საზოგადოება ბევრ „შავ ფულს“ აღმოაჩენს დაფინანსებაში, რომელიც დღეს მიემართება „ენჯეოებისკენ“ – ირაკლი კობახიძე

ოპონენტებს სინამდვილეში აწუხებთ გამჭვირვალობა, ის, რომ საზოგადოება ბევრ „შავ ფულს“ აღმოაჩენს იმ დაფინანსებაში, რომელიც დღეს მიემართება „ენჯეოებისკენ“, საზოგადოება დაინახავს, რომ თურმე ამ „შავი ფულით“ საქართველოში ფინანსდება რევოლუციები, ეკლესიაზე თავდასხმები, ინტერვენცია, ნარკოტიკების პროპაგანდა და ა.შ. ამის ეშინიათ სინამდვილეში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „იმედის“ ეთერში განაცხადა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, დღევანდელ საკომიტეტო მოსმენაზე ოპონენტების მხრიდან ბევრი აბსურდი […]
ლევან ხაბეიშვილი – ივანიშვილმა გვითხრა, რომ მიზანმიმართულად შემოიტანა „რუსული კანონი“, ჩვენი ნერვებით თამაშობს, თურმე დაგვღლის და გადაგვივლის

ივანიშვილმა გვითხრა, რომ მიზანმიმართულად შემოიტანა „რუსული კანონი“ და ეს უბრალოდ თამაშის ნაწილია. ჩვენი ყოველდღიურობით, ნერვებით თამაშობს, ერთობა. თურმე დაგვღლის და მერე გადაგვივლის. რეალურად კი შეშინებული, ადამიანობისგან, მორალისგან დაცლილი ცინიკოსი იდგა სცენაზე მის ტაშის მკვრელებთან ერთად, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს არ უთქვამს არც ერთი […]
გონჩარენკო: ივანიშვილი საქართველოს ბელარუსად გადაქცევის კრემლისეულ ოცნებას წარმოადგენს

დღეს ივანიშვილმა ნიღაბი მოიხსნა. იგი აღარ ცდილობს თავი ქართულ ოცნებად მოაჩვენოს, იგი საქართველოს ბელარუსად გადაქცევის კრემლისეულ ოცნებას წარმოადგენს, და მხოლოდ ქართულ საზოგადოებას შეუძლია ამის შეჩერება. ევროკავშირმა და აშშ-მ მას და მის გარემოცვას მყისიერად სანქციები უნდა დაიწესონ. ზედმეტად გვიანია, მაგრამ მაინც.
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას – შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია

ზამთრის ცივი დღეების და ვირუსული რესპირაციული ინფექციების გადატანის შემდეგ, ადამიანის ორგანიზმი გამოფიტული და იმუნური სისტემა დაქვეითებულია. გარდა ამისა, ამ პერიოდში, მნიშვნელოვანი ჰორმონული ცვლილებები მიმდინარეობს, ეს ყველაფერი კი, ერთობლიობაში ორგანიზმის სრულფასოვან ფუნქციონირებას აფერხებს. გაზაფხულზე ტემპერატურის მატების და ნათელი დღეების მიუხედავად, ადამიანებში დაღლილობა, უენერგიობა, გუნება-განწყობილების გაუარესება, ყურადღების კონცენტრაციის დეფიციტი, მოტივაციის ნაკლებობა, ძილის დარღვევები და ზოგადი სისუსტე შეინიშნება; […]
პარლამენტში 30 აპრილსაც უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, 30 აპრილს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს. შესაბამისად, შენობაში შესვლას და მუშაობას მხოლოდ ტელევიზიების აკრედიტებული ჟურნალისტები შეძლებენ, ხოლო სხვა მედიების წარმომადგენლებს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის საშუალება არ ექნებათ. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შეესაბამისად, მიმდინარე წლის 30 აპრილს საქართველოს […]
მთავრობამ „პარვუსს“ დუშეთში და ასპინძაში ჰესების ასაშენებლად მიწები 49 წლით გადასცა

საქართველოს მთავრობამ კომპანია „პარვუსს“, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარისახოს მიმდებარედ 700 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 400კვ.მ-ის ფართობის მიწა ასპინძის მუნიციპალიტეტში, აღნაგობის უფლებით 49 წლით გადასცა. დუშეთის მუნიციპალიტეტში აღნიშნული მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ კომპანიამ 49 წლის განმავლობაში ყოველწლიურად 840 ლარი უნდა გადაიხადოს და ამასთან, განკარგულებით გადაცემული უძრავი ქონება „პარვუსს“ 2022 წლის 27 ივნისს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ჰიდროელექტროსადგური […]
ბილდტი: ივანიშვილის სიტყვები აჩვენებს, ის უძღვება EU-ს ღირებულებებთან გაუცხოებულ რეჟიმს

ამ საღამოს საქართველოს ლიდერი ივანიშვილის ეს სიტყვით გამოსვლა აჩვენებს, რომ ის უძღვება რეჟიმს, რომლისთვისაც ევროკავშირის ღირებულებები და ინტერესები უცხოა. ვისაც ამაში ეჭვი ეპარება, ეს სიტყვით გამოსვლა უნდა წაიკითხოს.
ხაზარაძე: ივანიშვილმა ღიად აღიარა, რომ რუსეთს ემსახურება, არ გავატანთ საქართველოს რუსეთში

ბიძინა ივანიშვილმა ღიად აღიარა, რომ ის ემსახურება რუსეთს და მისი პარტიისთვის ევროკავშირი არის “გლობალური ომის პარტია.” ამით გაიმეორა პუტინის “რაშისტული” ნარატივი. დღეს ბიძინა ივანიშვილის მთავარი გზავნილი იყო – არა განვითარებას, არა მომავალს, არა ევროპას – კი რუსეთს და მის პერსონალურ პუტინიზაციას. ბიძინა, შენი რუსული ოცნება საქართველოში ვერასდროს ახდება. არ გაგატანთ საქართველოს რუსეთში.
მელია ივანიშვილზე: ყველაფერი, რაც ილაპარაკა, სისუსტემ ალაპარაკა

ყველაფერი, რაც ილაპარაკა, სისუსტემ ალაპარაკა. ხალხი შუა სიტყვაში შემოეცალა და რუსთაველი ჩააბნელა, რომ არ გვენახა. ამ ქვეყანაში სიმართლე და ტყუილი ერთმანეთში ვეღარასოდეს აირევა, ღირსება და დამოუკიდებლობა შინაარსისგან ვერ დაიცლება და ცარიელ სიტყვებად არ იქცევა… იმარჯვებს ის ვისაც სჯერა, იმარჯვებს ის ვინც იბრძვის.
,,უბრალოდ ამ ქვეყნის მოღალატეა” – ირაკლი კობახიძე პრეზიდენტზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის მოღალატეს უწოდებს. მისივე თქმით, დღეს იმდენად გაიშიფრა სალომე ზურაბიშვილი, როგორც „ნაციონალური მოძრაობის” სატელიტი, ერთი პატარა ჭანჭიკი კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობაში”, რომ მის განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს. „ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ადამიანი, რომელიც დღემდე სამართლებრივად საქართველოს პრეზიდენტად იწოდება, არის უბრალოდ ამ ქვეყნის მოღალატე, ამ სიტყვას პირდაპირ ვიტყვი. […]