დღეს იმდენად გაიშიფრა სალომე ზურაბიშვილი, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი, რომ მის განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს

სალომე ზურაბიშვილი უკვე გაცვეთილი რესურსია; თავიდან, როდესაც პირველად შევიდა „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგში, გარკვეული ეფექტი ჰქონდა მის განცხადებებს, თუმცა დღეს იმდენად გაიშიფრა სალომე ზურაბიშვილი, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი, ერთი პატარა ჭანჭიკი კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობაში“, რომ მის განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა იმედი LIVE-ში განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, […]
მამარდაშვილის გაძევება და ლევანდოვსკის ჰეთ-თრიკი – “ვალენსია” “ბარსელონასთან” დამარცხდა [VIDEO]

ლა ლიგის 33-ე ტურის დასკვნით მატჩში „ვალენსია“ გასვლაზე „ბარსელონასთან“ 2:4 დამარცხდა. ბოლო ორ მატჩში „ბარსას“ მარცხისა და წვიმის გამო სტადიონი არ გაივსო, მასპინძლები თავიდანვე დაეუფლენ უპირტესობას, მამარდაშვილმა ორჯერ მუშტებით მოიგერია საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი, შემდეგ ჩინებული პასით პეტერი ტერ შტეგენთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ მან შანსი ვერ გამოიყენა. შუა პირველ ტაიმში „ღამურების“ მცველებმა კარის წინ ფერმინი უმეთვალყურეოდ […]
რაც დღეს მოვისმინე, სრულიად ნათელია, ამ აგენტურის მხილება აუცილებელია – ბონდო მძინარაშვილი

რაც დღეს მოვისმინე, სრულიად ნათელია, ამ აგენტურის მხილება აუცილებელია – ბონდო მძინარაშვილი “რაც დღეს მოვისმინე, სრულიად ნათელია, რომ ახლავე თუ არ გაამკაცრეს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი, უახლოეს მომავალში მოუწევთ სერიოზული ცვლილებები უკვე მიღებულ კანონში. ამ აგენტურის მხილება აუცილებელია!”- წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი, რომელიც ეხმიანება 29 აპრილს, საერთო-სახალხო შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას.
ოდესაში ოთხი ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის სარაკეტო თავდასხმას

უკრაინაში, შავი ზღვის საპორტო ქალაქ ოდესაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას ემსხვერპლა ოთხი ადამიანი, დაიჭრა 28 პირი – განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა, რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოვიდა მოწოდებით უკრაინას უფრო სწრაფად მიეწოდოს ძალიან საჭირო შეიარაღება. ოდესაზე საღამოს განხორციელებული შეტევის შედეგად დაიღუპა სამი ქალი და ერთი კაცი – წერს გუბერნატორი ოლეჰ კიპერი ტელეგრამით. ზელენსკი ამ […]
“შემაშფოთებელია, საქართველო გზიდან გადაჰყავს” – სენატორები რუსულ კანონზე

ამერიკის კონგრესში საქართველოს ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, კონგრესმენებმა ჯერი კონოლიმ და ოსტინ სკოტმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც ოცნების მიერ რუსული კანონის ინიციირებაზე შეშფოთებას გამოხატავენ. სენატორების შეფასებით, პუტინის მიერ მიღებული კანონპროექტის მსგავს კანონს “საქართველო გზიდან გადაჰყავს”. “2012 წელს, ხელისუფლებაში მესამე ვადით მოსვლის შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა “კანონს უცხოელი აგენტების შესახებ”, რომელიც ავალდებულებს ორგანიზაციებს, რომლებიც ეწევიან პოლიტიკურ საქმიანობას და […]
“ვალენსია” სტუმრად “ბარსელონას” 2:1 ამარცხებს – მამარდაშვილი გააძევეს [VIDEO]

