თენგიზ შარმანაშვილი – გაუგონარი რაღაც მოხდა! ჯარისკაცების წინაშე სტატუსით უმაღლესი მთავარსარდალი გამოვიდა და მიტინგი ჩაატარა! – რაც მახსენდება, ჯარისკაცებს პოლიტიკური მიტინგი ლენინგრადში ლენინმა ჩაუტარა

გაუგონარი რაღაც მოხდა! ჯარისკაცების წინაშე სტატუსით უმაღლესი მთავარსარდალი გამოვიდა და მიტინგი ჩაატარა! კი არ მიულოცა, პოლიტიკური მიტინგი ჩაატარა! – ბოლოს რაც მახსენდება, ჯარისკაცებს პოლიტიკური მიტინგი ლენინგრადში ლენინმა ჩაუტარა და ჯარისკაცთა საბჭოები შექმნა, – ასე გამოეხმაურა თავდაცვის ძალების საზეიმო ღონისძიებაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას “ქართული ოცნების“ დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილმა ჯარისადმი პრეზიდენტის მიმართვას “აღმაშფოთებელი“ უწოდა. „გამოსვლის პათოსი […]
ტარიელ ნაკაიძე „ქართულ ოცნებას“ – გუშინდელმა დღემ თქვენი სახის ლუსტრაცია მოახდინა, მადლობა, რომ ეს დღე გვაჩუქეთ – იძულებით მოყვანილი ხალხის ძალა ვერასდროს იქნება თავისუფლებისთვის მებრძოლი ახალგაზრდების ძალის ტოლი

გუშინდელმა დღემ თქვენი სახის სრული ლუსტრაცია მოახდინა. მადლობა, რომ ეს დღე გვაჩუქეთ – უნდა იცოდეთ, რომ იძულებით მოყვანილი ხალხის ძალა ვერასდროს იქნება თავისუფლებისთვის მებრძოლი ახალგაზრდების ძალის ტოლი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ტარიელ ნაკაიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ გუშინდელ სახალხო შეკრებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ ხალხის ეშინია და საკუთარი ფინანსებით მოყვანილ […]
ილია დარჩიაშვილმა ლატვიელ კოლეგასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

ბელგიის თავმჯდომარეობის ორგანიზებით, 2004 წლის ევროკავშირის გაფართოების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ლატვიელ კოლეგასთან, ბაიბა ბრაჟესთან გამართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის დღის წესრიგზე. მიმოიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები და უსაფრთხოების გარემო. „ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის გაფართოების საკითხზე და დადებითად შეფასდა, რომ წელს პირველად […]
მარიამ ქვრივიშვილი – მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად, ტურიზმის ინდუსტრიიდან 2024 წლის პირველ კვარტალში ქვეყანამ შემოსავლების ისტორიული მაქსიმუმი მიიღო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის სწორი პოლიტიკისა და სამოქმედო გეგმის შედეგად, ტურიზმის ინდუსტრიიდან 2024 წლის პირველ კვარტალში ქვეყანამ შემოსავლების ისტორიული მაქსიმუმი მიიღო – წინა წელთან შედარებით ის 1.5%-ით გაიზარდა და პირველი კვარტლის რეკორდული მოცულობა – 807.7 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა. ამ განცხადებით ქვრივიშვილი გამოეხმაურა „საქსტატის“ მონაცემებს, რომ „2024 წლის […]
ილია დარჩიაშვილმა ბელგიელ კოლეგასთან შეხვედრა გამართა

საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა, საგარეო ვაჭრობისა და ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრს აჯა ლაბიბს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ილია დარჩიაშვილმა კოლეგას ევროკავშირის გაფართოების 20 წლის იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებებზე მიპატიჟებისთვის მადლობა გადაუხადა. აღნიშნა, რომ მისთვის პატივია წარმოადგენდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატ […]
“ვერ ვიცხოვრებ ისეთ მამაკაცთან, რომელიც მინიმუმ ამ თანხას არ გამოიმუშავებს…” – მშვენიერი ანას თამამმა ფოტოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა [PHOTOS]

