„მეტროპოლი“ უძრავი ქონების საერთაშორისო კვირეულზე წარდგა

უძრავი ქონების საერთაშორისო კვირეულზე „მეტროპოლი“ თბილისსა და ბათუმში მიმდინარე პროექტებით წარდგა. უძრავი ქონებისა და სამშენებლო სექტორის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაში დეველოპერული კომპანია წელს პირველად მონაწილეობდა, სადაც დამთვალიერებელს მიმდინარე პროექტები გააცნო. ღონისძიების სტუმრებმა „მეტროპოლის“ შეთავაზებების შესახებაც მიიღეს ინფორმაცია, საერთაშორისო გამოფენა 26-28 აპრილს „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართა. აღნიშნულის შეასხებ ინფორმაციას „მეტროპოლი“ ავრცელებს. კომპანიის განმარტებით, სამშენებლო კომპანიამ, რომელიც ერთდროულად საცხოვრებელი, […]
ალექსანდრე რაქვიაშვილი – ვინც ევროპას უყურებს და მარტო ჭიანი ვაშლის ჭამას ხედავს, რუსია, რადგან ამას რუსები აკეთებენ

პრობლემა „ქართული ოცნების“ ნარატივსა და ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ გამოსვლაში მდგომარეობს, რომელშიც ევროპის ყველა მინუსია დანახული, მაგრამ იგნორირებულია მთავარი დადებითი მხარეები, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ დეპუტატმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი შეფასებით, პრობლემები, როგორებიცაა: სიტყვის თავისუფლება და განსხვავებული აზრის მიუღებლობა, ოპოზიციაშიც არსებობს. „ჩვენ, ბოლო დღეების განმავლობაში ბევრს ვსაუბრობთ რუსეთსა და ევროპაზე. არის რაღაცები, […]
ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო, ოპოზიციის წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო, ოპოზიციის წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. მანამდე კი, სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ერთმანეთს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წევრები დაუპირისპირდნენ. სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ტრანსპარანტები მიიტანეს წარწერით: „არა რუსულ კანონს“, მმართველი გუნდის წევრებმა კი ოპოზიცია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა. სხდომაზე თბილისში „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ აქციასაც […]
მამუკა მდინარაძე – ხალხმა გუშინ დაგვიკვეთა და გვითხრა: დიახ, თქვენ მიიღებთ კანონს ოჯახური ღირებულებების შესახებ, გამჭვირვალობის შესახებ და ეროვნულ ინტერესებს არაფერს ანაცვალებთ! – ეს დავალება შესრულდება!

ქართველმა ხალხმა გუშინ დაგვიკვეთა და გვითხრა: დიახ, თქვენ მიიღებთ კანონს ოჯახური ღირებულებების შესახებ, გამჭვირვალობის შესახებ, ერთხელ და სამუდამოდ, ყველაფერს თავის სახელს დაარქმევთ და ეროვნულ ინტერესებს არ ანაცვალებთ არაფერს! ეს დავალება შესრულდება!- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების მცდელობა, თქვან, რომ რუსთაველზე და რესპუბლიკის მოედანზე […]
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მეორე მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დაიწყო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მეორე მოსმენით – მუხლობრივად “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დაიწყო. ფრაქცია “ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი წარადგენს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან ერთად, წარდგენილია პარლამენტის ოპოზიციონერი წევრის თეონა აქუბარდიას ალტერნატიული საკანონმდებლო წინადადება, რომელიც „1921 წლის 25 თებერვლის რეესტრის“ შექმნას ითვალისწინებს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ უკვე მეორედ […]
ირაკლი ფავლენიშვილი – ივანიშვილმა რუსული მესიჯები გააჟღერა, რომ რევოლუციას, დესტაბილიზაციას აწყობდა და აწყობს დასავლეთი – ხალხს მკაფიო პასუხი აქვს – არა ივანიშვილს, არა რუსეთს და არა მონობას!

ივანიშვილმა რუსული მესიჯები გააჟღერა, რომ რევოლუციას, დესტაბილიზაციას ჩვენს ქვეყანაში აწყობდა და აწყობს დასავლეთი და ამ ყველაფერზე ქართველ ხალხს ერთი მკაფიო პასუხი აქვს – არა ივანიშვილს, არა რუსეთს და არა მონობას, ძალიან მკაფიო პასუხი იქნება და წაგლეკავთ ივანიშვილო და ყველა მისი ბანდის წევრებო, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა მისივე […]
ბექა ლილუაშვილი – არავის აქვს არც პოლიტიკური, არც მორალური უფლება, საფრთხეში ჩააგდოს უზარმაზარ ფასად მოპოვებული თავისუფლება

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის ბექა ლილუაშვილის განცხადებით, არავის აქვს არც პოლიტიკური, არც მორალური უფლება, საფრთხეში ჩააგდოს უზარმაზარ ფასად მოპოვებული თავისუფლება. როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, თავისუფლების ბრძოლით მოპოვებულ ენასთან, მამულთან და სარწმუნოებასთან ერთად, საქართველოს აქვს ერთი შეუცვლელი მოცემულობა, რაც არის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოსახლეობის სწრაფვა. „ქვეყნის თავდაცვის ძალებს ვულოცავ დღევანდელ დღეს. შეუვალია მათი […]
დავით კირკიტაძე „ოცნებას“ – ყალბი ტაში დინამიკებიდან იყო გუშინდელი ფარსის ყველაზე თვალსაჩინო რამ, რაც შემორჩება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური აქციების ისტორიას

მიუხედავად იმისა, რომ კვირების მანძილზე ემზადებოდით მილიარდერის ბიუჯეტით, მაინც ვერ მოიპოვეთ ამ „რუსული კანონის“ სათანადო მხარდაჭერა. ყალბი ტაში დინამიკებიდან იყო ამ ფარსის ყველაზე თვალსაჩინო რამ, რაც დარჩა და შემორჩება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური აქციების ისტორიას, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, დავით კირკიტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მან მმართველ გუნდს მიმართა, რომ სიყალბით […]
“არსად არ გავფრინდები, სანამ ახალგაზრდები ეკონომ კლასში არ დაბრუნდებიან” – ტერიმ ვილაშ ბოაშზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

“ჩელსის” ლეგენდარულმა მცველმა ჯონ ტერიმ გაიხსენა, თუ რა პრობლემები შეექმნათ ფეხბურთელებს ვილაშ-ბოაშის დანიშვნის დასაწყისშივე. “გუნდში ვილაშ-ბოაშის მოსვლის შემდეგ ჰონგ-კონგში მოსამზადებელ ტურში გავფრინდით. მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ბიზნეს კლასით იმგზავრეს, ჩვენ კი ეკონომით. პორტუგალიელს სურდა, პირველივე დღიდან დაემტკიცებინა, რომ აქ მთავარი ის იყო და მისთვის სახელები და ავტორიტეტები არ არსებობდა. იქიდან წამოსვლისას პრეტენზია გამოვთქვი და აღვნიშნე, […]
ევროკომისიის გენერალური დირექტორი 1-2 მაისს საქართველოს ეწვევა

ევროკომისის გენერალური დირექტორი სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში, ხერტ იან კოოპმანი, თანამშრომლობის განსახილველად და ახალი ინიციატივების წარსადგენად 30 აპრილიდან 4 მაისამდე სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. კოოპმანი საქართველოს 1 და 2 მაისს ეწვევა და თანამშრომლობის სხვა საკითხებთან ერთად კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული 9 ნაბიჯის შესასრულებლად საჭირო სამუშაოს განიხილავს. ის […]