Reuters: გაეროს ექსპერტებმა დაადასტურეს უკრაინაში ჩრდილოკორეული რაკეტის გამოყენება

გაეროს ექსპერტებმა დაადასტურეს უკრაინის წინააღმდეგ ჩრდილოეთ კორეაში წარმოებული ბალისტიკური რაკეტის გამოყენების ფაქტი. ამის შესახებ წერს სააგენტო Reuters-ი, რომელიც გაეცნო ფხენიანის წინააღმდეგ მოქმედ სანქციებზე მონიტორინგის ჯგუფის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოსთვის გაგზავნილ ანგარიშს. გაეროს ექსპერტებმა დაადგინეს, რომ 2024 წლის 2 იანვარს, უკრაინის ქალაქ ხარკოვში აფეთქდა კორეული რაკეტა Hwasong-11. გაეროს სამი ექსპერტი ამ რაკეტის ფრაგმენტების გამოსაკვლევად უკრაინაში აპრილში […]

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

დღეს, 30 აპრილს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბადაგის, ცოლიკაურის, იოსებ გრიშაშვილის, ხეივნის, დიდი ხეივნის II ქუჩის, სირაძის, ვლადიმერ წითლანაძის, გორგასალის, დიმიტრი გულიას, საბატონოს, უსახელოურის, გიორგი ნიკოლაძის, სადგურის, დიდი ხეივნის, გულუას და ახალი ხეივნის ქუჩების მაცხოვრებლებს. ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი […]

იმპორტირებული გარგარის ჩირი 400%-იანი ფასნამატით იყიდება – იმპორტიორი ქვეყნები

2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოში 206 850 დოლარის ღირებულების 64.06 ტონა , ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, ქვეყანაში 214 590 დოლარის ღირებულების 53.73 ტონა გარგარის ჩირი (ხმელი გარგარი) შემოვიდა. წელს, 1 კგ იმპორტირებული გარგარის ჩირის ფასმა ($3.22) 8.64 ლარი შეადგინა. მთავარი იმპორტიორი ქვეყანა ირანია, საიდანაც 46.95 ტონა (73%) შეაგინა. იმპორტიორი ქვეყნები და იმპორტირებული პროდუქციის რაოდენობა შემდეგნაირად […]

75 წლის წინ რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში პირველი ფოლადი ჩამოისხა – რა ვითარებაა სექტორში?

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში პირველი ფოლადის ჩამოსხმიდან 75 წელი გავიდა. ქარხანაში, რომელიც ერთ–ერთი უმსხვილესი მეტალურგიული წარმოებაა მთელს კავკასიაში, ქართული ფოლადის პირველი 150 ტონა ნადნობი 1950 წლის 27 აპრილს დამზადდა, თუმცა ქარხნის ისტორია კიდევ უფრო ადრე იწყება. მისი დაარსების ოფიციალური თარიღი 1948 წელია და ამიერკავკასიაში სრული მეტალურგიული ციკლის პირველი საწარმო იყო. ასევე, ათეულობით წლების განმავლობაში, წარმოადგენდა ერთ-ერთ […]

ბადრი ჯაფარიძე – ივანიშვილმა ამჯერად საჯაროდ დაადასტურა, რომ ის არის ანტიეროვნული, ანტიევროპული და ანტიამერიკული პოლიტიკის შემოქმედი საქართველოში

ივანიშვილმა ამჯერად საჯაროდ დაადასტურა, რომ ის არის ანტიეროვნული, ანტიევროპული და ანტიამერიკული პოლიტიკის შემოქმედი საქართველოში. კიდევ ერთხელ ნათელი გახდა, რომ ქვეყნისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს დღეს წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილი, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომელიც 29 აპრილს თბილისში „ქართული ოცნების“ მიერ დაორგანიზებულ სახალხო შეკრების დროს, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. […]

უკრაინული მხარის ინფორმაციით, ოდესაში, სადაც თავდასხმას 4 ადამიანი ემსხვერპლა, რუსებმა ბალისტიკური რაკეტა და კასეტური საბრძოლო მასალა გამოიყენეს

რუსეთის არმიამ ოდესაზე სარაკეტო შეტევა ბალისტიკური რაკეტით განახორციელა და წინასწარი მონაცემებით, კასეტური საბრძოლო მასალა გამოიყენა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ კიპერზე დაყრდნობით ავრცელებს. „რუსებმა ოდესას ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს, წინასწარი მონაცემებით, კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებით. ასეთი საბრძოლო მასალა გამოიყენება ცოცხალი ძალის განადგურების მიზნით და საფრთხეს უქმნის პირველ რიგში ადამიანებს და არა აღჭურვილობას […]

ინდონეზიაში ვულკანი ამოიფრქვა, აუცილებელი გახდა ათასობით ადამიანის ევაკუაცია

ინდონეზიაში ვულკანი ამოიფრქვა. ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, კუნძულ რუანგზე ვულკანის კრატერიდან ლავისა და ფერფლის ამოსვლის გამო აუცილებელი გახდა ათასობით ადამიანის ევაკუაცია. ინდონეზიის ვულკანოლოგიისა და გეოლოგიური კატასტროფების სამსახურმა განგაშის უმაღლესი დონე გამოაცხადა და მოსახლეობას მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდა. ვულკანის ამოფრქვევის გამო ათობით შიდა ავიარეისი გაუქმდა.

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 აპრილს, 11:00-დან 11:05 საათამდე და 16:55-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში წილკანი, წეროვანი, მუხრანი, ფრეზეთ და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ჟებოტა, ტუშურები, ჩაბანო, იარაჯულები და მიმდებარე სოფლებში; 12:30-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში მაღაროსკარი, კაწალხევი, გომეწარი, […]

პარლამენტთან დღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო ორი აქცია გაიმართება

30 აპრილს, საქართველოს პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია ჩაინიშნა. აქციები 12:00 და 19:00 საათზე არის დაგეგმილი. „საქართველოს მთავრობა 30 აპრილს “რუსული კანონის” მეორე მოსმენით მიღებას აპირებს. ვაგრძელებთ წინააღმდეგობას და ვიკრიბებით პარლამენტთან: დილას 12:00 საათზე და საღამოს 19:00 საათზე“, – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 30 აპრილს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო […]

ჯო ბაიდენი – აშშ, ეგვიპტე და კატარი ისრაელ-ჰამასის შეთანხმების სრული განხორციელების უზრუნველსაყოფად იმუშავებენ

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ-ფატაჰ ელ-სისისთან და კატარის ემირ შეიხ ტამიმ ბინ ჰამად ალ-ტანთან სატელეფონო საუბარი გამართა და დაადასტურა, რომ სამი ქვეყანა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირობების სრულად შესრულების უზრუნველყოფაზე იმუშავებს, თუ ისრაელი და „ჰამასი“ ასეთ შეთანხმებას მიაღწევენ. თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა ეგვიპტისა და კატარის ლიდერებს განუცხადა, რომ მძევლების საკითხი ახლა […]