კონგრესმენები „ქართულ ოცნებას“ აფრთხილებენ, რომ „აგენტების კანონის“ მიღება პუტინის გზაა

საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ისევ გააფრთხილეს, რომ „აგენტების კანონის“ მიღება პუტინის გზაა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და სენატორების არაერთი განცხადების შემდეგ, „აგენტების კანონის“ გამო შეშფოთება გამოთქვეს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, დემოკრატმა ჯერი კონოლიმ და რესპუბლიკელმა ოსტინ სკოტმა. ამერიკელი კონგრესმენები 29 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში ხაზს უსვამენ, რომ 2012 წელს, ხელისუფლებაში მესამე ვადით მოსვლის […]

„ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ წითელ ზღვასა და ინდოეთის ოკეანეში ამერიკულ ხომალდებს დაარტყეს

იემენელი „ჰუტისების“ განცხადებით, წითელ ზღვაში ორ ამერიკულ გამანადგურებელსა და ხომალდ CYCLADES-ს დაარტყეს, ინდოეთის ოკეანეში კი -ხომალდ MSC Orion-ს. აღნიშნული ინფორმაცია, რომელიც დაჯგუფების სამხედრო პრესსპიკერმა, იაჰია სარიმ გაავრცელა, ამერიკულ მხარეს, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია. ირანთან დაკავშირებული „ჰუსიტები“, დაჯგუფება „ჰამასის“ მიმართ სოლიდარობის ნიშნად, თვეების განმავლობაში ახორციელებენ თავდასხმებს გემებზე.

გაერო-ს დამკვირვებლები – ხარკოვში ჩრდილოეთ კორეის რაკეტის ნამსხვრევები იპოვეს

რაკეტის ნამსხვრევები, რომელიც 2 იანვარს უკრაინის ქალაქ ხარკოვში ჩამოვარდა, ჩრდილოეთ კორეის Hwasong-11 სერიის ბალისტიკური რაკეტის ნამსხვრევები იყო, – ამის შესახებ გაერო-ს სანქციების მონიტორინგის კომისიის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც უშიშროების საბჭოს კომიტეტს წარუდგინეს. გაერო-ს დამკვირვებლების 32-გვერდიანი ანგარიშის თანახმად, „რაკეტიდან ამოღებული ნამსხვრევები, რომელიც დაეცა ხარკოვში, უკრაინაში, 2024 წლის 2 იანვარს, ეკუთვნის ჩრდილოეთ კორეის Hwasong-11 სერიის რაკეტას“ და ჩრდილოეთ […]

ამერიკელი სენატორები – საქართველოსთვის წარმოუდგენლად შემაშფოთებელია ისეთი კანონმდებლობის შემოღება, რომელიც პუტინის იგივე ანტიდემოკრატიული ინსტრუმენტის მსგავსია

საქართველოსთვის, შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტნიორისთვის, რომელმაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, წარმოუდგენლად შემაშფოთებელია ისეთი კანონმდებლობის შემოღება, რომელიც პუტინის იგივე ანტიდემოკრატიული ინსტრუმენტის მსგავსია, – ამის შესახებ კონგრესის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების, კონგრესმენ გერი კონოლისა და კონგრესმენ ოსტინ სკოტის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. კონგრესმენები წერენ, რომ 2012 წელს, ხელისუფლებაში მესამე ვადით მოსვლის შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა „კანონს უცხოური […]

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პარტია გადასცა, რომელიც მოიცავს დამატებით საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობას, ჭურვებს და ჯავშანტექნიკას, – ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. ახალ პაკეტში შედის საზენიტო საარტილერიო სისტემა Skynex-ი, საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტები და 155 მმ-იანი კალიბრის საბრძოლო მასალა. კერძოდ, დახმარების პაკეტი მოიცავს : Skynex-ის კომპლექსი საბრძოლო მასალებით, რაკეტებს Iris-T SLM-ის საჰაერო […]

,, ჩვენს თაღლითს ვერავინ შეედრება, 12 წლის შემდეგ, ხალხს ისევ ნაცების გასამართლებას ჰპირდება” – ზვიად ტომარაძე

