პრეზიდენტი – დღეს ვიღაცებს სურთ, ჩვენი 30-წლიანი მოკავშირეები და პარტნიორები წარმოაჩინონ, როგორც რაღაც უცნობი და უსახო „ომის პარტიად“, რომელიც საქართველოს ავანტიურასა თუ კონფრონტაციაში იწვევს, ეს არის დიდი ტყუილი და მავნებლობა

დღეს ვიღაცებს სურთ, რომ ჩვენი 30 წლიანი მოკავშირეები და პარტნიორები წარმოაჩინონ, როგორც რაღაც უცნობი და უსახო „ომის პარტიად“, რომელიც საქართველოს ავანტიურასა თუ კონფრონტაციაში იწვევს, ეს არის დიდი ტყუილი და მავნებლობა,-ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, ყველამ კარგად იცის, თუ ვინ არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის და დამოუკიდებლობის […]
ირაკლი კობახიძე განმარტავს, რატომ არ მიესალმა თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოსვლისას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე განმარტავს, რატომ არ მიესალმა თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. როგორც კობახიძემ აღნიშნა, მან საკუთარ სიტყვაში პრეზიდენტი შეგნებულად არ მოიხსენია, ვინაიდან სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური განცხადებები დღევანდელი დღისთვის შეუფერებელი იყო. „ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო დედაქალაქის მერო, ბატონო თავდაცვის მინისტრო, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, რიგითებო და კაპრალებო, […]
გაიზარდა ოდესაზე რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი – 30 აპრილი გლოვის დღეა

ხუთამდე გაიზარდა უკრაინის ქალაქ ოდესაზე რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში გარდაიცვალა მძიმედ დაჭრილი მამაკაცი. ამის შესახებ დღეს, 30 აპრილს განაცხადა ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ კიპერმა. მისი ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებებში რჩება 23 დაშავებული, რომელთაგან 4-ის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. 30 აპრილი ოდესის ოლქში გლოვის დღედ გამოცხადდა. რუსეთის არმიამ ოდესაზე სარაკეტო იერიში […]
სახელმწიფო სოფლის მეურნეობისთვის წლიურად 330 მლნ ლარს ხარჯავს, უცხოური გრანტებით კი 30 მლნ ლარი ჩაიდო – ირაკლი კობახიძე

როცა საუბარია გაუმჭვირვალე ფულზე, საუბარია ათეულობით მილიონ დოლარზე წლის განმავლობაში, რაც არ ვიცით, რაზე იხარჯება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა “იმედის” ეთერში განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, რაც შეეხება სხვა მიმართულებით უცხოური გრანტების მოცულობას, მაგალითად, სოფლის მეურნეობაში, უცხოური გრანტების რაოდენობა დაახლოებით 11-ჯერ ნაკლებია სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით გამოყოფილ დაფინანსებაზე. „რომ ავიღოთ უცხოური გრანტები, მოვიკითხე რამდენია დაახლოებით ჯამური […]
საქართველოში I კვარტალში 1.3 მილიონი მოგზაური შემოვიდა, ვიზიტებისას გაწეული ხარჯები კი 2.2 მილიარდ ლარამდე გაიზარდა

2024 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.3 მილიონი შემოსვლა, რაც 7.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 48.3 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. „საქსტატის“ ინფორმაციით, აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.2 მილიონი შეადგინა, რაც 8.6 პროცენტით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 2024 […]
დავით ნარმანია – მზარდია საბანკო სექტორის მიერ ენერგეტიკის სექტორით დაინტერესება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკული სექტორის კვლევის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ღონისძიებაზე სიტყვით წარდგნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი ნათია თურნავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია. ენერგეტიკის […]
“სარი “ნაპოლიში” არ დაბრუნდება, სამაგიეროდ კონტეზე გეტყვით, რომ…” – იოლანდამ “პარტენოპეიზე” ისაუბრა

SportItalia-ს ჟურნალისტმა იოლანდა დე რიეცომ “ნაპოლის” მომავალი მწვრთნელის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, არ სჯერა, რომ “პარტენოპეის” მაურიციო სარი მეორედ ჩაიბარებს, რაც შეეხება ანტონიო კონტეს.. “დაბრუნდება თუ არა სარი “ნაპოლიში”? ვფიქრობ, ამის შანსი ძალიან დაბალია. მაურიციოს სხვა პროექტი სურს, ამიტომ არ მჯერა, რომ დე ლაურენტისი მას გაესაუბრებოდა. “ვიცი, რომ კონტე და დე ლაურენტისი მოლაპარაკებებს მართავენ, თუმცა […]
„გუშინ საბოლოოდ გაფორმდა პოლიტიკური პოზიციები… თეთრი ფული შავია და შავი ფული თეთრია“ – მურმან მარგველაშვილი

„გუშინ საბოლოოდ გაფორმდა პოლიტიკური პოზიციები და სათუო და საკითხავი არაფერი არ არის… ღირსება უღირსობაა და პირიქით, მონობა თავისუფლებაა და თეთრი ფული შავია და შავი ფული თეთრია“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ორგანიზაცია „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” ხელმძღვანელი მურმან მარგველაშვილი. ის მიიჩნევს, რომ ახლა თუ ევროპისკენ სვლა გვინდა ბევრად უფრო ქმედითი ნაბიჯებია საჭირო ვიდრე მხოლოდ დროშების ფრიალია. […]
სკოლამდელი განათლების სისტემაში ბავშვთა რიცხოვნობა ბოლო ხუთ წელში 23 281-ით შემცირდა

ბოლო 5 წელში საჯარო სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში ჩართულ ბავშვთა რიცხოვნობა 23 281-ით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. 2019/2020 სასწავლო წლის დასაწყისში, საჯარო სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში ჩართულ ბავშვთა რაოდენობა 164 605-ს შეადგენდა, 2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისში კი 141 324-ს. წელში საჯარო სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში ჩართულ ბავშვთა […]
როცა მთხოვ დეპოლარიზაციას, ნუ მიფინანსებ აქ პოლარიზაციას – ირაკლი კობახიძე

დღეს ქართული საზოგადოება ითხოვს სწორედ გამჭვირვალობას, რაც დადასტურდა მათ შორის დღევანდელ საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე, რომელიც რუსთაველის გამზირზე გაიმართა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა იმედი LIVE-ში განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, შარშანდელისგან განსხვავებით, წელს საზოგადოება ვეღარ მოატყუეს. „შარშან საზოგადოების დიდი ნაწილი მოტყუვდა. გაზომილი არ იყო, მაგრამ სავარაუდოდ, მოსახლეობის ნახევარზე მეტი, შეიძლება იყო მოტყუებული. წელს ეს […]