ლა ლიგის 33-ე ტურში “ვალენსია” პირველი ტაიმის შემდეგ გასვლაზე “ბარსელონას” 2:1 ამარცხებს. სამწუხაროდ, ბოლო იმედის ჯარიმის გამო სტუმართა გუნდის მეკარე გიორგი მამარდაშვილი გააძევეს. ბოლო ორ მატჩში „ბარსას“ მარცხისა და წვიმის გამო სტადიონზე ბევრი მაყურებელი არ მივიდა, მასპინძლები თავიდანვე დაეუფლენ უპირტესობას, მამარდაშვილმა ორჯერ მუშტებით მოიგერია საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი, შემდეგ ჩინებული პასით პეტერი ტერ შტეგენთან პირისპირ გაიყვანა, […]
ენერგიას შემოდგომამდე გაანიავებენ – ივანიშვილი გაწვეული რუსული კანონის დაბრუნებაზე

ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის თქმით, NGO-ების გამჭვირვალობის შესახებ მმართველი გუნდის ლიდერები “სრული სიმართლის თქმას” ერიდებიან. ივანიშვილმა რუსული კანონის მხარდამჭერ “საერთო-სახალხო შეკრებაზე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ “NGO-ების გაუმჭვირვალე დაფინანსება არის მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება შეგიძლია დანიშნო გარედან”. მისი მტკიცებით, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება, “რომელსაც ხშირად გვამადლიან”, თითქმის მთლიანად “აგენტურის გამაგრებას და ხელისუფლებაში მათ მოყვანას […]
“სააკაშვილი, ბოკერია, მერაბიშვილი, ადეიშვილი, გვარამია, კეზერაშვილი და სხვები – საქართველოს ხელისუფლების ლიდერებად „ენჯეოების“ ხელით მოწყობილი რევოლუციის შემდეგ დაინიშნნენ” – ბიძინა ივანიშვილი

“სააკაშვილი, ბოკერია, მერაბიშვილი, ადეიშვილი, გვარამია, კეზერაშვილი და სხვები – საქართველოს ხელისუფლების ლიდერებად „ენჯეოების“ ხელით მოწყობილი რევოლუციის შემდეგ დაინიშნნენ” – ბიძინა ივანიშვილი “2004-12 წლებში ჩვენ გამოვიარეთ უმძიმესი წლები, როდესაც ქვეყანას არა ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, არამედ გარედან დანიშნული რევოლუციური კომიტეტი, უცხოური აგენტურა მართავდა. სააკაშვილი, ბოკერია, მერაბიშვილი, ადეიშვილი, გვარამია, კეზერაშვილი და სხვები. 2004-12 წლებში ჩვენ გამოვიარეთ უმძიმესი […]
ქართული საზოგადოება უკვე იმდენად გამოცდილია, პომადებით, პოლიციელთან ყვავილების მიტანით და ასეთი მარტივი ტრაფარეტული რიტუალებით ვერ მოატყუებ, ძალადობაც ძალიან კარგად ჩანს

ქართული საზოგადოება უკვე იმდენად გამოცდილია, პომადებით, პოლიციელთან ყვავილების მიტანით და ასეთი მარტივი ტრაფარეტული რიტუალებით ვერ მოატყუებ, ძალადობაც ძალიან კარგად ჩანს დღეს ოპოზიცია თავიდან ბოლომდე დისკრედიტებულია, ის რეიტინგიც კი მთლიანობაში განახევრებული აქვს რადიკალურ ოპოზიციას, რაც ჰქონდა თუნდაც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა იმედი LIVE-ში განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, […]
საქართველოს პრეზიდენტმა 2023 წლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულები დააჯილდოვა

საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის გადაწყვეტილებით საქართველოს ეროვნული პრემია მიენიჭათ: ქეთევან ჭანტურიას – ნაშრომთა ციკლისათვის „კოგნიტური რემედიაციის თერაპია კვებისა და წონის დარღვევების დროს“, „ჯგუფური ფსიქოთერაპია კვებითი აშლილობის მქონე ადამიანებისთვის“, „აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების მხარდაჭერა კვებითი აშლილობის დროს“ და მერაბ სვანაძეს ნაშრომთა ციკლისათვის „ფოროვან მასალათა თეორიების არაკლასიკური ამოცანების გამოკვლევა“. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ცერემონიაზე, რომელიც დღეს ორბელიანების სასახლეში […]