პარლამენტში რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა დაიწყო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა დაიწყო. მეორე მოსმენით რუსული კანონი მუხლობრივად განიხილება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, დღეს პლენარული სხდომა 9 საათამდე გაგრძელდება და თუ რუსული კანონის განხილვა ბოლომდე ვერ მოესწრება, ხვალ გაგრძელდება. პაპუაშვილის თქმით, დღეს რუსული კანონის მეორე მოსმენით კენჭისყრა, სავარაუდოდ, არ მოესწრება. „პირველი მოსმენის გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ერთ დღეში […]
იანვარ-მარტში საქართველომ 3.69 მილიარდი კვ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა

2024 წლის იანვარ-მარტში საქართველომ 3.69 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ით მეტია. სემეკის ანგარიშის თანახმად, წელს გაიზარდა დამოკიდებულება ადგილობრივად გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე, რადგანაც მთლიანმა ადგილობრივმა გენერაციამ 3.32 მილიარდი კილოვატ საათი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 7%-ით მეტია. შესაბამისად, შემცირდა ელექტროენერგიის იმპორტი. თუკი 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველომ 600 მილიონი კილოვატ […]
ტურიზმის ინდუსტრიიდან 2024 წლის პირველ კვარტალში ქვეყანამ შემოსავლების ისტორიული მაქსიმუმი მიიღო – მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის სწორი პოლიტიკისა და სამოქმედო გეგმის შედეგად, ტურიზმის ინდუსტრიიდან 2024 წლის პირველ კვარტალში ქვეყანამ შემოსავლების ისტორიული მაქსიმუმი მიიღო, წინა წელთან შედარებით ის 1.5%-ით გაიზარდა და პირველი კვარტლის რეკორდული მოცულობა – 807.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ის, რომ აღნიშნული შედეგი პანდემიანდელ მდგომარეობას, […]
პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე შეცვლილი კოდექსით ხუთი წლით აირჩია

პარლამენტმა გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს თავმჯდომარედ აირჩია 85 ხმით, 16-ის წინააღმდეგ. „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების თანახმად, ის თანამდებობას ხუთი წლით დაიკავებს. ცესკოს წევრებად კი პარლამენტმა აირჩია მაია ზარიძე, გიორგი შარაბიძე და გია ცაცაშვილი. საპარლამენტო უმრავლესობის გარდა, კალანდარიშვილის კანდიდატურას, შეთანხმების შესაბამისად, ხმა მისცეს პოლიტიკური ჯგუფის, „გირჩის“ წევრებმა. როგორც დეპუტატმა „გირჩიდან“, სანდრო რაქვიაშვილმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, მათი პოლიტიკური […]
ცესკოს თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი აირჩიეს

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი 5 წლის ვადით აირჩია. მას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 16 წავიდა. ასევე, პარლამენტმა ცესკო-ს წევრებად აირჩია მაია ზარიძე, გიორგი შარაბიძე და გია ცაცაშვილი. დღევანდელ სხდომაზე ხმები ასე განაწილდა: გიორგი კალანდარიშვილი 85 მომხრე, 16 წინააღმდეგი; მაია ზარიძე – 81 მომხრე, 7 წინააღმდეგი; გიორგი შარაბიძე – 81 მომხრე, ორი წინააღმდეგი; გია […]
ევროკომისის გენერალური დირექტორი სამხრეთ კავკასიაში ჩამოდის

ევროკომისიის გენერალური დირექტორი სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში, ხერტ იან კოოპმანი, 30 აპრილიდან 4 მაისამდე სომხეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს ეწვევა, ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხების განხილვისა და ახალი ინიციატივების წარდგენის მიზნით. 30 აპრილს, კოოპმანი სომხეთს ეწვევა. მისი ვიზიტი უშუალოდ მოსდევს ევროკავშირი–აშშ–სომხეთის 5 აპრილის მაღალი დონის შეხვედრას და სომხეთისთვის მედეგობის და ეკონომიკური ზრდის გეგმის გამოცხადებას. […]
Samsung-ის I კვარტალის მოგება ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე 10-ჯერ გაიზარდა

ერთი წლის წინ, 2023 წლის პირველ კვარტალში, Samsung-ის მოგება 500 მილიონ დოლარზე ნაკლები იყო, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ის 10-ჯერ გაიზარდა და 5 მილიარდ დოლარს მიუახლოვდა. ამის მიზეზი მიკროჩიპების გაყიდვების ზრდა და მათზე ფასების ზრდაა ხელოვნური ინტელექტის ბუმის გამო. ინფორმაციას Reuters კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. უფრო კონკრეტულად, Samsung-ის მოგებამ 6,6 ტრილიონი კორეული ვონი (დღევანდელი ტემპით 4,8 […]
კვარაცხელია თუ სიმონსი? – “ბარსელონას” შეტევაში ახალი ვარიანტი აქვს

Football Transfers-ის ინფორმაციით, “ბარსელონას” პსჟ-ის საკუთრებაში მყოფი და ამჟამად “ლაიფციგში” იჯარით მოთამაშე ხავი სიმონსის დამატება სურს. 21 წლის ნიდერლანდელი უნივერსალია და მას ვინგერად, ან 10 ნომრად შეუძლია თამაში. სიმონსი “ბლაუგრანას” აღზრდილია, შემდეგ პარიზულ გუნდში გადაბარდა და ახლა კატალონიურ გრანდში დაბრუნების წინააღმდეგი არაა. აღსანიშნავია, რომ ანალოგიურ პოზიციაზე “ბარსელონას” ხვიჩა კვარაცხელიასაც უკავშირებენ. ნიდერლანდელის სატრანსფერო ღირებულებად 80 მილიონი […]
გიორგი კალანდარიშვილი ცესკო-ს თავმჯდომარედ აირჩიეს

ამასთან, ცესკოს წევრებად დაამტკიცეს მაია ზარიძე, გიორგი შარაბიძე და გია ცაცაშვილი. 16 აპრილს პირველი მცდელობით კალანდარიშვილის კანდიდატურის დამტკიცება ვერ მოხერხდა, რადგან 90 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ მას მხარს უჭერდნენ ქართული ოცნება, ევროპელი სოციალისტები და გირჩი, როგორც შალვა პაპუაშვილმა თქვა, უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ადგილზე არ იმყოფებოდა. შესაბამისად პირველივე მცდელობით კალანდარიშვილს […]
პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კალანდარიშვილი აირჩია

პარლამენტმა 85 ხმით 16-ის წინააღმდეგ, უფლებამოსილების 5-წლიანი ვადით, ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კალანდარიშვილი აირჩია. კალანდარიშვილთან ერთად, ამავე ვადით ცესკოს სამი წევრი – მაია ზარიძე, გიორგი შარაბიძე და გია ცაცაშვილი დაამტკიცეს. კენჭისყრის პროცედურის წინ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ წარდგენილ კანდიდატურებს “ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრების გარდა, პოლიტიკური ჯგუფების – “გირჩი“ და “ევროპელი სოციალისტები“ მხარდაჭერაც აქვს, […]