14 სენატორის წერილთან დაკავშირებით განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, […]

30 აპრილს საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

30 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. როგორც განცხადების ავტორები განმარტავენ, აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შეესაბამისად, მიმდინარე წლის 30 აპრილს საქართველოს […]

რატომ გაიწვია ე.წ. „რუსული კანონი“ გასულ წელს „ქართულმა ოცნებამ“? – ბიძინა ივანიშვილმა მიზეზები განმარტა

„ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ საერთო სახალხო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გასულ წელს ე.წ. „რუსული კანონის“ გაწვევის მიზეზებზე ისაუბრა და განმარტა, რომ შარშან კანონის გაწვევას ორი „ობიექტური მიზეზი“ ჰქონდა. „საქართველოს სუვერენიტეტის გამყარებას ემსახურება ქართული კანონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ. შეიძლება დაისვას კითხვა, რატომ გაიწვია გუნდმა კანონი შარშან და რატომ ვიღებთ მას […]

პაატა ზაქარეიშვილი – მე ვხედავ ბიძინა ივანიშვილის ევოლუციას, მაგრამ მას გულზე რომ არასდროს ეხატებოდა ევროპული ინსტიტუტები, თავიდანვე ჩანდა

მე ვხედავ ბიძინა ივანიშვილის ევოლუციას, მაგრამ ის, რომ მას გულზე არასდროს ეხატებოდა ევროპული ინსტიტუტები, თავიდანვე ჩანდა , – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, საქართველოს დღევანდელი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილს დაჰპირდა, რომ ის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს „კბილებით გაათრევს“. „მოწინააღმდეგეები უკან დახევას არ აპირებენ, საკითხი […]

პარლამენტში 30 აპრილსაც უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს – შენობაში შესვლას ტელევიზიების აკრედიტებული ჟურნალისტები შეძლებენ, ხოლო სხვა მედიების წარმომადგენლებს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის საშუალება კვლავ არ ექნებათ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, 30 აპრილს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს. შესაბამისად, შენობაში შესვლას და მუშაობას მხოლოდ ტელევიზიების აკრედიტებული ჟურნალისტები შეძლებენ, ხოლო სხვა მედიების წარმომადგენლებს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის საშუალება არ ექნებათ. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შეესაბამისად, მიმდინარე წლის 30 აპრილს საქართველოს […]