ბადრი ჯაფარიძე – ივანიშვილმა ამჯერად საჯაროდ დაადასტურა, რომ ის არის ანტიეროვნული, ანტიევროპული და ანტიამერიკული პოლიტიკის შემოქმედი საქართველოში

ივანიშვილმა ამჯერად საჯაროდ დაადასტურა, რომ ის არის ანტიეროვნული, ანტიევროპული და ანტიამერიკული პოლიტიკის შემოქმედი საქართველოში. კიდევ ერთხელ ნათელი გახდა, რომ ქვეყნისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს დღეს წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილი, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომელიც 29 აპრილს თბილისში „ქართული ოცნების“ მიერ დაორგანიზებულ სახალხო შეკრების დროს, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. […]

„უბრალოდ ამ ქვეყნის მოღალატეა“ – პრემიერი პრეზიდენტზე

„სალომე ზურაბიშვილი უკვე გაცვეთილი რესურსია; თავიდან, როდესაც პირველად შევიდა „ნაციონალური მოძრაობის” დღის წესრიგში, გარკვეული ეფექტი ჰქონდა მის განცხადებებს, თუმცა დღეს იმდენად გაიშიფრა სალომე ზურაბიშვილი, როგორც „ნაციონალური მოძრაობის” სატელიტი, ერთი პატარა ჭანჭიკი კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობაში”, რომ მის განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. პრემიერი სალომე ზურაბიშვილს მოღალატეს უწოდებს და […]

ხაბეიშვილი: სად იყო ივანიშვილის გამოსვლაში სიყვარული? პოზიტივი? სარწმუნოება?

12 წლის თავზე, ხალხის ხარჯზე კიდევ უფრო გამდიდრებული მილიარდერი კაცი, გამილიონერებულ ჩინოვნიკებთან ერთად იდგა სცენაზე და იქედან მიმართავდა მისივე გაღარიბებულ, სიდუხჭირეში მცხოვრებ ხალხს. იმ ადამიანებს, რომლებიც იძულებით და დაშინებით ჩამოიყვანეს აქციაზე. არცერთი სიტყვა ხალხის კეთილდღეობაზე, ხალხის დასაქმებაზე, ხელფასების მატებაზე, გადასახადების შემცირებაზე, ხალხის ხელშეწყობაზე … არცერთი სიტყვა მოქალაქეების საჭიროებებზე. კაცი, რომელსაც იმდენი ფული აქვს, რომ ვეღარ […]

კონოლი და სკოტი: აგენტების კანონი პუტინისას ჰგავს და საქართველო გზიდან გადაჰყავს

აშშ-ს დემოკრატი კონგრესმენი და NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტი ჯერი კონოლი და რესპუბლიკელი კონგრესმენი ოსტინ სკოტი ქართული ოცნების რუსულ კანონთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. კონოლიმ, როგორც აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, X-ზე დაწერა, რომ ის შეშფოთებულია “უცხოელ აგენტთა კანონით” და სრული განცხადება გაავრცელა. განცხადებაში კონგრესმენები იხსენებენ, როგორ მიიღო მსგავსი კანონი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ […]

შვიდმა ქართულმა ღვინის მარანმა ლონდონის გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მათი ფინანსური მხარდაჭერით, ლონდონში ბუნებრივი ღვინის საერთაშორისო გამოფენა „Real Wine Fair” გაიმართა, რომელშიც ქართული ღვინის მწარმოებელი 7 კომპანია მონაწილეობდა.

პარლამენტთან დღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო 2 აქცია გაიმართება

30 აპრილს, საქართველოს პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია ჩაინიშნა. აქციები 12:00 და 19:00 საათზე არის დაგეგმილი. „საქართველოს მთავრობა 30 აპრილს “რუსული კანონის” მეორე მოსმენით მიღებას აპირებს. ვაგრძელებთ წინააღმდეგობას და ვიკრიბებით პარლამენტთან: დილას 12:00 საათზე და საღამოს 19:00 საათზე“, – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 30 აპრილს – ვალუტის კურსი

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 30 აპრილს – ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით 1 აშშ დოლარი – 2.6835; 1 ევრო – 2.8762; 1 ფუნტი – 3.3635; 1 ლირა კი 0.0829 ლარი ეღირება.

ლიეტუვის პრეზიდენტი და პრემიერი მხარს უჭერენ სამობილიზაციო ასაკის უკრაინელი მამაკაცების უკრაინაში დაბრუნების იდეას

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა და პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტე მხარს უჭერენ საზღვარგარეთ მცხოვრები იმ პირების უკრაინაში დაბრუნების იდეას, რომლებიც ასაკით სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას ექვემდებარებიან. ნაუსედას თქმით, უკრაინას უნდა ჰქონდეს საშუალება და ინსტრუმენტები „მიიწვიოს თავისი ახალგაზრდები სამშობლოს სამსახურში“. ”ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ უკრაინასთან ყველა თვალსაზრისით” – დასძინა ლიეტუვის პრეზიდენტმა. თავის მხრივ, ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი უშვებს გარკვეული ნაბიჯების გადადგმას […]

პერუში, ავტობუსის ხევში გადავარდნის შედეგად, სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა

პერუში, ავტობუსის ხევში გადავარდნის შედეგად, სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს. ადგილობრივი ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ოლგა ბობადილიამ განაცხადა, რომ ინციდენტი კახამარკის რეგიონში მოხდა და ავტობუსი, რომელშიც 50-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა, დაახლოებით, 200 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შემთხვევის ადგილზე მაშველები იმყოფებოდნენ და დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. შესაბამისი სამსახურები უბედური შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს […]

ლევან ხაბეიშვილი – ივანიშვილმა გვითხრა, რომ მიზანმიმართულად შემოიტანა „რუსული კანონი“, ჩვენი ნერვებით თამაშობს, თურმე დაგვღლის და გადაგვივლის – ჭირსაც წაუღია ყველა პარტია, როცა ეროვნულ საკითხებს ეხება საქმე, ერთიანები უნდა ვიყოთ

ივანიშვილმა გვითხრა, რომ მიზანმიმართულად შემოიტანა „რუსული კანონი“ და ეს უბრალოდ თამაშის ნაწილია. ჩვენი ყოველდღიურობით, ნერვებით თამაშობს, ერთობა. თურმე დაგვღლის და მერე გადაგვივლის. რეალურად კი შეშინებული, ადამიანობისგან, მორალისგან დაცლილი ცინიკოსი იდგა სცენაზე მის ტაშის მკვრელებთან ერთად, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს არ უთქვამს არც ერთი […]