„კონსტიტუციის წინაშე ფიცის გატეხვისთვის და ქვეყნის ღალატისთვის ღმერთის წინაშე აგებს ყველა პასუხს“ – ირაკლი კობახიძე

ჩემს მისალმებაში შეგნებულად არ მოვიხსენიე წინა გამომსვლელი და ქართულ ჯარს არ ვაკადრებ გამოვეხმაურო პოლიტიკურ განცხადებებს, რომელიც სრულიად შეუფერებელი იყო დღევანდელი დღისთვის და პრეზიდენტის მაღალი თანამდებობისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ვაზიანში, საქართველოს თავდაცვის ძალების 33-ე წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, კონსტიტუციის წინაშე ფიცის გატეხვისთვის და ქვეყნის ღალატისთვის ყველა ღმერთის […]
„გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება არის ევროპული დემოკრატიისა და მმართველობის ნაწილი“ – ლაშა კვაჭაძე

დეველოპერული კომპანია „ბლოქსის“ დამფუძნებელი ლაშა კვაჭაძე უერთდება თავის კოლეგებს და ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც ბიზნესმენი აღნიშნავს, საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს, ვინ და რა დაფინანსებით, რა ინტერესებით არის ჩართული საჯარო პოლიტიკაში. „მოგესალმებით მეგობრებო! მსურს როგორც ბიზნესმენი და კომპანია „ბლოქსის“ დამფუძნებელი მეც შევუერთდე კოლეგებს, ჩემი პოზიცია დავაფიქსირო ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე და სოლიდარობა […]
პრეზიდენტი – იმის ქადაგება დღეს, რომ მტერი მტერი არაა და მოყვარე და მოკავშირე, მოკავშირე არაა, იგივეა, რაც იმის უარყოფა, რომ დედა დედაა და მამა მამაა

იმის ქადაგება დღეს, რომ მტერი მტერი არაა და მოყვარე და მოკავშირე, მოკავშირე არაა, იგივეა, რაც იმის უარყოფა, რომ დედა დედაა და მამა მამაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ყველას გვევალება მოვძებნოთ ერთიანობის გზა, ვაჩვენოთ გამძლეობა, მხნეობა, შემართებისა და სამშობლოს სიყვარულის მაგალითი. მასთან, პრეზიდენტმა […]
პრეზიდენტი – დღეს ვიღაცებს სურთ, ჩვენი 30-წლიანი მოკავშირეები და პარტნიორები წარმოაჩინონ, როგორც რაღაც უცნობ და უსახო „ომის პარტიად“, რომელიც საქართველოს ავანტიურასა თუ კონფრონტაციაში იწვევს, ეს არის დიდი ტყუილი და მავნებლობა

დღეს ვიღაცებს სურთ, რომ ჩვენი 30 წლიანი მოკავშირეები და პარტნიორები წარმოაჩინონ, როგორც რაღაც უცნობი და უსახო „ომის პარტიად“, რომელიც საქართველოს ავანტიურასა თუ კონფრონტაციაში იწვევს, ეს არის დიდი ტყუილი და მავნებლობა,-ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, ყველამ კარგად იცის, თუ ვინ არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის და დამოუკიდებლობის […]
პრეზიდენტი: ქადაგება, რომ მტერი მტერი არაა, იგივეა, რომ დედა დედა არაა და მამა – მამა

ყველამ კარგად ვიცით და არა მხოლოდ უკანასკნელი 30 წლის მაგალითზე, თუ ვინ არის საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის მოუსვენარი მტერი. ვინ ებრძოდა მე-19 საუკუნიდან დაწყებული ქართულ ენას, ვინ ებრძოდა გამუდმებით ქართულ ეკლესიასა და სარწმუნოებას და ვინ ებრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობის ყოველივე მცდელობას. იმის ქადაგება დღეს, რომ მტერი მტერი არაა და მოყვარე და მოკავშირე მოკავშირე არაა, ეს იგივეა, […]
ზურაბიშვილი: ვიღაცებს სურთ, ჩვენი 30-წლიანი მოკავშირეები უსახო ომის პარტიად წარმოაჩინონ