,,ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე: ,,კაციობრიობის ისტორიაში საუკეთესო თაღლითი იყო ვიქტორ ლუსტიგი, რომელმაც ეიფელის კოშკი რამდენჯერმე გაყიდა… ასევე ნიჭიერი თაღლითები იყვნენ ფრენკ აბიგნეილი და ფერდინანდ დემარა… თუმცა ჩვენს თაღლითს ვერავინ შეედრება, 12 წლის შემდეგ, ხალხს ისევ ნაცების გასამართლებას ჰპირდება და ტაშს უკრავენ…”

მეკარეების შეცდომები – მამარდაშვილმა ტერ შტეგენზე მაღალი შეფასება დაიმსახურა

ლა ლიგის 33-ე ტურში სტუმრად “ბარსელონასთან” წაგებულ მატჩში (2:4) “ვალენსიას” მეკარე გიორგი მამარდაშვილი 45+4-ე წუთზე გააძევეს. ანალიტიკურმა საიტებმა ტრადიციულად ფეხბურთელების თამაში შეაფასეს. აღსანიშნავია, რომ “ბარსას” მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენმაც რამდენიმე სერიოზული შეცდომა დაუშვა და მამარდაშვილზე დაბალი ქულები მიიღო, ისევე როგორც “ღამურების” ნახევარმცველმა უგო გილიამონმა. Whoscored: მამარდაშვილი 5.7, ტერ შტეგენი 5.1, გილიამონი 5.5, ლევანდოვსკი 9.9, დომენეკი […]

,, ბიძინამ ამ ნაბიჯით ფაქტობრივად საკუთარ ფეხში ისროლა” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს: ,,სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ ვნერვიულობ. ამ კანონის მეორედ შემობრუნებამდე ვფიქრობდი, რომ “ოცნებას” ოქტომბერში არჩევენების მოგების და მეოთხე ვადით დარჩენის რეალაური შანსი ქონდა, რადგან ოპოზიცია გონივრულობის ნიშნებს საერთოდ არ ამჟღავნებდა, მაგრამ იმ დღიდან, რაც ეს კანონი შემაობრუნეს და დალაგებული სიტუაცია თავად არიეს, ეჭვი აღარ მეპარება, რომ ისინი ამ არჩევენებზე მარცხთან […]

,, მავნებელი რეგვენის გარდა, ყველა მიხვდება რამხელა ზიანი მოაქვს ამ ნეხვის აჯენდას ამ ქვეყნისთვის” – რას აქვეყნებს თამარ ჩერგოლეიშვილი

,,ევროპული საქართველოს” წევრი, თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუქ-გვერდზე ,,სქრინშოტს” აქვეყნებს და წერს: ,,ამასობაში ეს საძაგლობა გრძელდება მედიაში. მიდი ბიძინა იგრიალე! ყველა ჟურნალისტი ვინც ამას ატივტივებს საქართველოს ეროვნული ინტერესების მტერია. მავნებელი რეგვენის გარდა, ყველა მიხვდება რამხელა ზიანი მოაქვს ამ ნეხვის აჯენდას ამ ქვეყნისთვის.”

,,კალაძის სრა-სასახლიდან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით არის ჭიშკარი…” – ლევან ლორთქიფანიძე კახა კალაძეს

,,კავკასიური სახლის” წევრი ლევან ლორთქიფანიძე თბილისის მერის, კახა კალაძის გამოსვლას ეხმაურება: ,,ჩვენ ვუპირისპირდებით ეროვნულ ინტერესებს, ვართ მოღალატეები, სამშობლოს გამყიდველები, თვითონ კი ყველაფერი ზუსტად იცის, თუ ამ ქვეყანას რა, როგორ, როდის და რატომ სჭირდება … ამისი გჯერათ? ეს პატიოსანი ნათქვამია? ეს სამართლიანია? მისი სრა-სასახლიდან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით არის ჭიშკარი, რომელსაც საბჭოთა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მოწყობილ […]