ანა ზუბკოვა უკრაინის ნაკრებისა და დონეცკის “შახტარის” ფორვარდის ოლექსანდრ ზუბკოვის მეუღლეა. მას სოციალურ ქსელში 25 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს და თამამი ფოტოებით ხალხს ხშირად ანებივრებს. ახლახანს მან თავისი საცურაო კოსტიუმის რეკლამირება მოახდინა და Instagram-ზე რამდენიმე ახალი ფოტოც განათავსა. ზუბკოვამ განსაკუთრებული პოპულარობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც Playboy-ის უკრაინულ გამოცემაში მიიღო მონაწილეობა. ის პროფესიით ფარმაცევტია და ფეხბურთელთან […]
„ქართულ ტელე-სივრცეში ფართოდაა გავრცელებული ფარული რეკლამის დამაზიანებელი პრაქტიკა“ – ევროკავშირის მედიაექსპერტი

„ქართულ ტელე-სივრცეში ფართოდაა გავრცელებული ფარული რეკლამის დამაზიანებელი პრაქტიკა, რაც გულისხმობს, რომ სარეკლამო კონტენტი ისე იყოს შენიღბული, რომ მაყურებელი ვერ აღიქვამდეს მას სარეკლამო კომუნიკაციად, თუმცა, გააჩნდეს იგივე მიზანი და ეფექტი, რაც აქვს რეკლამას. აღნიშნული სამაუწყებლო სტანდარტის მიხედვით აკრძალულია, ვინაიდან მაყურებელმა ყოველთვის უნდა იცოდეს თუ როდის უყურებს კომერციულ კომუნიკაციას.” – ეს განცხადება კომუნიკაციების კომისიის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე […]
არასამთავრობოები 30 აპრილს, 19 საათზეც აანონსებენ აქციას რუსული კანონის წინააღმდეგ

სამოქალაქო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კვირების განმავლობაში ცდილობდნენ დეტალურად აეხსნათ რუსული კანონის დამაზიანებელი შედეგები, ეს მათზე უკეთ თავად ამ კანონის ინიციატორებმა, “ქართული ოცნების” ლიდერებმა გააკეთეს. ასე გამოეხმაურნენ ისინი 29 აპრილს, მმართველი პარტიის აქციას რუსული კანონის მხარდასაჭერად, სადაც ხალხი – ძირითადად, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული მოქალაქეები – რეგიონებიდან ორგანიზებულად ჩამოიყვანეს. აქციაზე, “ქართული ოცნების” სხვა ლიდერებთან […]
საქართველოს რკინიგზაში ლატვიური საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ

ლატვიური კომპანია SIGIS სარკინიგზო და მულტიმოდალური გადაზიდვების სატრანსპორტო-ლოგისტიკურ მომსახურებას ევროპისა და აზიის მრავალ ქვეყანაში ახორციელებს. აღნიშნული კომპანია აქტიურად იყენებს railwagonlocation.com-ის პლატფორმას, რომლის დახმარებით საერთაშორისო გადაზიდვების ბაზარს, სატრანსპორტო საშუალებების გადაზიდვის პროცესში, ლოკაციებისა და სხვადასხვა ინფორმაციის პერმანენტულ მიწოდებას სთავაზობს. ასევე სატრანსპორტო კომპანიებისთვის შემუშავებული აქვს გადაზიდვების თანამედროვე IT სისტემა, რომელიც ტვირთის ტრანსპორტირებისთვის საჭირო სრული დოკუმენტაციისა და მონაცემების სისტემურ […]
ZEG – ამბის თხრობის ფესტივალზე ბილეთების გაყიდვა იწყება

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, 21-23 ივნისს, ZEG – ამბის თხრობის ფესტივალი გაიმართება. ფესტივალზე, სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალები, თბილისში, სამი დღის განმავლობაში, ერთი მისიის ირგვლივ გაერთიანდებიან: გაგვიზიარონ შთამაგონებელი და უნიკალური ამბები. ZEG-ის სცენა ყოველწლიურად ეთმობა მედიის, ლიტერატურის, ფოტოგრაფიის, კინოს, ტექნოლოგიებისა და სხვა ინდუსტრიების პროფესიონალებს, რომლებიც მუდმივად ცდილობენ მნიშვნელოვანი ამბები ჩვენამდე მოიტანონ. შესაბამისად, ZEG-ზე ინსპირაციას ნებისმიერი საქმიანობისთვის იპოვით. […]