Tuttosport: “იუვე”, შენ გახსოვს მიქაუტაძე? – მას შეუძლია “ნაპოლიში” გადავიდეს”

“ტუტოსპორტმა” “მეცის” თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა სათაურით – “იუვე”, შენ ის გახსოვს?” გამოცემა წერს, რომ მიქაუტაძით “იუვენტუსი” გასულ სეზონში იყო დაინტერესებული, თუმცა საქმე მოლაპარაკებებამდე არ მისულა; ახლა “აიაქსიდან” ფრანგულ გუნდში იჯარით გადასული 23 წლის ფორვარდი მაღალი შედეგიანობით გამოირჩევა, შეიძლება მისით დიდი კლუბები, მათ შორის, “იუვე” კვლავ დაინტერესდნენ და “მეცს” 10 მილიონ ევროდ […]

“სკაუტები დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ” – სერბულ კლუბს კიტეიშვილის დამატება სურს

“შტურმის” ნახევარმცველის ოთარ კიტეიშვილის დამატებით “ცრვენა ზვეზდა” ინტერესდება, ამის შესახებ ინფორმაციას Mozzart Sport-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, სერბული კლუბის სკაუტები ქართველ ფეხბურთელს დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ და კიტეიშვილი ვლადან მილოევიჩის სატრანსფერო სიის სათავეშია. შეგახსენებთ, ოთარს “შტურმთან” მიმდინარე ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება და მხარეები ახალი კონტრაქტის თაობაზე ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან. ამ სეზონში კიტეიშვილმა ავსტრიული კლუბის მაისურით ყველა […]

რა შენდება წერეთლის ცნობილი ე.წ. მეორადების ადგილას

თბილისში, წერეთლის გამზირზე ცნობილი ე.წ. მეორადების შენობის დემონტაჟის შემდეგ, ტერიტორიაზე შპს „გლობალური ტექნოლოგიები“ მრავალფუნქციურ კომპლექსს ააშენებს. დედაქალაქის მთავრობასთან მრავალჯერ შეცვლილი პროექტი უკვე შეთანხმებულია, რომლის დასრულებას ჯამში 4 წელი დასჭირდება. არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ტერიტორიაზე რამდენიმე წელიწადში 25 სართულიანი საცხოვრებელი სახლი აშენდება. „მშენებარე ობიექტი – საცხოვრებელი სახლია, საერთო ფართობით 31626,70მ2, არქიტექტურულ-მოცულობითი და კონსტრუქციული გადაწყვეტით საშუალო […]

ვნების შვიდეული – დიდი სამშაბათი

დიდი სამშაბათის მსახურებაზე ვიხსენებთ იგავს ათი ქალწულისა და ტალანტების შესახებ და გრძელდება მათეს სახარების ორშაბათს დაწყებული საკითხავი იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ. ამით წმინდა ეკლესია კიდევ ერთხელ და საგანგებოდ მოუწოდებს მორწმუნეებს სულიერი სიფხიზლისკენ, ჩვენთვის ბოძებული ნიჭისა და ძალების მართებული გამოყენებიკენ, განსაკუთრებით კი – მოწყალებისკენ, რასაც უფალი პირადად მის წინაშე ჩადენილ ღვაწლად გვითვლის; როცა გვეუბნება: „რაოდენი […]

პარლამენტი ქალთა კვოტირების გაუქმების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება

პარლამენტი პრეზიდენტის მორიგი ვეტოს დასაძლევად ემზადება, კენჭისყრა დღეს გაიმართება. მეექვსე ვეტო სალომე ზურაბიშვილმა ქალთა კვოტირების გაუქმების კანონს 2 კვირის წინ დაადო – იგივე მოტივით, რაც წინა შემთხვევებში. მისი შეფასებით, ცვლილება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მორიგი უკან გადადგმული ნაბიჯია. საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომელიც სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმებას გულისხმობს, პარლამენტმა მესამე მოსმენით, 4 აპრილს, 85 ხმით 22-ის წინააღმდეგ […]

თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება – ქუჩების ჩამონათვალი

კომპანია “თელასის” ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 30 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება თბილისი რამდენიმე უბანს. ესენია: კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბადაგის, ცოლიკაურის, იოსებ გრიშაშვილის, ხეივნის, დიდი ხეივნის II ქუჩის, სირაძის, ვლადიმერ წითლანაძის, გორგასალის, დიმიტრი გულიას, საბატონოს, უსახელოურის, გიორგი ნიკოლაძის, სადგურის, დიდი ხეივნის, გულუას და ახალი ხეივნის ქუჩების მაცხოვრებლებს. […]

წყალი შეწყდება! – ქუჩების ჩამონათვალი

30 აპრილს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სამგორის რაიონში, მეფრინველეობის ქუჩაზე, წყალმომარაგების ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 30 აპრილს, დილის 10:00 საათიდან 01/05-ის 08:00- საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: სამგორის რაიონში: ლილოს დასახლებას კვარტლებით და მიკრორაიონებით, ჭირნახულის, დავით კობახიძის, ევგენი აფხაზავას ( თავის შესახვევებით ), ზურაბ ნამორაძის, თენგიზ […]

“სეტყვა, ელჭექი…” – ამინდი იცვლება და ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს

30 აპრილს 1-2 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი 2 მაისამდე საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 2 მაისიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს. 2 მაისიდან ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს. ქ. თბილისში 2 მაისამდე შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 2 მაისს საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 2 მაისამდე დღისით +28, […]

პარლამენტთან დღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო ორი აქცია გაიმართება

30 აპრილს, საქართველოს პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია ჩაინიშნა. აქციები 12:00 და 19:00 საათზე არის დაგეგმილი. „საქართველოს მთავრობა 30 აპრილს “რუსული კანონის” მეორე მოსმენით მიღებას აპირებს. ვაგრძელებთ წინააღმდეგობას და ვიკრიბებით პარლამენტთან: დილას 12:00 საათზე და საღამოს 19:00 საათზე“, – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 30 აპრილს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო […]

გონჩარენკო: ივანიშვილმა ნიღაბი ჩამოიხსნა, EU-მა და აშშ-მა მას სანქციები უნდა დაუწესონ

უკრაინის რადას დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო ქართული ოცნების მიერ ორგანიზებულ კონტრაქციაზე პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას ეხმაურება. “ივანიშვილმა ნიღაბი ჩამოიხსნა. ის აღარ მოაჩვენებს თავს ქართულ ოცნებად, ის არის კრემლის ოცნება იმის შესახებ, რომ საქართველო ბელარუსი გახდეს და მხოლოდ ქართულ საზოგადოებას შეუძლია ამის შეჩერება. ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა დაუყოვნებლივ უნდა დაუწესონ სანქციები მას და მის გარემოცვას. […]