დღეს ვიღაცებს სურთ, რომ ჩვენი 30-წლიანი მოკავშირეები და პარტნიორები წარმოადგინონ, როგორც რაღაც უცნობი და უსახო ომის პარტია, რომელიც საქართველოს იწვევს ავანტიურაში, თუ კონფრონტაცია. ეს არის დიდი ტყუილი და მავნებლობა. ჩვენ და, პირველ რიგში, თქვენ, ყველამ კარგად ვიცით და არა მხოლოდ უკანასკნელი 30 წლის მაგალითზე, თუ ვინ არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის და დამოუკიდებლობის მოუსვენარი მტერი.
საქართველოში იანვარ-მარტში 2 492 მშენებლობის ნებართვა გაიცა, ექსპლუატაციაში კი 841 ობიექტი მიიღეს

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2024 წლის იანვარ-მარტში გაცემულია 2 492 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.5 პროცენტით მეტი) 2 314 600 კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 37 პროცენტით მეტი). ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. ნებართვების 74.3 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 48 პროცენტი მოდის […]
გაუმჭვირვალე ფულში იგულისხმება ათეულობით მლნ დოლარი წელიწადში, საიდანაც არ ვიცით, რა თანხები ხმარდება რევოლუციას, ეკლესიებზე თავდასხმას – პრემიერი

როცა საუბარია გაუმჭვირვალე ფულზე, საუბარია ათეულობით მილიონ დოლარზე წლის განმავლობაში, რაც არ ვიცით, რაზე იხარჯება, არ ვიცით, კონკრეტულად, რა თანხები ხმარდება რევოლუციას, ეკლესიებზე თავდასხმას, რელიგიური სარჩულით პოლიტიკურ ინტერვენციას, ნარკოტიკების პროპაგანდას და ა.შ., – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, რაც შეეხება სხვა მიმართულებით უცხოური გრანტების მოცულობას, მაგალითად, სოფლის მეურნეობაში, უცხოური გრანტების რაოდენობა დაახლოებით 11-ჯერ […]
თეთრი სახლი – უკრაინამ აშშ-ის დახმარების ახალი პაკეტიდან იარაღის მიღება დაიწყო

შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ უკრაინა უკვე იღებს იარაღს დახმარების ახალი პაკეტიდან, რომელიც შეერთებულმა შტატებმა გასულ კვირას, კონგრესის მიერ დამტკიცების შემდეგ, გამოაცხადა. „დახმარება მოდის უკრაინაში, ახლა ისინი იღებენ ამ მხარდაჭერას უსაფრთხოების სექტორში“, – განაცხად თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინე ჟან-პიერმა და დასძინა, რომ სურს, სიფრთხილე გამოიჩინოს ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან საუბარია ოპერატიული უსაფრთხოების საკითხებზე. თეთრი […]
პრეზიდენტი – მოგმართავთ თქვენ, ქართულ ჯარს, რამეთუ დღეს ამუშავდა შავ-ბნელი ძალები, დღეს კიდევ ერთხელ ცდილობენ საზოგადოების გახლეჩას

მოგმართავთ თქვენ [ქართულ ჯარს], რამეთუ დღეს ამუშავდა შავ-ბნელი ძალები და ცდილობენ, ის ქვეყანა, რომელიც ვერ დააჩოქეს, ვერც ეთნიკური კონფლიქტების გამოწვევით, ვერც ძმათა შორის დაპირისპირების გაჩაღებით, ვერც პირდაპირი ომით და ოკუპაციით ვერ დაიმორჩილეს – დღეს კიდევ ერთხელ ცდილობენ საზოგადოების გახლეჩას,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი […]